მამია უნივერსიტეტის რექტორი? არ მახსოვს...
თუმცა, გაუნათლებელი არ ყოფილა, ევროპაში ჰქონდა მიღებული სამედიცინო განათლება და მაგიტომაც ვერ იტანდნენ უწიგნური ბოლშევიკები, ორჯონიკიძის მეთაურობით.
მე 2004 წლის შემდეგ უნივერსიტეტთან აღარანაირი საერთო აღარ მაქვს, მაგრამ იქ მუშაობს ჩემი ძმა და მჭიდრო კონტაქტი მაქვს რამდენიმე ჩემს მომავალ კოლეგასთან, რომელთა მონაყოლის მიხედვით მრჩევა შთაბეჭდილება, რომ უნივერსიტეტში ძაღლი პატრონს ვერ ცნობს. და ეს ხდება ყველა დონეზე-ბაკალავრიატშიც, მაგისტრატურაშიც და დოქტორანტურაშიც.
ვის ირჩევენ ასისტენტ-პროფესორებად და რა კრიტერიუმებს იყენებენ საამისოდ, ეს კიდეც ცალკე საკითხია.
ასე რომ, ჩათვალეთ, რომ უნივერსიტეტში რეფორმა მოხდა ისე, რომ ჯერ არ ჰქონდათ მოფიქრებული-რა გაეკეთებინათ შემდეგ. არსებული დაანგრიეს და ახალი ვერაფერი შექმნეს.
ძველი რომ დასანგრევი იყო, ეს ბუნებრივია. სამწუხარო ისაა, რომ წმენდის შემდეგ უნივერსიტეტი ფეხზე ვეღარ წამოდგა და მავანს და მავანს უკვე ძველის ნოსტალგიაც აქვს ამის გამო

გარდა ამისა, სტუდენტთა დონე და დაინტერესება მასობრივად არის ფაქტიურად 0-ის ტოლი. ერთეულები იკლავენ თავს, მაგრამ ითქვიფებიან იმ "საერთო მასაში".

პირადად მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ მავანმა ხალხმა შური იძია უნივერსიტეტზე ამ სიტხვის სრული მნიშვნელობით და ამის პარალელურად მოხდა ჭავჭავაძის წაქეზება, რამაც სტიმული მისცა ძველ უნივერსიტეტელებს, იქ გადასულიყვნენ...ამრიგად,. ჭავჭავაძეს ხელი შეეწყო პირდაპირი და არაპირდაპირი გზებით.
ერთადერთი, რაზედაც გული მწყდება, ისაა, რომ თსუ, რომელიც ჯავახიშვილმა და მისმა მეგობრებმა მუხლჩაუხრელი შრომის და თავიანთი ძალისა და ნერვების ხარჯზე შექმნეს და აარსებეს, ახლა ასეთ მდგომარეობაში

((
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!