მასონური სახელმწიფო გადატრიალებები საქართველოში
(ანუ საქართველოს საშინაო საქმეში დანაშაულებრივი ჩარევა) 2011 წლის 21 დეკემბერი

ეროვნული მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლის (1990 წელის 28 ოქტომბერი) ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, შემდეგ იწყება მასონების მიზანმიმართული, ძირგამომთხრელი მუშაობა საქართველოს წინააღმდეგ. საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ ომს ხელმძღვანელობდა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, მასონური დაჯგუფებიდან "თავის ქალის და ძვლების საძმო" ჯორჯ ბუში (უფროსი).
მასონებმა ამერიკიდან საცნობარო ომით დაიწყეს, რითაც მოამზადეს ნიადაგი სახელმწიფო გადატრიალებისათვის, შემდგომ ფულით მოამარაგეს ყველა ის მოღალატე დანაშაულებრივი ჯგუფები, რომლებიც საჭურვილით ხელში იბრძოდა ქართველი ერის სახელმწიფოს განადგურებაში. მასონებმა შეიმუშავეს გეგმა, რომლითაც დაამხეს საქართველოს ეროვნული ხელისუფლება.
რუსეთი ამ მოვლენებში გვევლინებოდა მასონების ნების ამღსრულებლად (საბრძოლო მასალები, მზვერავები და ცალკეული საბრძოლო მოქმედებების ხელმძღვანელობა). საქართველოს სახელმწიფო გადატრიალებას ხელმძღვანელობდნენ, ფულით და საერთაშორისო მხარდაჭერას უზრუნველყოფდნენ მასონები. მასონების შეკვეთით მოხდა საქართველოს პირველი კანონიერი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დევნა და მკვლელობა (გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს მკვლელობის თავისებურებას).
დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების მსოფლიო მმართველებთან (მასონებთან) დაუმორჩილებლობით გამოიხატება. მსოფლიო მმართველებმა, ამერიკის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის (უფროსი) პირით რუსეთის საბჭოთა იმპერიაში შემავალ ქვეყნებს მოსთხოვეს განახლებულ რუსეთის იმპერიაში ("დსთ") შესვლა, აქ მსოფლიო ბატონთა გადაწყვეტილებით, გამონაკლისი მხოლოდ ბალტიისპირეთის 3 ქვეყანა, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი იყო.
ზვიად გამსახურდიას ეროვნულმა ხელისუფლებამ
- 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებით,
- 1991 წლის 8 დეკემბერი - რუსეთის საბჭოთა იმპერიის ყოფილმა ქვეყნებმა (რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია) ხელი მოაწერეს იმპერია სსრკ-ს დაშლას (ბელოვეჟის შეთანხმება). რუსეთის განახლებული იმპერიის, "დსთ"- ში შესვლაზე საქართველომ უარი განაცხადა.
- 1991 წლის 21 დეკემბერი - ალმა-ათის განცხადება. ალმა-ათაში ახალი სახელით გამოცხადდა რუსეთის იმპერია "დსთ": "სსრ კავშირის" მემკვიდრე გახდა ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა ("დსთ), რომლის შემადგენლობაში არ შევიდა საქართველო.
რაც მსოფლიო ბატონთა ნების წინააღმდეგ წასვლა იყო.
საქართველოს ურჩობაზე, მსოფლიო მმართველთა მუქარანარევმა განცხადებამაც არ დააყოვნა, ზვიადის მიერ რუსეთში ხელოვნურად დადგმულ სახელმწიფო გადატრიალების მხილებას, შემდგომ მოჰყვა ამერიკის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის 1991 წლის 21 აგვისტოს განცხადება. კერძოდ, საქართველოს თავისუფლებისაკენ სწრაფვას დინების საწინააღმდეგოდ ცურვა უწოდა-
"ზვიად გამსახურდია დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს"
ზვიადი - ეროვნული გმირიზვიადმა უპასუხა:
"დინების მიმართულებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან!"1991 წლის ნოემბერი - რუსეთის პრეზიდენტის - ბ. ელცინის, მასონი, ამერკის დანიშნული და მართვადი, ადმინისტრაციაში სპეციალური საიდუმლო ჯგუფის შექმნა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების ზედამხედველობის მიზნით (ხელმძღვანელი: სახელმწიფო მდივანი გ. ბურბულისი (მასონი); წყარო - გ. ბურბულისის 1996 წლის საჯარო აღიარება).
1991 წლის ოქტომბერი-ნოემბერი - გარედან მართვით სახელმწიფო გადატრიალების მორიგი მცდელობები საქართველოში.
1991 წლის 21 დეკემბერი - 1992 წლის 6 იანვარი - მასონური იმპერიის მიერ მოწყობილი დამნაშავეთა ჯგუფებისა და სამხედრო გადატრიალების პირველი საფეხური - რუსეთის სამხედრო ნაწილების (ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის, ძერჟინსკის დივიზიის 345-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკის, როსტოვის საგანგებო დანიშნულების რაზმთა), მოღალატე ქართველებისა და დამნაშავეების მიერ საქართველოს სახელმწიფო შენობებისა და ტელევიზიის დაკავება. საქართველოდან ეროვნული ხელისუფლების, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, დამხობა. რუსეთ-საქართველოს ომის ახალი საფეხურის დასაწყისი.
1991-92 წლეების სახელმწიფო გადატრიალების შემდგომ მასონებმა ედვარად შევარდნაძე (თავადაც მასონი) ხელისუფლებაში მოიყვანეს და ყოველგვარი დახმარება აღმოუჩინეს ხელისუფლების შენარჩუნებაში.
1992 წლის 11 სექტემბრის ე.წ. "იმედის არჩევნებიდან" მოყოლებული ყველა არჩევნები გაყალბდა, დახვრიტეს არაერთი მშვიდობიანი მსვლელობა, ძარცვა, ნარკომანია, მექრთამეობა არნახულ სიდიდემდე ავიდა, მიუხედავად ამისა მასონები და ამერიკის მთავრობა განაგრძობდნენ შევარდნაძის დანაშაულებრივი, "უკანონო" ხელისუფლების ფულად და საცნობარო მხარდაჭერას. ვიდრე შევარდნაძის ჯგუფმა ("კლანმა") არ ამოწურა თავისი შესაძლებლობები, საქართველოს ნგრევის საქმეში.

ჯორჯ სოროსმა ჯერ კიდევ 2003 წლის თებერვალში დაიწყო სახელმწიფო გადატრიალების საფუძვლის ჩაყრა. თებერვალში სოროსმა თავისი "ღია საზოგადოების" მეშვეობით 1 000 ახალგაზრდა "კმარელი", გიგა ბოკერიას მეთაურობით, გაგზავნა სერბიაშია ქ. ბელგრადში მსგავს "ოტპორ"- ს (წინააღმდეგობა) ჯგუფთან შესახვედრად და გამოცდილების გასაზიარებლად. მათ სერბიაში ჩაუტარეს სწავლება თუ როგორ უნდა მოეწყოთ ქუჩის მსვლელობები, არეულობა და მსგავსი ღონისძიებები.
სოროსმა ფულით უზრუნველყო მეამბოხეების ტელევიზია "რუსთავი 2" და ასევე მსვლელობები, სოროსი ფულით ამარაგებდა სააკაშვილის და მის "ნაციონალურ მოძრაობას" (ქართულად - მოქალაქეთა მოძრაობა).
გიგა ბოკერიას "თავისუფლების ინსტიტუტი" ფულს ღებულობდა, როგორც სოროსის "ღია საზოგადოებიდან" ასევე ამერიკის ხელისუფლების დაქვემდებარებული "ევრაზიის ინსტიტუტიდან".
"კმარამ" 2003 წლის აპრილში მიიღო, საწყის საფეხურზე ფულადი დახმარება ("გრანტი") 500 000 დოლარის ოდენობით, რომმელიც მოხმარდა გადატრიალებას.
სოროსმა მისცა საწყისი ფული 1995 წელს, "რუსთავი 2" (ზურა ჟვანია - ეროსი კიწმარიშვილი), ასევე ფულით უზრუნველყო გაზეთი "24 საათი", რომლებმაც ქმედითი წვლილი შეიტანეს გადატრიალებაში. ასევე შეუკვეთა ნახატი ფილმი შევარდნაძეზე "რუსთავი 2"-ს და მისივე მეშვეობით გადაიცა.
გადატრიალების მომზადებისას მნიშვნელოვანი მუშაობა გასწია ამერიკის ელჩმა საქართველოში რ. მაილსმადა მთლიანად ამერიკის საელჩომ, თავისი საჯაშუშო და სადაზვერვო საქმიანობით.
სააკაშვილის (იუსტიციის მინისტრი) ურთიერთობა სოროსთან ჯერ კიდევ 2000 წლიდან დაიწყო, როდესაც სოროსი რამოდენიმეჯერ ჩამოფრინდა თბილისში შევარდნაძის მოწვევით, რათა დაეარსებინა საქართველოს "ღია საზოგადოება" და "სამოქალაქო საზოგადოება", სოროს შევარდნაძის მასონური ურთიერთობები ჯერ კიდევ 1980 წლიდან იღებს სათავეს, შევარდნაძის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრობიდან.
2001 წელს სოროსის დარიგების მიხედვით სააკაშვილი გადადგა და ღიად დაუპირისპირდა შევარდნაძეს.
მასონების მიერ მართვადი არასამთავრობო ჯგუფები და ე.წ. საერთაშორისო დამკვირვებლები ყველანაირად ხელს უწყობდნენ გადატრიალებას.
მასონებმა და ამერიკის ხელისუფლებამ (რ. მაილსის სახით) შევარდნაძეს ხელშუხებლობის პირობა მისცეს (რითიც დღევანდლამდე სარგებლობს) და აიძულეს გადამდგარიყო.
2003 წელს ოქტომბერში მასონი სოროსის და ამერიკის საიდულო სამსახურების მომზადებულმა სააკაშვილ-ჟვანია-ბოკერია-ბურჯანაძეებმა სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს.
სოროსმა პირადად მიულოცა მიშა სააკაშვილის გადატრიალება და დააჯილდოვა იგი "ღია საზოგადოების" ჯილდოთი.
ჯორჯ სოროსმა განაცხადა:
"თავის დროზე, ჩვენ იგივე გავაკეთეთ სლოვაკიაში ვლადიმერ მესიარის წინააღმდეგ, ხორვატიაში ფრანჯო ტუჯმანის წინააღმდეგ და იუგოსლავიაში სლობოდან მილოშევიჩის წინააღმდეგ". საქართველოს 2003 წლის ნოემბრის სახელმწიფო გადატრიალების შემდგომ ჯორჯ სოროსი დაუფარავად ხელფასებს (ანუ ქრთამს) უხდიდა გადატრიალების შემდგომ ხელისუფლებაში მოსულ ნაც-ხელისუფლებას. სააკაშვილის ნაც-ხელიუფლებას სოროსის მოსამსახურეებს უწოდებენ, რომელიც ამერიკის და მასონ სოროსის დავალებებს ასრულებს, მეთვალყურეობას ანხორციელებს ამერიკის ელჩები ჯონ ტეფტი, ჯონ ბასი.
მოგვიანებით გაირკვა, რომ სოროსთან ერთად სააკაშვილის ნაც-ხელისუფლებისათვის ხელფასების გადახდასა და სხვა სახის ფულად დახმარებებში ლომის წილი მილიარდერ ბიძინა ივანიშვილსაც მიუძღვის.
***
იხილეთ გახმაურებული ფრანგების გადაღებული ხედვითი ჩანწერი ე.წ. სააკაშვილის "ვარდების სახელმწიფო გადატრიალებაზე"ფერადი რევოლუციები (გადატრიალებები)საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვიდან 20 წელი გავიდა,
1991 წლის 21 დეკემბერი დამუკიდებლობის დაკარგვის დღე2011 წლის 21 დეკემბერი