ერ2-ის საიტზე გდია ეს ინფო, ბოძ (ზ) ებზე:
ოკუპანტებმა ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევაზე უარი თქვეს03.08.09 12:05
რუსმა ოკუპანტებმა უკან დაიხიეს და შიდა ქართლში ადმინისტრაციული საზღვრის ნახევარი კილომეტრით გადმოწევაზე უარი თქვეს. დღეს დილით სამხედროებმა სოფელ ქვეშში უძრავი საგუშაგოს მოსაწყობად დამონატაჟებული სამი რკინის ბოძიც წაიღეს.
აგრესორებს საგუშაგო არცევთან ახლოს აქვთ გახსნილი. გუშინ მათ საზღვრის გადმოსაწევად მზადება დაიწყეს. იმ შემთხვევაში, თუკი აგრესორები სოფელში შევიდოდნენ, მაშინ ქვეშში მცხოვრები მელაძეების ოჯახი ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდებოდა.
პროვოკაცია, რომელიც ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციაში არ გადაიზრდება, - ასე შეაფასა ქვეყნის საგარეო უწყებამ სოფელ ქვეშში მომხდარი ინიციდენტი. სამინისტროს განცხადებით, აუცილებელია საერთაშორისო ასპარეზზე გააქტიურება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიმართულია საქართველოსკენ და რაიმე ფართომასშტაბიანი პროვოკაცია გამორიცხულია.
`თავისი საგარეო პოლიტიკის ძირითად ინსტრუმენტად რუსეთმა აირჩია შანტაჟი, მუქარა და აგრესია. არა მგონია, რომ საუბარი იყოს 2008 წლის სცენარის განმეორებაზე, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დესტაბილიზაციის მუხტი დაბალია,` - განაცხადა ალექსანდრე ნალბანდოვმა.
დიპლომატიური ხერხების გააქტიურებისაკენ მოუწოდებენ საგარეო უწყებას ექსპერტებიც.
`რუსეთი მასშტაბურ ომს არ წამოიწყებს, მაგრამ აშკარად დესტაბილიზაციას ცდილობს. მას უნდა ბევრ ვინმეს აჩვენოს, რომ საქართველო პერმანენტული საფრთხის ქვეშ არის. რუსეთმა იცის, რომ პატარა ინციდენტებისთვის მას არ დასჯიან, მაგრამ თუ მასშტაბურ ომს წამოიწყებს, ეს მას კატასტროფით შეუბრუნდება,` - განაცხადა ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა.
რუსი ოკუპანტების მიერ პირობითი საზღვრის გადმოწევის მცდელობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც გამოეხმაურა.
This post has been edited by დეკო on 3 Aug 2009, 19:17
ეს ის საქართველო არ არის.