oddo
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4006
წევრი No.: 41107
რეგისტრ.: 3-September 07
|
#12137209 · 5 Jan 2009, 17:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
”გაზაფხულზე ხალხი ქუჩაში გამოვა!”
ისეთი პირი უჩანს, რომ 2009 წელი ზომაზე მეტად ცხელი იქნება. ამას, სხვა თუ არაფერი, ღაზას სექტორში მიმდინარე მოვლენები და რუსეთის მიერ უკრაინისთვის გაზის შეწყვეტაც მოწმობს. სხვათა შორის, ღაზას სექტორის გამო საქართველოსა და ამერიკას შორის ჩარჩო-ხელშეკრულების დადება, რომელიც 4 იანვარს უნდა გაფორმებულიყო, დროებით გადაიდო... 2009 წელი, საგარეოსთან ერთად, საშინაო პოლიტიკაშიც მშფოთვარე იქნება. ყოველ შემთხვევაში, ექსპერტთა უმეტესობა დარწმუნებულია, რომ სახელისუფლებო გუნდში თავს სერიოზული რყევები იჩინეს...
ამასთან, ექსპერტი გია ხუხაშვილი ”ფაქტთან” საუბრისას აცხადებს, რომ ”ეკონომიკური ვარდნის პროცესი გაგრძელდება და თებერვალში ძალიან მაღალი სოციალური და ეკონომიკური რისკები წამოვა, რაც, ბუნებრივია, პოლიტიკურ დაძაბულობაში გადაიზრდება. საკმაოდ ცხელი 2009 წელი გველის,”
ქართველი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ქვეყნის შიგნით დაძაბულობა პიკს გაზაფხულზე მიაღწევს. ქვეყანაში არსებული პრობლემების ”ბუკეტი” გვაქვს - წაგებული ომი, დაკარგული ტერიტორიები, სისტემური რეფორმების უქონლობა და ავტორიტარული რეჟიმი - პოლიტიკურ დაძაბულობის შანსს ზრდის და, მაღალი ალბათობით, სერიოზული პოლიტიკური კონფრონტაციის რისკებს ბადებს.
- ”ხალხი ისევ გამოვა ქუჩაში. ამას ხელს რამდენიმე პრობლემა შეუწყობს - დემოკრატიული ინსტიტუტების სისუსტე, ტერიტორიული და სოციალური პრობლემები. ყველაფერი ეს გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე ხდება, რაც ვითარებას უფრო ამძაფრებს და დრამატულს ხდის”, - მიიჩნევს ხუხაშვილი.
ასეთ დროს ოპოზიცია, როგორც წესი, გულხელდაკრეფილი არაა. ხუხაშვილის თქმით, ოპოზიცია დიდი კოალიციის შექმნას შეეცდება: ”ამ მხრივ ჩვენ ძალიან ცუდი გამოცდილება გვაქვს. ეს არ უნდა იყოს ეკლეკტური გაერთიანება. იდეოლოგიურად ახლოს მდგომი პოლიტიკური ფიგურები და პოლიტიკური ორგანიზაციები უნდა გაერთიანდნენ. შესაძლოა, ასეთი კოალიცია წინასაარჩევნო გაერთიანება შედგეს, მაგრამ ერთია არჩევნების მოთხოვნა, მეორე - ხელისუფლების ამ საკითხისადმი მიდგომა”.
ხუხაშვილი თვლის, რომ სერიოზული საპროტესტო მოძრაობის გარეშე ხელისუფლება ვადამდელ არჩევნებზე არ წავა. ხოლო თუ ხელისუფლებას მაინც აიძულებს საზოგადოება, რომ ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს, ექსპერტის აზრით, პრეზიდენტი ისეთ დროს შეარჩევს, როცა ოპოზიცია არჩევნებისთვის ყველაზე ნაკლებად იქნება მზად: ”ხელისუფლება ერთადერთ არგუმენტს სცნობს - ეს არის ძალა. თუ საზოგადოებამ ხელისუფლებისთვის ძალის დანახება შეძლო, ამ შემთხვევაში, ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოუწევს, მაგრამ თუ საზოგადოება ინერტული იქნა, მთავრობა შეეცდება, ძალით გადატეხოს ეს მოძრაობა”.
ბოლო დროს ქვეყნის პირველი პირი ზომაზე მეტად გააქტიურდა, ბევრს ეს წინასაარჩევნო სამზადისადაც მიაჩნია, თუმცა ხუხაშვილი თვლის, რომ სააკაშვილი ვადამდელი არჩევნების დანიშვნას არ აპირებს, მაგრამ ამის პრევენციას მაინც უშვებს. ექსპერტის აზრით, ის ქვეცნობიერად გრძნობს, რომ შესაძლებელია ასეთი ნაბიჯის გადადგმა მოუწიოს და წინასაარჩევნო რეჟიმშიც ამიტომ მუშაობს: „არჩევნების დანიშვნაში, თუ სისტემური ცვლილები არ იქნა მიღებული, დიდ აზრს ვერ ვხედავ. არჩევნების წინ პოლიტიკური ოპნენტები თუ ისევ არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ბუნებრივია, ხელისუფლება არჩევნებს მოიგებს”.
რაც შეეხება მომავალ ლიდერებს, ანუ მიხეილ სააკაშვილის მთავარ კონკურენტებს - ირაკლი ალასანიასა და ნინო ბურჯანაძეს. ხუხაშვილი ალასანიას პოლიტიკურ მწვერვალების დაპყრობას და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს, ბურჯანაძის პოლიტიკურ პერსპექტივებს კი ეჭვქვეშ აყენებს: „ალასანიას ბევრი მონაცემი აქვს, რომ ლიდერი გახდეს, მაგრამ საჯარო პოლიტიკაში არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, ძალიან სასტიკ და სერიოზულ ბრძოლებში მოუწევს ჩაბმა. ხელისუფლების მხრიდან მის წინააღმდეგ დისკრედიტაციისა და იგნორირების მცდელობა იქნება. იმედი მაქვს, რომ ალასანია ყველაფერს გაუძლებს და თუ ასე მოხდა, მაშინ ხელისუფლებას ძალიან სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. ხელისუფლების დამოკიდებულებიდანაც ჩანს, რომ მისთვის ალასანია ძალიან დიდი პრობლემაა.
რაც შეეხება სახელისუფლებო წრიდან წამოსულ პოლიტიკურ ფიგურებს, იგივე ბურჯანაძეს, ნოღაიდელსა და კიწმარიშვილს. მარტივად თუ ვიტყვით, მათ არანაირი პოლიტიკური მომავალი არ აქვთ. ეს ადამიანები სრულად იზიარებენ ხელისუფლების ქმედებებზე პასუხისმგებლობას. საჯარო პოლიტიკაში მოღვაწეობის გამოცდილება ნინო ბურჯანაძეს უფრო აქვს, მაგრამ მის პერსპექტივებს ბუნდოვნად ვხედავ და, როგორც ლიდერი, ვერ წარმომიდგენია, თუმცა ეს ქვეყანა ისეთი ქვეყანაა, რომ ყველფერი შეიძლება მოხდეს”.
ქართველი ექსპერტი წელს სახელისუფლებო წრიდან სხვა პოლიტიკოსების წამოსვლასაც არ გამორიცხავს: „თუ პოლიტიკური ტემპერატურა კიდევ უფრო აიწევს და ხელისუფლება კიდევ უფრო შესუსტდება, სკანდალურ გადახტომ-გადმოხტომებს უნდა ველოდოთ, არ გამოვრიცხავ „თავისუფლების ინსტიტუტის” ფრთის გააქტიურებას. ყველა ადამიანი დასკვნას იმის შესახებ, იძირება თუ არა გემი, სხვადასხვა მომენტში აკეთებს. გემი როცა იძირება, ყველა გარბის. ზოგი ცდილობს, სხვა ნავში გადახტეს. ვფიქრობ, გემი იძირება, რადგან მას აღარც დასავლეთში აქვს მხარდაჭერა და აღარც - საზოგადოებაში”.
რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს შორის მოსალოდნელ ახალ დაპირისპირებას, რომლის შესახებაც სახელისუფლებო წრეებშიც ლაპარაკობენ. ომის განახლებას არც გია ხუხაშვილი გამორიცხავს, რადგან რუსეთს კავკასია თავის გავლენის სფეროდ მიაჩნია. ექსპერტის აზრით, რუსეთს უნდა ვუფრთხილდეთ და ხაფანგში თავის გაყოფასაც უნდა მოვეშვათ.
საგარეო პოლიტიკაში ყველაზე მძიმე სიტუაცია ისრაელის ომთან დაკავშირებით არსებობს. ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ისრელის ომი მსოფლისთვის ბევრად უფრო სერიოზული მოვლენაა, რადგან ძირეულ ფუნდამეტალურ პრობლემებს შეეხება. ეს არ არის მხოლოდ ტრიტორიული მთლიანობისთვის ატეხილი ომი. ექსპერტის აზრით, ეს ომი მსოფლმხედველური, ანუ რელიგიურია და მას ძალიან ღრმა ფესვები აქვს. ხუხაშვილის აზრით, ეს ომი შესაძლოა ძალიან რეზონანსული და ფარტომასშტაბიანი იყოს და არ შემოიფარგლოს მხოლოდ პალესტინის ტერიტორიით. ამ ფონზე ხუხაშვილი ისლამური სახელმწიფოს შექმნასაც არ გამორიცხავს.
ხუხაშვილის აზრით, რუსეთს და ევროპას ერთმანეთთან არაკეთილგანწყობილი, თუმცა ურთიერთდამოკიდებული ურთიერთობა ექნებათ, რადგან ევროპა და რუსეთი ერთმანეთზე არიან დამოკიდებულნი და ამიტომ ერთმანეთთან კონფროტაციაში არ შევლენ.
- ”ობამას პრინციპული პოზიცია ექნება რუსეთთან დამოკიდებულებაში, მაგრამ არ მგონია, სიმკაცრე გამოიჩინოს იმიტომ, რომ ბუშის მმართველობის პერიოდში სადამდეც მიიყვანა ამერიკა ამ ავანტურისტულმა კონფრონტაციულმა პოლიტიკამ, ამერიკელებმა თავის თავზე იწვნიეს” - აღნიშნავს ხუხაშვილი.
ექსპერტის აზრით, ობამა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას იმედებს გაუცრუებს, ანუ ბუშივით არ იძახებს, საქართველოში ახალგაზრდა დემოკრატიაა და რუსეთი ახალგაზრდა დემოკრატიას ებრძვისო. ექსპერტის აზრით, ობამა უფრო რეალურად შეხედავს პროცესებს. რაც შეეხება ევროპას, ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ევროპამ საქართველოზე ხელი სამუდმოდ ჩაიქნია...
--------------------
შიგნაკრავთა ჯოგი[B]
|