
- აჰა ------"რაკ ჯგუფი" - კომპანია ფოთის პორტის აქციების გარკვეული რაოდენობის საფონდო ბირჟაზე გატანას გეგმავს
13:18 02-11-2010
"რაკ ჯგუფი" - კომპანია ფოთის პორტის აქციების გარკვეული რაოდენობის საფონდო ბირჟაზე გატანას გეგმავს არაბული კომპანია "რაკიას" წარმომადგენელი საქართველოში - "რაკ ჯგუფი" ფოთის პორტის შესაძლო გასხვისებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს .
"2011 წელს კომპანია გეგმავს, ფოთის პორტის აქციების გარკვეული რაოდენობა საფონდო ბირჟაზე გაიტანოს. აქციების ზუსტ რაოდენობაზე და მათ ნომინალურ ღირებულებაზე კომპანია დამატებით გაავრცელებს ინფორმაციას", - ნათქვამია განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ "რაკ ჯგუფი" საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია. "რაკ ჯგუფის" კომპანიები სხვადასხვა სფეროსა და მიმართულებას მოიცავენ. მათ მიერ დაწყებული ყველა პროექტი განხორციელების აქტიურ ფაზაშია.
"ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზ) მშენებლობა, რომელიც კომპანიამ 2008 წელს დაიწყო, უკვე დასრულებულია და მისი ოფიციალური გახსნა 2010 წლის 23 ნოემბერს იგეგმება. დღეისთვის განსხვავებული პროფილის 20 კომპანია სხვადასხვა ქვეყნიდან (საქართველო, სომხეთი, უკრაინა, თურქეთი, აზერბაიჯანი, ირანი, გაერთიანებული საემიროები) ფლობს თიზ-ში ოპერირების ლიცენზიას და წინასწარი პროგნოზებით, მათი რიცხვი წლის ბოლომდე გაიზრდება", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
"რაკ ჯგუფში" აცხადებენ, რომ ფოთის საზღვაო ნავსადგურის განვითარებაში კომპანიამ 2008 წლიდან სერიოზული ინვესტიციები განახორციელა. გაიზარდა საწარმოო სიმძლავრეები, აშენდა ახალი ნავმისადგომი, მიმდინარეობს არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია; ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფოთის ექსტენსიური განვითარების ზონაში მიმდინარეობს ახალი პორტის პროექტზე მუშაობა.
"2010 წლის ნოემბერში გაიხსნება საკონტეინერო ტერმინალი, რომელსაც ექნება წელიწადში, დაახლოებით, 100 000 კონტეინერს გადამუშავების შესაძლებლობა. ახალი ტერმინალის მიმდებარედ გაიხსნება საბაჟო-გამშვები პუნქტიც", - განმარტავენ კომპანიაში და აცხადებენ, რომ პორტისა და თიზ-ის პარალელურად, "რაკ ჯგუფი" მუშაობს ფოთის აეროპორტის რეკონსტრუქციისა და განვითარების პროექტზე. აეროპორტის სამშენებლო სამუშაოები 2011 წელს დაიწყება და, წინასწარი გეგმის თანახმად, 2013 წლისთვის ფოთში ახალი, საერთაშორისო აეროპორტი ამუშავდება.
არაბულმა გამოცემა "ზევიამ" კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კომპანა 2011 წელს ფოთის პორტიდან გასვლას გეგმვას. ჰაატერ მასადი ამის მიზეზად არამომგებიან აქტივებს ასახელებს. "რაკიას" აღნიშნულ განცხადებაზე ეკონომიისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.
არაბულ კომპანია "რაკიას" ფოთის პორტის აქციების 51% 49-წლიან მართვის უფლებით 2008 წლის აპრილში გადაეცა. მოგვიანებით კომპანამ დარჩენილი 49%-იც შეისყიდა. ამ პერიოდში საქართველოს ეკონომიკრი განვითარების სამინისტროს ეკატერინე შარაშიძე ხელმძღვანელობდა.
http://new.interpressnews.ge/ge/ekonomika/149530-qrak-
Quod facimus nos ? Quis? quid? ubi? quibus auxiliis? cur? quomondo? quando?