მე შუაზე არ ვიხევი, ვინც იხევა იმან იდარდოს. არც "მიზნები" არ მაწუხებს თქვენგან განსხვავებით.
ვატყობ ამ ფორუმზე არის კატეგორია, რომლებსაც პატრიოტიზმი პრივატიზებული გაქვთ.
პატრიოტიზმის შესახებ ჩემი აზრი სიგნიჩაში მაქვს დაფიქსირებული.
ღმერთმა მძლეთამძლე მშვიდობაში მოგახმაროთ.
პირდაპირ გეტყვი, ჩემი მიზანია ქვეყნის სათავეში არ იყოს კრიმინალი და პოლიტიკური ავანტურისტი.
გრეჩიხიზმის მოტრფიალე არა ვარ, მაგრამ იმის იმედიც მაქვს, რომ ქართველ ხალხს ძალუძს სწორი არჩევანის გაკეთება.
ჩემთვის მიშა და რუსული პოლიტიკის მიზნები კოჰერენტული ცნებებია.
შეუძლებელია ადამიანს მისცე იმაზე მეტი თავისუფლება, ვიდრე ის ამისათვის მზად არის შინაგანად!