ე.ი. ჩემო შაქრო, შენ ეტყობა არ იყავი იმჟამად საქართველოში ან ძალიან უსუსური იყავი (ვსმისლე ახალგაზრდა) და ალბათ არ გახსოვს....
მოკლედ, ნიტო 91, ნიტო 92 და ახლადარჩეული კონსტანტინოვიჩია უზენაესში ჯერ და მთელი ოპოზიცია ტელევისიასთან არის უკვე...
აპროტესტებენ "ვიღაც სუნიანის" დანიშვნას - მიტინგი ბობოქრობს, უნდა დამთავრდეს გამსახურდია!
პარალელურად, ვაკეში, ტაძრის პირველი კორპუსის კიბეებზე უკვე სხედან ამაგდარები და მთელ შემოქმედებითი ინტელიგენცია.
უხ!... იქ რომ გამოსვლები იყო!! ასეთი ხრონცები და ზომბები კი არ იყვნენ ეს ხალხი მაშინ, ჯან-ღონით სავსენი იყვნენ ხოლო
უტიფრობა და პროვინციული სნობიზმი კიდევ მეტი ჰქონდათ ვიდრე ეხლა..
რა დამავიწყებს და-ძმა მარიკა და გიგა ლორთქიფანიძეებს , ნოდარ და მაია ნათაძეებს (სადაა ეს ქალი?), ქეთის (ჯერ უმანდილოს, მაგრამ უკვე უნიფხვოს), ლანას, გოგის და ვინ
მოსთვლის კიდევ რამდენ "მოღვაწეს"...
მოკლედ, აქეთ თბილისი და რეგიონების პარტელიტა მიტინგობდა, უზენაესთან კი ძირითადად "სუნიანები" და კანტიკუნტად გონებრივი და ფიზიკური შრომით დაკავებული თბილისელები იდგნენ!
საოცარი სიძულვილი იყო მაშინაც, აბსოლუტურად არ ესმოდათ ერთმანეთის და რაც მთავარია არაფრის არ სჯეროდათ არც იმ დროს! მაშინაც პატრიარქი რაღაც გამოჩნდასავით, მაგრამ ....
სწორედ ამ დროს შემოაგელვა პირველი ჯავშანტრანსპორტიორი სარდალმა თენგიზამ, ვპრიდაჩუ პირველად ვიხილეთ ჯუბებში ლანჩავა, ყარყარაშვილი და კომპანია!
ჩვენ საომრად კი არ მოვედით, არამედ ოპოზიციას ვუჭერთ მხარს და მოვუწოდებთ პრეზიდენტს სასწარაფოდ გაიმართოს დიალოგიო. მანამდე ჩვენ თქვენ დაგიცავთ, რომ არავინ გაწყენინოთო!
ეს იყო და ეს - ეგრევე გაოთხმაგდა მიტინგი, ზოგი ბაბუის თოფს მოათრევდა (ავტომატები მერე იყო), ზოგი დამბაჩას და დაიწყო მერე ის, რაც დაიწყო!
აი, რამდენადაც სასაცილოდ არ უნდა გეჩვენოს შენ, ეს ისტორია გამახსენა მე ამ ჯანყმა!
დაახლოებით იგივეს ჰყვებოდნენ აჯანყებული ტანკისტები დღეს. ასე უნდა გვექნაო, სოლიდარობა უნდა გვექნაო, ერთმა ოფიცერმა მასმედიითაც კი გაავრცელა განცხადება - სასწრაფოდ მოილაპრაკეთ, თორემ მოვკვდით ნერვიულობითო და სრუტუნას ებოდილებოდა ორი დღე ვერ დაგნებებდი ვერაფრით, ველოდები დამატებით ინფორმაციას ძალებსო!
თან ამბობენ, რომ ოპოზიცია გვაქეზებდაო, თუ ვცდები?
არა, მე მესმის რომ ჩვენ არ გვჯერა, მაგრამ ვფიქრობ ოპოზიციამ მაინც უნდა გააკეთოს განცხადება, რომ ამ ჩაშლილ აჯანყებასთან საერთო არა აქვთ!
შეიკრიბონ ერთად (როგორც ერთი თვის წინ შეიკრიბნენ - გარადსკოი ავტომატების დროს) და თქვან, რომ აბრალებს მიშა მათ ამ უბედურებას. ხომ სთქვა ალასანიამ პოლიტიკურ შეფასებას მივსცემთ ხვალეო. ჰოდა მისცენ და დაგმონ პრეზიდენტის მორიგი ფალსიფიკაცია. მე კიდევ დაველოდები ვანოს კინოს ზავერშაიუშჩი სერიას...
პ.ს. რუსეთს სხვა შანსი არც ადრე ჰქონდა და არც ეხლა არა აქვს რომ არ გვიმტროს! მტერიც მაგისია, რომ გიმტროს!
დაჟე იმ ტიპაჟებსაც შეიძლება გავუგო, ვინც მაშინ მატრიალურად იხეირა ან ამჟამად აპირებს ხეირს...
მაგრამ რგოორც სპეციალისტს მაქვს ერთი სურვილი - იმ გრუზინეცების ცარიელ თავის ქალებში მინდა ჩავიხედო, რომლებიც მაშინაც ფრაერები იყვნენ ფრაერებად დარჩნენ!