მსახიობების ინიციატივით რუსთაველის თეატრის წინ აქციები ყოველ საღამოს 20.00 საათიდან გაიმართება.
ამის შესახებ, დღევანდელ აქციაზე, მისმა ორგანიზატორმა, მსახიობმა ზაზა პაპუაშვილმა განაცხადა და დასძინა, რომ მსახიობები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები შეეცდებიან ყოველ საღამოს რაღაც სიახლე შესთავაზონ საზოგადოებას.
დღევანდელ აქციაზე კი რუსთაველის თეატრის წინ შეკრებილ მომიტინგეებს სიტყვით მიმართეს მსახიობებმა _ დიმა ჯაიანმა, ზაზა პაპუაშვილმა, გურანდა გაბუნიამ, ნანა შონიამ და პოეტმა დავით მაღრაძემ. ისინი არ აკონკრეტებდნენ ქვეყანაში არსებულ პრობლემებს და მხოლოდ იმას აღნიშნავდნენ, რომ ქვეყანაში, ზოგადად არის დამკვიდრებული სიძულვილი და მოშლილია ურთიერთპატივისცემა, რაც აუცილებლად შესაცვლელია.
მომღერალმა და კომპოზიტორმა ჯემალ სეფიაშვილმა სიმღერებთან ერთად შეკრებილ საზოგადოებას სიტყვითაც მიმართა და განაცხადა, რომ დღევანდელი დღე არის კაცობის და ურთიერთსიყვარულის დღე. აქციის დასასრულს კი თეატრის მსახიობები მიესალმნენ სტუდია `მაესტროს~ პროექტ `საკანი #5~-ში მონაწილე მსახიობ გია გაჩეჩილაძეს და სკანდირებდნენ: `გია, გია~. აქცია რუსთაველის თეატრის წინ დაახლოებით 20.00 საათიდან დაიწყო და ახლა დასრულდა.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...link/41056.html This post has been edited by akkai on 16 Apr 2009, 00:44