ირაკლი წერეთელი რომ იტყვის ვინმეზე, ვერ არიო

არადა, მართალია კაცი.
რატომ არ უერთდება აქციებს ირაკლი წერეთელი - ვეტერან ლიდერს ნაძლევი აქვს დადებული, რომ მის გარეშე სააკაშვილს ვერ გადააყენებენ http://www.ambebi.ge/komentari/3783-ratom-...daakeneben.html- რატომ არ უერთდებით აქციებს?- რამდენიმე კონკრეტული მიზეზის გამო. პირველი, მათ ლიდერებს, არც ერთ მათგანს, არ გამოუთქვამს ჩემთან საქმიანი, სერიოზული ურთიერთობისა და თანამშრომლობის სურვილი. ვისაც ჩემთან ურთიერთობა არ უნდა, არც მე მოვაბეზრებ თავს. მეორე, ამ ვაჟბატონებსა და ქალბატონებს საერთოდ არ დაუსვამთ საქართველოს დეოკუპაციის საკითხი აქციაზე, არ უხსენებიათ რუსეთი და მისი უნამუსო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. როცა საქართველოს ტერიტორიების მეხუთედი ოკუპირებულია უნამუსო და უსამართლო მტრის მიერ, მგონია, რომ ერთ-ერთი უპირველესი მოთხოვნა ამ აქციებზე სწორედ საქართველოს დეოკუპაცია უნდა იყოს.
- სწორედ ამიტომ ითხოვენ პრეზიდენტის გადადგომას, მათ მიაჩნიათ, რომ ამ მმართველობაში არ დაბრუნდება დაკარგული ტერიტორიები... - ეს სხვა თემაა, ეჭვი არ მეპარება, რომ ეს იქნება მათი მოტივაცია, ესეც რომ არ თქვან, საერთოდ დაიმარხებიან. მაგრამ ნუთუ არ შეიძლება, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყენების პარალელურად აქედანვე წაუყენონ რუსს საქართველოს დეოკუპაციის მოთხოვნა?! მე მაქვს ეჭვი, რომ, თუ გადააგდეს მიხეილ სააკაშვილი, ეს ვაჟბატონები ხელისუფლებაში მოვლენ, აღადგენენ რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობას და საერთოდ, გეგმაში აქვთ საქართველოს შეიარაღებული ძალების დაშლა, თავდაცვის ბიუჯეტის შემცირება. არც მალავენ ამას.
- საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია, მათი პროგრამები ხომ ჯერ არ არის ცნობილი...- ტელევიზიიდან, მათი გამონათქვამებიდან, იგივე შალვა ნათელაშვილის გამოსვლები გაიხსენეთ, სხვა პოლიტიკოსებისაც, - საქართველოს არ სჭირდება ამხელა ჯარი, თავდაცვის ამხელა ბიუჯეტი. არც "ნატოს" წევრობა გვინდა, არც - "დესეთე", ლოიალური პოლიტიკა უნდა შევინარჩუნოთ რუსეთთან და ა.შ.
. . .
- როგორ გგონიათ, რა შედეგით დამთავრდება ეს საპროტესტო ტალღა?- ჯერჯერობით, რასაც ვუყურებ, აქციები არ წავიდა მზარდი ტემპით. მახსოვს, ჩვენ რომ დავიწყეთ გამოსვლები ნოემბერში, აპრილში, ვიწყებდით 5 ათასი კაცით და 100 ათასზე ავდიოდით. აქ პირიქით ხდება, 20-30 ათასით იწყებენ და დღეს მაგალითად, გული მეტკინა, 5 ათასი კაციც არ იყო მიტინგზე.
- თქვენ რა იცით?- ჩემი მეგობრები დადიან მიტინგებზე. მეც გავიარე იქით, წიგნების საყიდლად ვიყავი. ტერიტორიას თვალს რომ გადავავლებ, რამდენი კვადრატული მეტრიც არის დაკავებული, 4-ზე ვამრავლებ და გამომაქვს დასკვნა.
. . .
უბრალოდ, გია მაისაშვილის გამოსვლას მინდა გავუსვა ხაზი. ის განათლებული და წესიერი ადამიანია, მაგრამ ვერ არის კარგად. ამას მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ. აბა, რა იყო ის გამოსვლა?!

. . .
- დღეს ლაპარაკობენ იმაზეც, რომ სააკაშვილს ჰყავს თავისი მომხრეები და ეს საზოგადოების მცირე ნაწილი არ არის...- ნამდვილად ეყოლება, მე ვიცი, რომ ჯარსა და პოლიციაში არანაირი ბზარი არ არის და ისევ სააკაშვილი აკავებს, რომ მიტინგები არ დაარბიონ.
. . .
უცნობს რომ ჰგონია და ჩემზე გაიძახის, მიტინგის კაციაო (არ მინდა, შეურაცხყოფა მივაყენო, მაინც მიყვარს ეგ გაფუჭებული ბავშვი

), ხომ დარწმუნდა, რომ არ ვარ მიტინგის კაცი. რა მემიტინგება, ბრწყინვალე შვიდეული იწყება ამ კვირიდან, აღდგომიდან კვირაცხოვლობამდე. ამ დღეებში ისეთ ოჯახებში ვარ მიწვეული, თავისი ციკნებითა და გოჭებით, რა დროს მიტინგებია. თან ვმარხულობ, 45 დღეა ხორცი არ მიჭამია. 7 დღე ყოველდღე უნდა ვიქეიფო, რა დროს მიტინგებია!
This post has been edited by Geronti on 22 Apr 2009, 15:53