აგიხსნი ეხლავე - შარშან ვიყავი აშშ-ში, აშშ-ის სამედიცინო ლიცენზირების გამოცდის მეორე საფეხურის კლინიკური უნარების (USMLE Step 2 CS) ჩასაბარებლად (პირველი ჩაბარებული მაქვს) და ნათესავების სანახავად.
სამწუხაროდ, გამოცდა ვერ ჩავაბარე და ჩამოვედი როგორც წესი და რიგია, დედლაინამდე - ერთი დღეც კი არ ვყოფილვარ არალეგალურად.
იქ არც მიმუშავია (ეგ არალეგალური იქნებოდა იმ ვიზით, რომელიც მქონდა), და, რა თქმა უნდა, არც რაიმე კრიმინალი ჩამიდენია.
აქ ვმუშაობ და საკმაოდ კარგი ხელფასი მაქვს (საქართველოს პირობებზე).
ჰოდა, ერთი თვის წინ გავედი საკონსულოში, ისევ იმავე გამოცდის გადასაბარებლად, და კონსული (ის არა, ვინც წინაზე ვიზა მომცა) მეუბნება - ვიზას ვერ მოგცემ, იმიტომ, რომ აშშ-ში ექიმებს ბევრად მაღალი ხელფასი აქვთ, ვიდრე საქართველოშიო.
ვეუბნები, მერე რა მეთქი?
მერე ისაო, რომ ეგ გამოცდა რომ ჩააბარო და ლიცენზია აიღო, მერე აშშ-ის კლინიკურ რეზიდენტურაში ექიმად დაიწყებ მუშაობასო.
ვეუბნები, ეგ არის მაგ გამოცდის მიზანი და აზრი, აბა, კი არ მეხალისება მაგის ჩაბარება-მეთქი.
მერე დავუწყე ახსნა, რომ ეგ სრულიად ლეგალური გზაა, რომ მაგ გამოცდის ჩაბარება ოფიციალურადაა ნებადართული, რომ აშშ-ის სამედიცინო უნივერსიტეტები ამზადებენ აშშ-ის კლინიკური რეზიდენტურების საერთო რაოდენობის მხოლოდ 70%-ის შესაბამისი რაოდენობის ექიმებს და დანარჩენ 30%-ს აშშ სხვა ქვეყნის ექიმებით ავსებს, და, მაგას გარდა, შარშან თუ გამიშვით იმავე მიზეზის გამო, წელს რაღატომ აღარ მიშვებთ-მეთქი?
აბაა, შენც არ მომიკვდე - ვერაფერი რომ ვეღარ მიპასუხა, მეუბნება - მე უკვე მივიღე გადაწყვეტილება და მას აღარ შევცვლიო.
ეხლა, ეგ კონსული კომპეტენტურია?
მოკლედ, ძირს ბუში, გაუმარჯოს ობამას!
This post has been edited by Guardian on 9 Jan 2009, 23:57