თემა ეძღვნება მათ ვინაც იცის მათემატიკა მეექვსე კლასის დონეზე და სამიანი მაინც აქვს მიღებული ამ საგანში

ასევე ხალხის იმ კატეგორიას ვისაც ოპოჯიუტობა უყვარს და თსუ-ს ფიზიკის ფაკულტეტზე ქურჩიშვილის გეომეტრიის ლექციები არ გაუმაზავს, საგანში მაქსიმალური ქულა არაერთხელ მიუღია და ამტკიცებს რომ მათემატიკა/ფიზიკა ზუსტი მეცნიერებაა

როგორც არაერთმა კოლეგამ (ფორუმელმა) აღნიშნა ხალხის დასათვლელად არსებობს მარტივი მეთოდი:
L x W x D, სადაც L და W არის ჟოპოზიციის მიერ დაკავებული ფართობის მაქსიმალური სიგრძე და მაქსიმალური სიგანე, ხოლო D ხალხის მაქსიმალური სიმკვრივე. ეს არის რასაც მიიღებთ პიკში და აი როგორც პრაქტიკამ გვიჩვენა სიმკვრივე მერყეობს 0.001-დან 4-მდე (

) (ეს უკვე აქსიომაა, ამაზე ნუ ვიდავებთ). რაც უფრო გაიშლება ეს ხალხი და რაც უფრო საშუალო სიმკვრივით დადგებიან - მით მეტი მოგვეჩვენება.
გამოჩნდა ახალი ჰორიზონტი, ახალი მეთოდები და ხალხს უკვე მანქანების საშუალებით ვითვლით, ანუ როცა გვესმის:
1. "თბილისისკენ მოემართება ოპოზიციის 600-მდე მანქანა", ეს ავტომატურად უნდა გადავთარგმნოთ როგორც "თბილისისკენ მოემართება ოპოზიციის 6000 მხარდამჭერი" და მეტი არა, რატომ? ეგეც მარტივია! ჩავთვალოთ მანქანაზე 5 კაცი, ეგეც ჩვენი 3000 კაცი, ჰოდა კიდევ 3000 იმ სამარშრუტო ტაქსების, ავტობუსების, მატარებლების, ბოინგების, მი-24-ების და ჯორების იყოს რომლითაც ეს ხალხი დედაქალაქის ასაღებად "მოდის". სამწუხაროდ ახლა განათებულ გზაზე უწევთ სიარული და მიშიკოს რევოლუციის 500 მანქანასთან შედარებით მათი შემოსვლა არც ისე ეფექტურია, რას იზავ... სხვა დრო დადგა... (რომ კითხო არაფერი არ შეცვლილა).
2. "მთელი სტადიონი აივსო, 200000 კაცია"...
ოფიციალური მონაცემებით სტადიონზე რეკონსტრუქციის შემდეგ ეტევა 55000 ადამიანი, ეს მაშინ როდესაც ყველა ტრიბუნაზე ყველა ადგილი სავსეა. კარგი, იყოს ეგრე! 55000 არის მთელი მოსახლეობის 1-2% რომელიც ვერაფერს ვერ გადაწყვიტავს და არეულობის მოწყობის შემთხვევაში ისე დაიფანტება სისხლის (ნასროლი საღებავის) დანახვაზე როგორც ერთი მუჭა ბრინჯი სარდაფის იატაკზე (სამწუხაროდ სარდაფზე ვსაუბრობთ რადგან წყლიან მიწაზე ამის დათესვას აზრი არ აქვს - არაფერი არ ამოვა). გვესმის კუკავას განცხადებები: "დაიკავეთ ესა და ეს ადგილები, ამა და ამ იარუსზე", "სანამ არ დაჯდებით არაფერი არ დაიწყება"... ახლა წარმოიდგინეთ ასეთი ეფექტური განლაგება:
1. ყოველი მეორე ადგილი გამოტოვებული
2. სულ ზედა რიგები გამოტოვებული
3. ზოგიერთ ადგილას, განსაკუთრებით იქ სადაც კამერები არ იყურებიან არავინ არ დაჯდეს
4. შორიდან გადაღება (ამ დროს ვერაფერსაც ვერ გაიგებთ თუ ვინ რამნდენი ადგილი გამოტოვა)
გამარჯობა მეგობრებო, 20000 კაცის დაჯენა ისე შეიძლება რომ სტადიონი სავსედ მოგეჩვენოთ.
თუ ვინმეს ამ უკანასკნელში ეჭვი ოპერაბა - დამიდეთ 40x40 მეტრის ფართობის მქონე კადრი სადაც 40 ადგილი მაინც არ იქნება გამოტოვებული

კეთილი სურვილებით, გა-ანალ-იზეთ ახლა ეს ყველაფერი
This post has been edited by GioMac on 26 May 2009, 16:12
მაგ განყოფილებაში რო შევდივარ იგივე გრძნობა მაქვს რაც ზოოპარკის ტერარიუმში. მაგარი ცუდი გრძნობა გაქვს რო უყურებ მაგრამ საინტერესოა (პოლიტიკა). (c)