მაღალმა ინფლაციამ სოციალური უკმაყოფილების აჩრდილი გამოაღვიძა
ირა ლოსებაშვილი
ის ჯერ კიდევ მუშაობს და მისი ხელფასი არც ერთი რუბლითა არ შემცირებულა, მაგრამ სვეტლანა ნიკოლაევა ამბობს, რომ ფინანსური კრიზისის ნეგატიურ გავლენას ისევე განიცდის, როგორც ნებისმიერი სხვა.
“ყოველთვის, როდესაც საყიდლებზე მივდივარ, სულ უფრო ცოტა რამეზე მიმიწვდება ხელი” - ამბობს 41 წლის სვეტლანა ნიკოლაევა, მარტოხელა დედა, რომელიც ოროთახიან ბინაში თავის უმცროს ძმასთან და აუტისტ ვაჟთან ერთად ცხოვრობს. “ეს მხოლოდ პროდუქტებს როდი ეხება. ბავშვის ტანსაცმელი, მედიკამენტები, კომუნალური გადასახადები - ყველაფერი გაძვირდა”.
გაზრდილმა ფასებმა ნიკოლაევა მტკივნეული არჩევანის პირისპირ დააყენა, მაგალითად მან უნდა გადაწყვიტოს, რომელი მედიკამენტი სჭირდება მის ვაჟს უფრო ნაკლებად და მერე მხოლოდ ის წამალი შეიძინოს, რომელიც მის ბიჭის ჯანმრთელობისთვის აბსოლუტურად აუცილებელია. სწორედ ამის გამო შეიცვალა მან განწყობა მთავრობისადმი, რომელსაც ერთი წლის წინ მტკიცედ უჭერდა მხარს.
“ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ყველა საკუთარ თავზე ფიქრობს” - ამბობს ნიკოლაევა -”პუტინს და მედვედევს ჩემი ფული არ აღელვებთ. ისინი საკუთარი თავით არიან დაკავებულნი”.
ინფლაცია იანვარში 13.4 პროცენტი იყი, ხოლო უკვე თებერვალში უკვე 13.9 პროცენტს გაუტოლდა, დასუსტებული რუბლი კი იმპორტზე ფასებს ზრდის. 2009 წლის 10 მარტისთვის ინფლაცია 4.5 პროცენტს შეადგენდა, გასული წლის იმავე პერიოდში კი 3.9 პროცენტს - ეს სახელმწიფო სტატისტიკური სამსახურის ბოლო მონაცემებია.
ეკონომიკის განვითარების სამინისტროს პროგნოზით წელს ინფლაცია 13 პროცენტიდან 14-მდე გაიზრდება, ხოლო ფინანსთა მინისტრმა ალექსეი კუდრინმა განაცხადა, რომ 2009 წლის მეორე ნახევარში ინფლაციის ზრდის ტემპი შემცირდება. თუმცა მთავრობის სხვა ოფიციალური პირების, მათ შორის კრემლის ეკონომიკური მრჩევლის, არკადი დვორკოვიჩის აზრით, ინფლაციის ზრდამ შესაძლოა 15 პროცენტს მიაღწიოს, მაჩვენებელი, რომელიც ეკონომისტების გარკვეულ რაოდენობას ზღვრულად მიაჩნია.
“როდესაც ინფლაცია 10 პროცენტს აჭარბებს, ეს მხოლოდ ეკონომიკური პრობლემაა” - ამბობს ევგენი გონტმახერი, სოციოლოგი და 1990-იანებში სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე - “ხოლო, თუ ის 15 პროცენტს აჭარბებს და სოციალურად დაუცველ ჯგუფებს დარტყმას აყენებს, ყველაფერი ძალიან სწრაფად გადადის სოციალური და პოლიტიკური პრობლემების კონტექსტში”.
ინფლაცია მთავრობისთვის ერთადერთი რეალური თავის ტკივილი უფრო უკეთეს ვითარებაშიც კი იყო. გასულ წელს, მაშინაც კი, როდესაც გამოჩნდა, რომ ინფლაცია ნახტომისებურად იზრდება, ხოლო დუმისა და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გაღებული დანახარჯები, ამ მაჩვენებლებს კიდევ უფრო გაზრდიდა, მთავრობა ინფლაციის 10.5 პროცენტიან ზღვარს მაინც ჯიუტად ეჭიდებოდა.
ბოლო ვარდნის შემდეგ, ხელისუფლებამ ყურადღება მაინც უფრო მძიმე საკითხებს დაუთმო: მილიარდობით დოლარი ჩაიდო ფინანსური სისტემის აღდგენაში, იმაში, რომ საწარმოებს უცხური დავალიანება დაეფარათ და კიდევ იმაში, რომ რუბლის გაუფასურების პროცესი ეტაპობრივად წარმართულიყო. ინფლაციას, რომელიც სულ უფრო მძიმდება იმის კვალდაკვალ, რაც მთავრობა ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად დეფიციტური დანახარჯებისკენ მიდის, გასაოცრად მცირე ყურადღება ეთმობა და, შესაბამისად, ის ისეთ მაჩვენებლებს აღწევს, რომლებმაც შეიძლება სოციალური არეულობა გამოიწვიოს.
რუსებმა, ეკონომიკური რეფორმებისა და რუბლის დევალვაციის ფონზე, 1990-იანი წლების დასაწყისში ორჯერ და შესაძლოა სამჯერ უფრო ძლიერი ინფლაცია გადაიტანეს. ეს პერიოდი ყველას სოციალური უკმაყოფილებით დაამახსოვრდა. მაშინ ახალგაზრდა, შედარებით განუვითარებელ ეკონომიკას ზრდის უამარავი შესაძლებლობა ჰქონდა და ამიტომ სიტუაცია დუღილის წერტილამდე არ მისულა, ამბობს პოლტიკური ტექნოლოგიების ცენტრის ანალიტიკოსი, ალექსეი მაკარკინი.
“90-იანების დასაწყისში, ინფლაციას ახალი ეკონომიკური სექტორების წარმოქმნა ერთვოდა, ადამიანებს, თუ მათ დრაივი და ინიციატივა გააჩნდათ, გარკვეული პერსპექტივა გამოუჩნდათ ” - ამბობს მაკარკინი - “დღეს ბევრად უფრო ნაკლები შესაძლებლობებია. ამ სექტორთაგან ბევრი უკვე მთლიანადაა ათვისებული და ხალხს პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოსვლის გარდა აღარაფერი დარჩათ”.
მაგრამ ჯერჯერობით ქუჩაში სიმშვიდეა. მიუხედავად რუბლის დევალვაციის, სამსახურებიდან მასობრივი დათხოვნებისა და ხელფასების შემცირებისა, საპროტესტო აქციების ჩაჩუმება მოხერხდა - ყველაზე დიდი საპროტესტო გამოსვლა შორეულ აღმოსავლეთში მოხდა და აქ ასობით ადამიანი, რომლებიც დემონსტრაციაზე ავტომობილების იმპორტზე გადასახადის გაზრდის გასაპროტესტებლად გამოვიდა, ციხეში მოხვდა.
მთავრობით უკმაყოფილება მატულობს, მაგრამ ამ უკმაყოფილებას ჯერ იმ დონემდე არ მიუღწევია, რომ საპროტესტო ტალღა ააგოროს. გასულ კვირას საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად 5 რუსიდან ერთი მზადაა მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა მიიღოს, მაგრამ 60 პროცენტის აზრით, მასობრივი პროტესტი მოსალოდნელი არ არის.
დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრის “ლევადას” მონაცემებით, მიუხედავად იმისა, რომ ფრუსტრაცია მატულობს, რუსები ჯერ კიდევ უკიდურესად უჭერენ მხარს პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევსა და პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინს, რომელთა რეიტინგი, შესაბამისად 71 და 78 პროცენტია.
“ინფლაცია არეულობას მხოლოდ სხვა ფაქტორებთან კომბინაციაში იწვევს, ისეთებთან კომბინაციაში, როგორიცაა ხელფასების დაგვიანება და მასობრივი უმუშევრობა” - ამბობს მაკარკინი - “ახლა პენსიონერები ფულს დროზე იღებენ. უმუშევრობა იზრდება, მაგრამ სახიფათო ნიშნულამდე ჯერ არ მიუღწევია”.
“საფრთხე აქვეა, მაგრამ კრიტიკულ ზღვრამდე ჯერ არ მისულა” - აღნიშნავს მაკარკინი.
თუმცა კვლევითი ცენტრი ლევადა იმაზეც მიანიშნებს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მხოლოდ რუსეთის მოსახლეობის 40 პროცენტის აზრით მიდის. სექტემბერში ეს მაჩვენებელი 20 პროცენტით უფრო მაღალი იყო. ლევადას კიდევ ერთი კვლევის თანახმად, რუსეთის მოსახლეობის 60 პროცენტი “პატივსცემით” და “გაგებით” მოეკიდება მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართულ პოტენციურ საპროტესტო გამოსვლებს. გამოკითხულთა თითქმის 40 პროცენტმა განაცხდა, რომ მის ქალაქში სახელმწიფოს ეკონომიკური პოლტიკის გამო საპროტესტო გამოსვლებია მოსალოდნელი.
უკმაყოფილება უფრო მწვავედ იგრძნობა საზოგადეობის უღარიბეს ფენებში - მიუხედავად იმისა, რომ დღეს ინფლაცია 15 პროცენტზე დაბალია, ის პირველ რიგში ყველაზე მძიმე დარტყმას საბაზისო საკვებ და არასაკვებ პროდუქტსს აყენებს, ამბობს გონტმახერი.
“ინფლაცია რეალურად ყველაზე მაღალი გაჭირვებულებისა და ღარიბებსითვისაა” - ამბობს ის.
გასულ თვეს ცენტრალურ ბანკმა საპორცენტო განაკვეთები 9 პროცენტიდან 10 პროცენტამდე გაზარდა. ეს ნაწილობრივ იმისთვის გაკეთდა, რომ რუბლის ვარდნით გამოწვეულ ინფლაციას გაუმკლავდნენ. მოგვიანებით დვორკოვიჩმა განაცხდა, რომ სახელმწიფო უფრო მეტს დახარჯავს პენსიებზე, ბავშვებისთვის გაღებულ დახმარებებზე და რეგიონალურ ბიუჯეტებზე და ამ ხარჯებს ინფლაციის მატებასთან ერთად გაზრდიან.
ცენტრალურმა ბანკმა რუბლის შემდგომი დევალვაციის პრევენციის პირობაც დადო, რადგან სწორედ ეს ზრდის ფასს იმპორტირებულ პროდუქტზე.
მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელმა ინფლაცია საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდის კონტექსტში განიხილა.
“თუ პენსიონერი მაღაზიაში მიდის და ხედავს, რომ პურზე ფასი 45 რუბლს უდრის, ხოლო რძის პაკეტი 35 რუბლი ღირს, რა ხასიათზე გამოვა ის მაღაზიიდან?” - იკითხა გასულ თვეს პრემიერ-მინისტრის მოადგილემს ვიკტორ ზუბკოვმა.
მაგრამ პრემიერ-მინისტრის პირველმა მოადგილემ, იგორ შუვალოვმა გასულ კვირას განაცხდა, რომ სახელმწიფო არ დააწესებს ზღავრს საკვები პროდუქტის ღირებულებაზე, რადგან “ასეთი გადაწყვეტილება ბრძნული არ იქნებოდა”.
თუმცა შუვალოვმა ისიც აღნიშნა, რომ სახელმწიფო ფარმაცევტული ნაწარმის ფასს მაინც გააკონტროლებს.
ყველა ეკონომისტს არ მიჩნია, რომ წელს ინფლაცია მოიმატებს. ევგენი გავრილენკო, ტროიკას დიალოგის ეკონომისტი წელს ინფლაციის შემცირებას ელოდება, თუმცა, მიაჩნია, რომ ის მაინც ორნიშნა რიცხვებით გამოხატული დარჩება. “ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული მთავრობის დანახარჯებზე” - ამბობს ის - “თუ მთავრობა ფულს უყაირათოდ დახარჯავს, ეს ინფლაციის პერიოდს გააგრძელებს”.
ორშაბათს მთავრობას ახალი ბიუჯეტი გადაეგზავნა, სადაც ბიუჯეტის 8 პროცენტიანია დეფიციტია გათვალსწინებული, რაც 1998 წლის ეკონომიკური კოლაპსის შემდეგ პირველად მოხდა.
გონტმახერის აზრით, პრობლემა მხოლოდ მონეტარულ პოლიტიკას როდი უკავშირდება. “ეს ყველაფერი არასწორი ეკონომიკური პოლტიკის შედეგია, ნავთობის ფასებზე დამოკიდებულებისა და საშინელი კორუპციის შედეგი” - ამბობს გონტმახერი - “სანამ სისტემა არ შეიცვლება, პრობლემები იგივე დარჩება”.
ის გვაფრთხილებს “სულ ცოტა დარჩა მანამდე, სანამ ხალხი რაღაცას მოიმოქმედებს”.
ნიკოლაევას, კი ქუჩის პროტესტების იდეა აცინებს - “მე მაგ ტიპის ადამიანი არა ვარ” -ამბობს ის - “მაგრამ ვინ იცის, იქნებ სხვები გამოჩნდნენ?”
http://foreignpress.ge/?p=1872#more-1872კაი იყო ეთნოწმენდას რო გვიწყობდნენ?
ეხლა ნელა და წამებით ჩაკვდნენ