ვიმედოვნებ, თბილისის ფორუმზე გამოჩნდება რამდენიმე პიროვნება მაინც, ვინც ამ თემაში ქართულ ხმოვანებას და შესაფერ გარემოს ჰპოვებს.
თემაში:
- ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი, სტრასბურგის სასამართლო: ფკ მრეტები v. საქართველო (ვაჟა ჩხაიძე, გოჩა სვანიძე, ალექსანდრე ბარამიძე, იოსებ ბარათაშვილი).
- სამპარლამენტოვანი სახელმწიფო: პლატონი, რუსთველი, შტაინერი, შენენთო.
- აშშ: ჯორჯ ბუში, ბარაქ ობამა.
- საქართველო: ედუარდ შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილი, პოლიტიკური ოპოზიცია.
- ქართული მასმედია: ტვ მზე (ინგა გრიგოლია), ტვ იმედი (ბადრი პატარკაციშვილი, გიორგი თარგამაძე), ტვ კავკასია (დავით აქუბარდია, ნინო ჯანგირაშვილი, ალექსანდრე ელისაშვილი), ტვ მაესტრო (მამუკა ღლონტი).
ამ თემის ადგილი უფრო 'პოლიტიკაშია', მაგრამ ახალბედებს იქ თემის გახსნის უფლება არ აქვთ.
• • •http://www.facebook.com/pages/Vaja-ShenEnt...age/74305444101Vaja ShenEntho Chkhaidze Official Page, 8 Oct 2008FOR THE PRESIDENT OF GEORGIA
Country: Georgia
Currently Running For / Office: President
Party: Unaffiliated
Social Threefolding!
Threeparliamentary Nation!
Dialogue Cultures!
Georgian-American Creativity will create a new Stability!
Georgian-Deutsche Friendship will create a new Statehood!
Georgian-Russian Love will create a new World!
• • •GE
http://www.shenentho.com/index.php?showtopic=189RU
http://www.shenentho.com/index.php?showtopic=166ვაჟა ჩხაიძე
სამპარლამენტოვანი სახელმწიფო
საქართველოს პრეზიდენტობის პრეტენდენტის სიტყვა, არჩევნები-2004
თბილისი, 2003 წლის 9 დეკემბერი
საპრეზიდენტო პროგრამის, "სამპარლამენტოვანი სახელმწიფოს" პრეზენტაცია გაიმართა 3 დეკემბერს. სიტყვა, მცირედ განსხვავებული ვერსიების სახით, 9 დეკემბერს ჩაბარდა პრესას და ტელევიზიას, მაგრამ მიაჩუმათეს. მომდევნო დღეებში ნაბეჭდი ფურცლების სახით გაავრცელეს მხარდამჭერებმა. საიტზე ქვეყნდება პირველად, ვერსიებთან შეჯერებული სახით.
ა მ ო ნ ა რ ი დ ე ბ ი:
°
პიროფლიანო მამულიშვილო!
მრავალფერი, ძირძველი ქართული კულტურის წილო!
რომელმან კაცთმოყვარებით, ერთმოყვარებით, სტუმართმოყვარებით, ხარებითა და ჭირთათმენით, ღვთაებრივ-სულიერისაგან განუკერძოებლად შექმენი ამ კულტურით ნაფერი, ბრწყინვალე არისტოკრატიულ-ცენტრალიზებული სახელმწიფო — ღვთისმიერ ხელმწიფეში განსხეულებული ერი!
და რომელმან, სამწუხაროდ, მხოლოდ გაკუჭებით აიტაცე ფრანგული რევოლუციის დევიზი: თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა!
და ვერ გაითავისე, ვერ ჩასწვდი, ვერ გაიცნობიერე, აზრის სინათლით ვერ გაინათე ეს გასაოცარი ინსტინქტური დევიზი!
დიახ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი საუკუნის მანძილზე ხუთი ე.წ. პოლიტიკური რევოლუცია მოახდინე, არა-თუ სახელმწიფო ვერ ააშენე, — გარედანაც "გეხმარებიან" — არამედ ერთი ქვაც ვერ ჩადე ახალი ქართული სახელმწიფოს საძირკველში!
და ქართველი ერი "ვერშემდგარად" გამოაცხადეს!
ასე მწარედ აგიხდა შენივე ანდაზა: "თურაშაულის პატრონი, ტყეში ეძებდა პანტასა!"
შენი ვაზი დღესაც უცხო ქვეყნის მწარეზე დგას!
შენი მაჭარი ქვევრის ნაცვლად მუხის კასრში დუღს და ძველდება!
შენი პური ვეღარც ძველდება!
და ვეღარ ამბობ: "ძველი პური, ძველი ღვინო და ძველი მეგობარი"!
სტუმარს პურღვინის ნაცვლად პურმარილზე, ხლებსოლზე ეპატიჟები!
მიწის კაცად ხმობილი ღრუბლის კაცად იქეცი მრავალსართულიან კორპუსებში!
უნიფიცირებული, გაერთგვაროვნებული წერა-კითხვის მცოდნე სიცოცხლის იდუმალებას, მისს სუნთქვას და მაჯისცემას ვეღარ გრძნობ!
და გოლის შეგდების ნაცვლად ბურთს კენწლავ შენთვის!
დადგა დრო, ითქვას: ღვთაებრივისგან განკერძოებელი, უნიფიცირებული, ერთფეროვანი, მკვდარი ცნობიერება ვერასდროს შობს მრავალფეროვან, ცოცხალ სახელმწიფოს!
მართალია დღეს სახელმწიფოთა უმრავლესობა "ერთ თარგზეა მოჭრილი" — ლიბერალურ-დემოკრატიულია, ხოლო საქართველოს ხელისუფალთ, მათივე სიტყვით, სწორედ აქეთკენ უჭირავთ გეზი, მაგრამ მმართველობის ამ უნიფიცირებულ ფორმას არა მხოლოდ გარედან, შიგნიდანაც აქვს დაუძლეველი პრობლემები, რადგან იგი სამოთხის აშენებას მიწაზე ცდილობს!
თანაც, კაცობრიობის განვითარების დღევანდელობას, მით უფრო მართლმადიდებელი ქრისტეანული კულტურის მემკვიდრე ხალხს, აღარ შეეფერება ერთ კაცში განსხეულება — კონსტიტუციური მონარქი თუ პრეზიდენტი, როგორც მეფის რუდიმენტი!
დღეს ხალხი მრავალფეროვან სამოქალაქო საზოგადოებასა და შესაფერ სახელმწიფოში უნდა განსხეულდეს!
პური მეპურემ უნდა გამოაცხოს!
არაერთგზის მითქვამს საჯაროდ: დადგა ჯგუფური შემოქმედების, და არა მოქმედების, დრო!
ასე რომ, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში ჩემი გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს აღარ ეყოლება პრეზიდენტი!
და არც უნიფიცირებული ერთპალატიანი, თუნდაც ორპალატიანი პარლამენტი იარსებებს, შესაბამისი ფრაქციებითა თუ პოლიტიკური პარტიებით!
პოლიტპარტიები უნიფიცირებული საზოგადოების შედეგია, პრივილეგირებული კლასის რუდიმენტია და საზოგადოების დეუნიფიკაციის პარალელურად დაკარგავს თავის ფუნქციას!
კულტურისათვის საერთოდ, და მით უფრო ქართული კულტურისთვის, მიუღებელია ნებისმიერი უცხოცენტრიზმი, თუნდაც ევროცენტრიზმი!
საქართველო ხიდია და უცხოცენტრიზმი დაანგრევს აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის მფეთქავ ქართულ რიტმს!
დიახ, შენ ვერც დასავლურ-გეომეტრიული ჩუქურთმა თუ პოლიტიკური რევოლუციები და ვერც აღმოსავლურ-მცენარეული ჩუქურთმა თუ ეკონომიკური რევოლუციები მოგიტანს ბედნიერებას!
შენ მხოლოდ უცხოთაგან "ქართულ წნულად" ხმობილი, უძველეს ტაძრებზე ამღერებული ვაზის ჩუქურთმა მოგანიჭებს სიხარულს!
"ვინაც გაიგებს ჩუქურთმას ქართულს, ის პოეზიას ჩემსას გაიგებს" — ასე იტყვის, ბოლოს, გალაკტიონი.
"ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა" — ბრძანებს რუსთველი.
"მათ სამთა გმირთა მნათობთა სჭირს ერთმანერთის მონება" — ესეც რუსთველია.
"მათ სამთა შვიდნი მნათობნი ჰფარვენ ნათლისა სვეტითა" — ესეც.
დიახ, შენ მხოლოდ კულტურა-პოლიტიკა-ეკონომიკის სამხმოვანებით ააშენებ სრულიად ახალ, ღვთაებრივ-სულიერთან თანხმოვანებაში მყოფ მრავალფეროვან ქართულ სახელმწიფოს!
და შენს კულტურაზე დაუნჯებულს ვერას დაგაკლებს გარე ნება!
საგარეო პოლიტიკასაც არა ალტერნატიულ ძალთა ბალანსირების პრინციპზე, არამედ ქართული სამხმოვანებით გააწყობ!
დამოუკიდებელი, ერთიანი, განუყოფელი, "ვითარცა კვართი უკერველი", დეცენტრალიზებული სახელმწიფო, "ბრილიანტის დაწახნაგებით" — დეუნიფიცირებული, მრავალფეროვანი საზოგადოებით!
"ლიბერალურ-დემოკრატიულ-სოციალისტური" საპარლამენტო ფედერაციული რესპუბლიკა, რესპუბლიკური და ფედერალური სუბიექტების ჰორიზონტალურად სამწევროვანი პარლამენტით — კულტურა-პოლიტიკა-ეკონომიკა, სადაც დეპუტატები აირჩევიან პროფესიების შესაბამისი საზოგადოებების, კავშირების შიდა არჩევნებით, ხოლო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე აირჩევა ფედერალური სუბიექტების დეპუტატებიდან როტაციის წესით.
ქართლ-კახეთი, იმერეთი, გურია და სამეგრელო, აჭარა და აფხაზეთი, სვანეთი, და ხვანჭკარა

... ერთიანი საქართველო!
მაგრამ ფრთხილად, შენთან მოვა თავადი ამა სოფლისა და ეცდება, ამავე სიტყვებით გითხრას ყოველივე ეს.
ჩემი "საპრეზიდენტო პროგრამის საფუძვლების" პრეზენტაციის შემდეგ ქართულ ტელევიზიაში უკვე გამოჩნდნენ ამ ენაზე მოლაპარაკე მისი დესპანები!
ასე მოხდა გასულ წელსაც, როდესაც, როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, მწვავე ბრძოლა წამოვიწყე ლიბერალურ-დემოკრატიული სახელმწიფოდან გაძევებული კულტურისთვის!
ნათქვამია: "როცა ორი ერთსა და იმავეს ამბობს, ეს სულაც არ ნიშნავს ერთი და იგივეს"!
ხმას უნდა უსმინო გულისყურით, ხმა ამხელს ამა სოფლის თავადს!
სიფრთხილე იმ მხრივაც გმართებს, რომ უნებლიედ არ გახდე რეპრესიების მიზნით წარსულში ჩხრეკის მონაწილე!
მომავალში კი მთელი შენი ნიჭი და ძალისხმევა უნდა მიმართო მამაცი, მოუსყიდველი, კანონის დამცველი "სახელმწიფო-საჯარო ტიპის" ადამიანების გამოვლენა-ჩამოყალიბებისთვის!
მომავლის სამწევროვან პარლამენტში უნდა დადგეს მათი პრივილეგიების საკითხი, მაგრამ საარჩევნო ხმის ნებაყოფლობითი დათმობის პირობით, რათა ისინი დამოკიდებულნი არ იყვნენ ხელისუფლებაში მოსულ პირებზე და მთელი ცხოვრება მხოლოდ სამართლებრივ სახელმწიფოს მსახურებდნენ!
°
დიახ, სწორედ ასეა, პიროფლიანო მამულიშვილო, და შენ უნდა გაიდასაბამო ყოველივე ეს, რადგან დღეს შენ პიროვნება და ეროვნება "მოგპარეს"!
სანაცვლოდ კი, ლიბერალ-დემოკრატიის თამაში შემოგაჩეჩეს ხელთ, რადგან ლიბერალ-დემოკრატია თავის წიაღში, ანგლო-ამერიკულ ცივილიზაციაში პიროვნების თანდაყოლილი, გენეტიკური მოთხოვნილებაა, ხოლო მის გაერეთ — მხოლოდ უნიჭო თამაში!
ამიტომაც ძირკვავენ კულტურას, როგორც ხელის შემშლელ ძალას, მთელს მსოფლიოში!
და რაც მთავარია, ამას სწორედ შენი საშუალებით აკეთებენ, პიროფლიანო მამულიშვილო!
გაორებენ და ბატონობენ!
დღეს მსოფლიოს წამყვანი ტელეარხები ხაზგასმით აცხადებდნენ, რომ საქართველოში ე.წ. "ვარდების რევოლუცია" თურმე "ნაციონალებმა" მოაწყვეს — სიტყვა "ნაციონალი" გამიზნულად, გასაბრიყვებლად იქნა შემოტანილი — და არა ცენტრალიზებულ-უნიფიცირებული სახელმწიფოს მესვეურებმა და მათ ზურგს უკან მდგომმა ძალებმა, რომლებიც ათეული წლებია ფეხქვეშ თელავენ ქართულ კულტურას და კანონს!
სწორედ ამ ძალების დიქტატთან ბრძოლას შეეწირა "მრეტების", ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების, ჩემი თანამებრძოლების ცხოვრების საუკეთესო წლები! გასულ წელს ღია წერილითაც კი მივმართე საქართველოს პარლამენტს — გამოქვეყნდა გაზეთ "ოლიმპში" — მაგრამ არანაირი რეაგირება არ ყოფილა! ყოველივე ამის შესახებ მალე მთელი მსოფლიო შეიტყობს!
დროა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას: ე.წ. "ვარდების რევოლუციით" საქართველოში დაიწყო უნიფიკაციის, გაერთფეროვნების ახალი ტალღა!
და იგი მიმართულია ქართული კულტურის პიროვნული ინდივიდუალობის წინააღმდეგ!
ქართული პოლიტიკის წინააღმდეგ!
ქართული ეკონომიკის წინააღმდეგ!
საერთოდ, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, კულტუროსან სახელმწიფოთა წინააღმდეგ!
მაგრამ მჯერა, მთელი მსოფლიო ხმას აიმაღლებს არსებული რეალობისა და მოსალოდნელი საფრთხის, უნიფიკაციის წინააღმდეგ!
რადგან ეს არის ხალხთა სახექმნადი გარემოსთვის, პიროვნებათა ცოცხალი ურთიერთობისთვის ბრძოლა!
ცოცხლით იდუმალში ჩაწვდომისთვის ბრძოლა!
და, მკვდრის გაცოცხლებით მოგვრილი სიხარულისთვის ბრძოლა!
მჯერა, სამხმოვანი სახელმწიფოს იდეა — პლატონი, რუსთველი, შტაინერი — გაზიარებული იქნება და თავის ნიშანს აჩვენებს:
- ინგლისი და აშშ, სახელმწიფოთა მშვიდობიანი თანაარსებობის არწივის მართვე!
- დოიჩლანდი, სამპარლამენტოვანი სახელმწიფოს სულიერი ავანგარდი!
- რუსეთი, სახელმწიფოთა მრავალფეროვნების ლომის ბოკვერი!
- აღმოსავლეთი, კულტურათა უშრეტი წყაროცხოველი!
პირველყოვლისა კი, შენ უნდა მიიღო ჭეშმარიტება, პიროფლიანო მამულიშვილო!
და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებს შენ!
და აანთებს შენს გულში სიყვარულს!
შენ ხარ მიჯნური, მეგობარი და ხელოვანი, მრავალჟამიერ!
მჯერა, მოახლოებული შობისა და ახალი წლის წინა დღეებში განსაკუთრებული გულისძგერით აჟღერდება რუსთველისეული სტრიქონი:
"დიდთა ხეთა მოერევის, მცირე დასწვავს ნაბერწკალი"
რათა არასდროს დაიშრიტოს ქართული წყარო მშვიდობიანი მრავალფეროვნებისა!
• • •http://www.shenentho.com/index.php?showtopic=843შენენთო საქართველოს პრეზიდენტობისთვის
მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები
დამოუკიდებელი კანდიდატი
სოციალური სამწევროვნება!
სამპარლამენტოვანი სახელმწიფო!
კულტურათა დიალოგი!
ქართულ-ამერიკული შემოქმედება შექმნის ახალ სტაბილურობას!
ქართულ-დოიჩური მეგობრობა შექმნის ახალ სახელმწიფოებრიობას!
ქართულ-რუსული სიყვარული შექმნის ახალ სამყაროს!
ა მ ო ნ ა რ ი დ ე ბ ი :
°
შენენთო
ყველაფერს ერთად გილოცავ smile.gif
- შთამბეჭდავი გამარჯვება სტრასბურგის სასამათლოში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
- ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მხარდაჭერა: საქართველოს მთავრობამ ეს საკითხი ნომებრის ბოლომდე უნდა მოაგვაროს.
- სტრასბურგის სასამართლოს მიერ ამ საქმის ხელახლა წარმოებაში მიღება და საქართველოს მთავრობისთვის საპასუხო ვადის დაწესება.
- და უმთავრესი, ბარაქ ობამას, ასე ვთქვათ, პოლიტიკური შემოდგომის სრული რეზონანსი შენს შემოქმედებასთან.
ასეთი რეალობის მოლოდინი მხოლოდ შენ შეიძლებოდა გქონოდა biggrin.gif
°
"ფკ მრეტები" – ფორმალურად არსებობს.
ასოციაცია "სამპარლამენტოვანი სახელმწიფო" – დაფუძნებულია.
პოლიტიკური პარტია "სამპალამენტოვნები" – პროექტი არსებობს.
"ShenEnthoTV" – პროექტი არსებობს.
უნივერსიტეტი "შენენთო" – პროექტი არსებობს.
ბიოდინამიკური მეურნეობა "ქართული მეხსიერება" – პროექტი არსებობს...
კაცმა რომ თქვას, თხუთმეტი მილიონი ევროთი მრავალი პროექტის განხორციელება იქნება შესაძლებელი.
საინტერესოა, მრეტებს 1995 წელს რომ მიეღო კუთვნილი მილიონები, შენი ინიციატივები "სამპარლამენტოვანი სახელმწიფო" და "სტუმარ-მასპინძლობის მისტერია" იარსებებდა?
°
გამარჯვებული საერთაშორისო პოლიტიკური ძალის ნეგატიური რეაგირება სამწუხარო ფაქტია, მაგრამ არა მოულოდნელი. rolleyes.gif
ქართული ფსევდო–პოლიტიკური (სხვა ხომ არც არსებობს!) ბომონდის მპარავი რეაგირება სამწუხარო ფაქტია, მაგრამ არა მოულოდნელი. blink.gif
აი, მასმედიის მხრიდან ნევიჟუს თამაში კი, ამჯერად, ჩემთვისაც სრულიად მოულოდნელი იყო. ohmy.gif
მათივე ბატონებისთვის წამგებიანი ამ პოზიციის შედეგებს ვეღარასოდეს გამოასწორებენ.
ბრიყვული დუმილით შენენთოშოუ მთელი მსოფლიოს სკანერად აქციეს! smile.gif
°
ქართული კულტურა მუდამ სამწევროვანი იყო
და დღეს რატომ უნდა იყოს ერთწევროვანი გოგლი-მოგლი?!
ან ძალგვიძს ეს?!
ფაქტია — ვერ!
პარლამენტარიზმის ეპოქა აქ არაფერ შუაშია, პირიქით!
არც პოლიტიკური და ბიზნეს ბომონდი – მეტი არ მოეთხოვებათ!
ერის სულიერი კაცებია თავში!
აბსოლუტურად ყველა!!!
°
ხალხი და სამოქალაქო საზოგადოება ერთი არაა
მათი ურთიერთმიმართების გარკვევას შეაკვდა ნიცშე
პირველი ქართველი ლიბერალ-დემოკრატების ნათლიმამა
და ვერ ჰპოვა პასუხი
მას შემდეგ წინ არ წავსულვართ, პირიქით
ჩემს სამშობლოში კაცი ვერ ვჰპოვე
სამოქალაქო საზოგადოების ნიშან–წყალი მაინც ესხუროს
საზოგადოებაში კი არა
პროვნებებთან საუბარია საჭირო
თუ სალხინო გვსურს
მაგრამ დღეს ყველა რჩეული
სიბრძნის შიშის წერაა
იმჰოსოფიის მოყვარე ნიკნეიმებსაა მოფარებული
და არა მხოლოდ ვირტუალურად
ლაივშიც ასეა
განსხვავება მხოლოდ ეგაა
ლაივში იმჰო ანეკდოტად გარდაიქმნება
აი, ხალხი კი სულ სხვაა smile.gif
თუმცა-ღა, პურ-ღვინო ცოტა გაუ-პურ-მარილდა sad.gif
და მათი იმედი არ მქონდეს
აქ რა გამაჩერებდა, ჯო!
°
შენ არ ინერვიულო smile.gif
კიდეც ვხედავ!
კიდეც ვისმენ!
გიორგის და აქუ-ბატონს კი,
და კაკოსაც,
და მაისაშვილსაც,
და სხვებსაც,
ყველას,
ვინც საკუთარ წარსულზე ცოტა მწყრალადაა,
თანაც, ჩემთან ურთიერთობაში —
მეტ სიფრთხილეს ვურჩევდი!
°
- შენენთო, 9 აპრილს შემოგვიერთდები?
- თუ პოზიცია-ოპოზიციის სპექტაკლებს გულისხმობ — არა! კალიაური არასდროს მიმღერია.
°
ვითომ ასე იოლია? smile.gif
თუმცა, წლევანდელი შემოდგომა იმედის მომცემია.
პო-ოპოს თამაშს არ ვგულისმობ, ცხადია.
ადამიანებმა მათი იმედი დაკარგეს და თავად დაიწყეს გამოსავლის ძებნა.
უფრო ზუსტად, ეროვნული ლიდერის ძებნა.
თანაც ისეთის, ვისაც აქტუალურ კულტურებთან ურთიერთობა შეეძლება.
მაგრამ არის ერთი პრობლემა.
რომ გამოჩნდეს, იცნობენ?
კეთილი, შევთანხმდით, გიპასუხებ საჯაროდ.
მაგრამ შენ შეკითხვები დააკონკრეტე.
რამდენიმე სიტყვა ჩემი სახელის ტაბუს ისტორიისთვის.
ეს პროცესი 1988 წელს დაიწყო, მრეტების დაფუძნებისთანავე.
ჩემი საკითხი ცკ-ს სხდომაზე გაიტანა პატიაშვილმა.
ცკ-ს კომისია და რესპუბლიკის ობეხეესი მომიგზავნეს დასაჭერად.
სპონსორებს საბანკო ანგარიშები გაუყინეს.
ტელევიზიიდან რეკლამები მოხსნეს.
დაჭერას უპირებდნენ მრეტების საქმესთან დაკავშირებულ ყველა პირველ პირს.
საპირწონე სრულიად მოულოდნელი რამ აღმოჩნდა: მრეტების დაუჯერებელი გამჭვირვალება და კეთილი ნების ადამიანების თავგანწირვა.
შეგვეწია განგება და უმსხვერპლოდ გადავრჩით.
თუმცა, ჩემს სახელს ტაბუ დღემდე არ მოხსნია.
პოზიცია-ოპოზიციის მოთამაშე პოლიტბომონდს ეს ხელს აძლევს.
მე თამაშის წესების დამკვიდრებისთვის ვიბრძვი, ისინი არევის დიდოსტატები არიან.
უფრო ზუსტად, მათ უკან დგას დაყოფა-არევის დიდოსტატი.
მხოლოდ ერთხელ მომხსნეს ტაბუ.
ეს მოხდა 2004 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ტვ მზეზე, გრიგოლია-ბუღაძის საგანგებო ტელეხიდში.
ბუღაძემ, მე და დიხამინჯიას გადაგვიარესო, ვაჟა ჩხაიძის საპრეზიდენტო პროგრამის პრეზენტაციაზე რატომ მიხვედითო.
ჰო, ზუსტად ასე თქვა, გადაგვიარესო! გადაგვიარესო!
ანუ ჩვენ რა გვიყვეს და სხვებს რას უზამენო.
მალე სამხატვრო აკადემიის რექტორად დანიშნეს.
გრიგოლიასნაირ შემსრულებელს კი დაყოფა-არევის საერთაშორისო გროსმაისტერიც ინატრებს.
მაგრამ ასე ვეღარ გააგრძელდება!
ეს პროცესი დასრულდა!
თანაც ძალიან ცუდად!
და არა მხოლოდ საქართველოსთვის!
მთელი მსოფლიოსთვის!!!
ყველაფერი, რაც 2004 წლის საპრეზიდენტო სიტყვაში ვთქვი, ახდა.
°
გადამიდგამს

თარგამაძეს შეხვედრა ვთხოვე საერთო ნაცნობის საშუალებით.
- რა უნდაო?
შენენთოშოუს მისამრთი მისცეს (თითქოს არ იცოდა):
- გაეცანი და იქნებ იმედზეც გაკეთდესო.
შეხვედრაზეც კი უარი თქვა.
სხვა საზრუნავი ჰქონდა ჟურნალისტს..
მანამდე ჩემს სურათებს თავდაყირა აჩვენებდა.
- ახლა სად არის ეს პრეტენდენტიო!
მერე შენენთოშოუს ერთგული მკითხველი გახდა.
შპარგალკად იყენებდა, სხვებივით.
ჯერ ბადრის გაუკეთა "ორპალატიანი" პროექტი.
მერე მიშას "სამპარლამენტოვნების" იდეა შესთავაზა.
გავაფრთხილე აქ, არა მხოლოდ ის, და გაჩუმდა.
°
იყო smile.gif
ის პიროვნება, ვინც ჩემ გამო თარგამაძეს მიმართა, ბადრის ახლობელი იყო.
მაგრამ თავიდანვე ბადრისთან ხომ არ მივიდოდა თოქშოუს წინადადებით.
თარგამაძის მხრივ უარის შემდეგ კი ეს დროც დადგდა.
თუმცა, თავად ბადრი არ იყო მზად ამ შეხვედრისთვის.
ამიტომ 'შუამავალს' ჩემი პირობები გავაცანი:
- ქვეყნის პრეზიდენტობის ამბიციაზე უარის თქმა (მაშინ ჯერ კიდევ არ იყო გახმაურებული მისი ეს სურვილი).
- მთა-გორებზე შეძენილი ქონების უკან დაბრუნება, ცხადია, შესაბამისი კომპენსაციებით (მსგავსი რამ საქართველოში არავის ამშვენებს-თქო).
- იმედის პოლიტიკის (მხოლოდ!) ჩემთვის გადმოცემა (თანამშრომლებსაც კი არ შევეხები-თქო).
- სამპარლამენტოვნების იდეის გაზიარება და ეკონომიკის პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა.
სამწუხაროდ, მოვლენები სხვა მიმართულებით განვითარდა.
თარგამაძე-გრიგოლიას ტანდემმა ღია აგრესიით შეუტია ხელისუფლებას.
ცხადია, ეს ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, მაგრამ მიუღებელი იყო.
ამიტომ 'შუამავალს' პირდაპირ ვუთხარი:
- ეს უკვე ომია და მე მასში, როგორც მხარე, მონაწილეობას ვერ მივიღებ. შესააბმისად, ვაუქმებ ურთერთთანამშრომლობის წინადადებას.
დამეთანხმა (თავადაც უკმაყოფილო იყო) და ჩემი წინადადება გავაუქმეთ.
მას შემდეგ იგი აღარ მინახავს და არ ვიცი, საერთოდ ჰქონდა თუ არა ბადრისთან ამ თემაზე საუბარი.
მალე ბადრიმ სრულიად ოპოზიციური ბომონდი ჯიბეში ჩაისვა.
მე კი შენენთოშოუში ქვეგანყოფილება გავხსენი: "როგორ ვიყიდოთ საქართველო".
იგი მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გავაუქმე, ხოლო ბილინგვა-თემები (რუსულ-ქართული) რუსულ განყოფილებაში გადავიტანე.
ეს თემები დღესაც აქტუალურია.
°
არ გამხდარა smile.gif
კავკასიას იმედზე ადრე მივმართე.
ზუსტად იგივე თოქშოუს წინადადებით.
და შევხვდით კიდეც.
აქუ-ბატონმა, საქართველოს ბოლოს მაინც კოლხეთი გადაარჩენსო.
ანუ შენენთოო.
მაგრამ კავკასიაზე არაო.
°
არა, არანაირი კონფიდენციალური დაცულობა.
ამ საკითხს ნებისმიერი შეხვედრის დასაწყისში ვწყვეტ.
შეხვედრა ჩემი თხოვნით მოაწყო ჩემმა სამართალწარმომადგენელმა, სვანიძემ, მისსავე ოფისში.
კავკასიიდან იყვნენ ჯანგირაშვილი, როგორც მენეჯერი და აქუბარდია.
ჩემი მხრიდან სვანიძე (მენეჯერის სტატუსით) და მე.
შეხვედრის დაწყებამდე 20 წუთით ადრე მათ საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ ჩემი 2004 წლის საპრეზიდენტო სიტყვის ვებ-ამონაბეჭდს.
შემდეგ მეც შევუერთდი.
თავიდან საუბრობდნენ სვანიძე და ჯანგირაშვილი, შემდეგ მე და ჯანგირაშვილი.
გავარკვიეთ პოლიტიკური თოქშოუს სახელი: "შენენთოშოუ" და რაობა: "სამპარლამენტოვანი სახელმწიფო".
ჯანგირაშვილი: არა, კავკასიაზე ასეთი იდეის პიარს არ დავუშვებ.
შენენთო: რატომ? ლიბერალ-დემოკრატიის პიარს ხომ უშვებთ?
ჯანგირაშვილი: მართალია... კარგი, ვთქვათ დავუშვით... საამისო თანხა არ გვაქვს. ხელფასებს ვერ ვიხდით. ახალ თოქშოუს ვერ გავწვდებით.
შენენთო: მსგავსი რეპუტაციის და რეიტინგის სხვა პოლიტიკური თოქშოუ არ იქნება.
ჯანგირაშვილი: არ გვაქვს თანხა.
სვანიძე: ჩანაწერი რომ მოგიტანოთ?
ჯანგირაშვილი: არა... რა ვიცი იქ რა იქნება?
სვანიძე: მაგ მხრივ ეს პიროვნება აბსოლუტურად სანდოა, მაგრამ შეგიძლიათ წინასწარი რედაქცია გაუკეთოთ.
შენენთო: თავიდან თანახმა ვარ ჩანაწერზეც და ცენზურაზეც. როდესაც თქვენს ნდობას მოვიპოვებ, ლაივის საკითხი შემდეგ გადავწყვიტოთ.
ჯანგირაშვილი: ჩამირიცხეთ ორი მილიონი დოლარი და გააკეთეთ ლაივი.
შენენთო: ამჟამად თანხა არც მე მაქვს. თუმცა, მისაღები მაქვს, ველოდები. მაგრამ რომც მქონდეს, ორ მილიონ დოლარს მაინც არ გადავიხდი.
სვანიძე: შეხვედრისთვის გმადლობთ.
PS
შეხვედრის მსვლელობისას ზოგჯერ აქუბარდიაც ერთვებოდა.
იხსენებდა ჩემს სატელევიზიო გამოსვლებს ფეხბურთის ფედერაციისა თუ საქართველოს პრეზიდენტობის პრეტენდენტის სტატუსით.
სვანიძის გაკვირვებული სახე მახსოვს.
შეხვედრის დაწყებამდე აქუ-ბატონს უთქვამს, რომ ჩემი პიროვნება არ სმენია.
პოლიტბომონდი შვიდი წელია ზუსტად ამას უმტკიცებს სვანიძეს.
ჰოოო..ერთმა უცნობმა სამართალმცოდნემ სვანიძის თანდასწრებით მითხრა: სრულიად მარტო ხარ!
°
როგორ არ იცნობ smile.gif
როცა დავრწმუნდი, რომ ორივე მხარე რღაც საშინელებას ამზადებდა, დავურეკე აქუბარდიას და შეხვედრა ვთხოვე.
ბანკზე და თანხებზე იწუწუნა.
მეორე დღეს შევხვდით.
მზიანი ოქტომბერი იყო და კავკასიის ეზოში ვისაუბრეთ.
შევეცადე სიტუაციისთვის ჩემი თვალით შეეხედა.
სტუდია სპექტრის ერთსაათიანი ეთერი ვთხოვე.
იუარა, არაა ახლა შენი იდეების დროო.
ამას შენ წყვეტ-თქო, ვკითხე.
ბოლო-ბოლო, დამთანხმდა.
მე თვითონ დაგირეკავო.
კარგა ხანს ველოდი ამაოდ.
მას შემდეგ წლები გავიდა...
სამაგიეროდ, ჩემი საპრეზიდენტო სიტყვა კარგად შეისწავლა და ოპოზიციის იდეოლოგიც გახდა.
°
ჰო-ო?!
ახლა ელისაშვილთან დაკავშირებული ისტორიის განწყობაზე არ ვარ, თორემ ჩვენს მიმოწერას მოვიტანდი.
არა უშავს, ჯერ ახალგაზრდაა, გაიზრდება.
თუ მაინცდამაინც, შეგიძლია გოჩა სვანიძეს დაუკავშირდე.
გარწმუნებ, გოჩა კარგი მთხრობელია და მაგარი ინტერვიუ გამოვა.
თუმცა, ღირს რო?
ჟურნალისტებს-ღა აკლიათ ახლა სვადებნი გენერლები smile.gif
°
- ჰო, მართლა, საკანში რატომ არ მიხვედი?
- მე სხვა კრიოსტნი მყავს. smile.gif ისე ცნობისთვის, ორი დღის უკან ვიყავი მაესტროში. მშვენიერ ქლბატონებს პირადობა ვუჩვენე და ღლონტისთვის ჩემი ტელეფონის ნომერი დავტოვე: თუ ეს სახელი რამეს გეუბნება და ინტერესი გქონდეს, ვითანამშროლოთ-თქო. ჯერ არ შემხმიანებია..
°
აქ რაღაც გაუგებრობაა.. იმ მიმართვაში საუბარია საქართველოს დატოვებასა და სხვა კულტურების წარმომადგენლებთან თანამშრომლობაზე.
ახლა გპასუხობ შენს შეკითხვაზე. საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში არის რამდენიმე პიროვნება, რომლებთანაც თანამშრომლობას არ გამოვრიცხავ; სახელდობრ მათთან, ვისაც ეყოფა სიმამაცე საჯაროდ და პირადი პასუხისმგებლობით მიმართოს ქართველ ხალხს ამ სამი წინადადებით:
- რომ მან თავისი ადგილი ჰპოვა სამპარლამენტოვნების იდეაში.
- რომ იგი წუხილს გამოხატავს ხალხის წინაშე მის მიერ დაშვებული შეცდომებისთვის.
- რომ ეს არის მისი ბოლო არჩევანი და ყველა სხვა შემთხვევაში დატოვებს პოლიტიკურ არენას.
• • • http://www.shenentho.com/index.php?showtopic=869ОБРАЩЕНИЕ К ДРУЗЬЯМ
В ы п и с к а :
°
Друзья
В отношении этого вопроса я уже определился:
1. В сегодняшней Грузии, на публичной арене Духовной, Правовой и Хозяйственной жизни, не нашлось ни одной живой Души, с которым меня хоть определённым резонансом связывал бы ясность Мышления, созвучия Чувств или самоотдача Воли от Культуры ГостеПриимства — к великому сожалению, Грузия полностю завоевана!
2. Только из трёх Стран могу принять предложения для дальнейшего деяния: США, Россия, Украина, но с определёнными условиями:
– со своим политическим статусом "Претендент в Президенты Грузии" буду сотрудничать только с первыми лицами США и России в прозрачно-одновременном формате;
– а вне моего политического статуса только с Украиной, без всяких предварительных условий.
Эти решения пересмотрению не подлежать, что особенно касается лицам, которые стараются извращать мою "Президентскую Речь" от 2004 года — Основы ТрёхПарламентского Государства (опубликована на моих сайтах).
3. Вопрос Политического Убежища остаётся открытим.
4. Принимаю дружественное приглашение Михаила / Сергея Ещенко, из Украины.
С этим тема закрывается.
С Благодарностью,
ШенЕнто
Тбилиси, 22 июля 2009
PS
Aug 2 2009, 02:58 PM
По определенной причине, отказываюсь и от этого дружественного приглашения.
Буду ожидать развитие дальнейших событий. smile.gif