forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (8) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> "პირველი რუსის" ამბავი ლაშა ბუღაძე, "ცხელი შოკოლადის" იანვრის ნომრიდან
Baltimore
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 936
წევრი No.: 73233
რეგისტრ.: 2-November 08

გამოგზავნილია: 28 Jan 2010, 14:34  #17672573      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
http://www.shokoladi.ge/node/3064

"პირველი რუსის" ამბავი
ლაშა ბუღაძე


აგერ უკვე თითქმის ცხრა წელი გავიდა "პირველი რუსის" დაწერიდან და ზოგიერთებს დღემდე ვერ გაურკვევიათ, რა უფლებით შევძვერი წმინდა მეფის საძინებელში (მოთხრობაზე "გაბრაზებულთა" ციტირებას ვახდენ) და რატომ არ ავუკრძალე ჩემ თავს, საერთოდ, ამ თემაზე წერა. "გაბრაზებულებში", რაც ყველაზე სამწუხარო იყო, ახალგაზრდებიც შედიოდნდენ და დღესაც, როცა სტუდენტებთან, სკოლის მოსწავლეებთან, ლიტერატურით ან - თუკი უფრო ზუსტები ვიქნებით - ტელევიზორის მეშვეობით გაცნობილი ადამიანის ნახვით დაინტერესებულ მკითხველ-მაყურებლებს ვხვდები, დარბაზში აუცილებლად აღმოჩნდება ხოლმე ამ მოთხრობაზე გაბრაზებული ერთი-ორი მკაცრი ახალგაზრდა.

სიმართლე რომ ვთქვათ, ადრე, თუნდაც სამი-ოთხი წლის წინ, ასეთი "ავები" შთამბეჭდავ უმრავლესობაში იყვნენ, უმცირესობაში კი, როგორც წესი, ჩემდამი თანაგრძნობით გამსჭვალული თითო-ოროლა მკითხველი იყო (სწორედ მკითხველი - ამას ხაზს ვუსვამ!), რომლებიც ამაოდ ცდილობდნენ "გაბრაზებულთაგან" ჩემი და ჩემივე ტექსტის დაცვას. სულ ახლახან კი კვლავაც მოვხვდი ერთ-ერთ ასეთ დისკუსიაზე და, არ დავმალავ, სასიამოვნო ცვლილების მომსწრე გავხდი: გაბრაზებულები უმცირესობაში აღმოჩნდნენ, თანაგრძნობით აღსავსენი კი უმრავლესობაში. თუმცა, შესაძლოა, ეს დისკუსია სულაც არ ასახავდა ობიექტურ სურათს და, უბრალოდ, კეთილგანწყობილთა პატარა პლანეტაზე მოვხვდი...

ამ მოთხრობის შესახებ რამდენიმენაირი შეფასება მომისმენია: გაბრაზებულების, რომლებიც უშუალოდ მე მლანძღავენ და არა ტექსტს (ვინაიდან მოთხრობა, ანუ "პირველი რუსი", როგორც წესი, წაკითხული არა აქვთ და მის შესახებ სხვების დამახინჯებული მონათხრობით მსჯელობენ), - იმედგაცრუებულების: ანუ მათი, ვინც ამაოდ ელოდა ველურ პორნოგრაფიას, რომლის მონაწილეც მათი აზრით (და ჩემი ვარაუდით) თამარ-მეფე უნდა ყოფილიყო და სინამდვილეში კი ბანალური სატირა დაუხვდათ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, და ბოლოს - პროფესიონალების, რომელთაც ტექსტი ლიტერატურული თვალსაზრისით არ მოეწონათ (თუმცა მწერლებში ისეთებიც იყვნენ - და ეს ყველაზე მეტად მაკვირვებდა - რომლებიც ამბობდნენ, რომ მოთხრობა ეთიკურ-მორალური თვალსაზრისით არ უნდა დამეწერა), მაგრამ, მიუხედავად ამისა, საჯარო კრიტიკისგან თავს იკავებდნენ, რათა მათი ესთეტიკური სკეფსისი იდეოლოგიური კრიტიკის ნაწილად არ აღექვა ლიბერალურ უმცირესობას.

ასე რომ, პრაქტიკულად ეს მოთხრობა არავის მოსწონებია. უფრო სწორად, რაც პოპულარული გახდა, მას შემდეგ აღარ მოეწონათ, თორემ სკანდალამდე რვა თვით ადრე, როცა "პირველი რუსი" ირაკლი კაკაბაძის ჟურნალში "დრო მშვიდობისა" გამოქვეყნდა, არაერთი კომპლიმენტი მიმეღო მის შესახებ.

ვინც ყველაზე ხმაურიანად მლანძღავდა, იმათ - ამაში არაერთხელ დავრწმუნებულვარ - საერთოდ არ ჰქონდათ (და არც აქვთ) ეს ტექსტი წაკითხული. ახლა შევეჩვიე, თორემ ადრე შოკში მაგდებდა ასეთების სიჯიუტე და თავდაჯერებულობა. ერთხელ - შუა სკანდალის დროს - რომელიღაც სატელევიზიო გადაცემაში ვიღებდი მონაწილეობას და კეკლუცურ-მაზოხისტური ჟინით შეპყრობილი, ანონიმ-მაყურებელთა სატელეფონო ლანძღვებს ვისმენდი, ხოდა ერთ-ერთს, რომელმაც ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა ფანტაზიორობის თვალსაზრისით (რაც ახსენა, ასეთი არაფერი მეწერა ჩემ მოთხრობაში), პატრიოტული ექსტაზით თქმული მონოლოგი ამ შეკითხვით შევაწყვეტინე: ეს მოთხრობა წაკითხული თუ გაქვთ-მეთქი? მან კი უპაუზოდ, დაფიქრების გარეშე მიპასუხა: არა, მაგ სიბინძურეს როგორ წავიკითხავდიო. ასეთებს დღემდე ვაწყდები. ჯერ იქადაგებენ (მოქადაგე სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები არიან ამ მხრივ საინტერესონი), მერე კი ჭეშმარიტად საბჭოური პათოსით დაგაყრიან მორალისტურ შეკითხვებს: რა უფლებით? როგორ გაბედეთ? რატომ თავი არ შეიკავეთ? და ა.შ. ამ თემაზე, გულწრფელად რომ ვთქვა, მეც ბევრი მიქადაგია: გავბრაზებულვარ მათზე, ვისაც ზედაპირული დამოკიდებულება აქვს საკუთარი ქვეყნის ისტორიის მიმართ და წარსულს (ისევე როგორც აწმყოსა და მომავალს) სადღეგრძელოებიდან, კვარცხლბეკებიდან მომზირალი მკვდარი გმირების გამჭოლ ჭვრეტს; მიქადაგია ახალი საქართველოს "მორწმუნე" იდეოლოგ-ცენზორებზე და დაუღალავად მილაპარაკია ჩემი მოთხრობის პერსონაჟების, თამარისა და იურის ალეგორიულ სახეებზე ("თამარი მუდამ მოლოდინში მყოფი, შეურაცხყოფილი და მოტყუებული საქართველოა, იური ბოგოლუბსკი კი - რუსეთი".), და, ჩემდა სამარცხვინოდ, იმასაც მივმხვდარვარ, რომ ამ ქადაგებასა და საკუთარი სიმართლის მტკიცებაში, უკვე თავად ვქცეულიყავი სადღეგრძელოდ და რომ ბოდიშებს, სინამდვილეში, არც მეტი, არც ნაკლები, კლასიკური პატრიოტული მოთხრობის გამო ვიხდიდი. დღეს ყველაზე მეტად სწორედ ეს არ მომწონს ამ ტექსტში - მისი ბანალური პატრიოტული სწორხაზოვნება (რუსი - ცუდია, ქართველი - კარგი) და თუკი რაიმეს შევცვლიდი, ან, უფრო სწორად, შევარბილებდი ამ მოთხრობაში არა საძინებელში მომხდარ ეპიზოდს, არამედ სწორედ ხსენებულ მყვირალა პატრიოტულ პათოსს. თუმცა, ცხადია, რეალურად არც არაფერს შევცვლი და "პირველი რუსი" კვლავაც ისეთად და იმად დარჩება, როგორც თავის დროზე დაიწერა და რასაც სინამდვილეში წარმოადგენს: ეს ტექსტი ჩემი ერთადერთი პატრიოტული მოთხრობაა და, ეჭვი მაქვს, თუმცა რა ეჭვი, დარწმუნებული ვარ, რომ ოდესმე მასაც შეიტანენ სასკოლო სახელმძღვანელოებში...

ამიტომაც იყო, თავისებურად რომ ბრაზდებოდნენ მეცამეტე საუკუნის ლიტ-პორნოს წაკითხვის მოლოდინში მყოფი მოქალაქეები, რა სახმაურო ეს მოთხრობაა, არაფერი არ იყოო. ეს ადამიანები, რომელთაც პირობითად იმედგაცრუებულები ვუწოდე, როგორც ჩანს, ამაოდ ელოდნენ თამარისა და იურის პერვერტული სექსის ჩემეულ აღწერას... რვაასი წლის წინანდელ მათრახებსა და ტყავის ტრიკოებს... ხელთ კი ლიტერატურულ-პოლიტიკური (და, რაც მთავარია, პატრიოტული) სატირა შერჩათ. შესაბამისად, ამიტომაც გაუკვირდათ ზოგიერთებს - აბა, ბოდიში რის გამო მოიხადაო?

საქმეც ესაა: ბოდიშები არ ყოფილა. იყო: ცენზურა, შიში და პროპაგანდა.

თუმცა სჯობს თანმიმდევრულად მოვყვე ყველაფერს.



1. პირველი უკმაყოფილო

პირველი ხმაური მოთხრობის გამოქვეყნებიდან რვა (!) თვის თავზე ატყდა. "პირველი რუსი" 2001 წლის მაისში გამოქვეყნდა ჟურნალში "დრო მშვიდობისა", რომლის რედაქტორიც ირაკლი კაკაბაძე გახლდათ. ჟურნალი საქართველოში არსებული კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ეგიდით გამოდიოდა და მას ნიდერლანდური ფონდი "ქორდეიდი" აფინანსებდა (მოგვიანებით ამიტომაც ამბობდნენ, რომ მე სწორედ ჰოლანდიელებმა დამიკვეთეს თამარ მეფეზე ამის დაწერა). იდეაში, "დრო მშვიდობისა" სამეცნიერო, პოლიტიკური ჟურნალი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ირაკლი კაკაბაძემ ის ლიტერატურულ-სახელოვნებო გამოცემად აქცია. მართალია, სტატიებიც ბლომად იყო, მაგრამ ძირითად ადგილს მაინც ლექსები, მოთხრობები, ფოტოები და თავად ირაკლი კაკაბაძის ამაღელვებელ-ლირიკული "სიყვარულის დოქტრინები" იკავებდა. პირველად სწორედ "დრო მშვიდობისას" რედაქციაში გაარჩიეს "პირველი რუსი", მე და ირაკლი შეგვაქეს და - თუ არ ვცდები - 100 ლარიც მომცეს (სისხლიანი ჰოლანდიური ფული).

როგორც ლელაკო ცისკარიშვილმა მომიყვა მოგვიანებით (ის მაშინ რედაქტორის თანაშემწედ მუშაობდა ამ ჟურნალში), პირველი უკმაყოფილება ჩემი წამოსვლისთანავე გამოთქმულა ცენტრის ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ, - ქართველი კონფლიქტოლოგები ჩაის და ნამცხვრეულს მიირთმევდნენ და ამ უკმაყოფილო ქალბატონსაც სწორედ მაშინ უთქვამს: ისე ეგეთი რამე მაინც როგორ დაწერაო. ეს იყო და ეს, ამის შემდეგ ჩემი მოთხრობა მთელი რვა თვის განმავლობაში არ გახსენებიათ.

"დრო მშვიდობისა", მაქსიმუმ, ორმოცდაათ კაცს ჩავარდნოდა ხელში (კარგი, მაგრამ სრულიად არაპოპულარული ჟურნალი გახლდათ) და, ალბათ, ამდენივე (ან, შეიძლება, ამაზე ცოტა) მკითხველი ჰყავდა ჩემს ტექსტსაც.

რვა თვის შემდეგ - წაკითხვაზე რა მოგახსენოთ - მაგრამ ეს "პირველი რუსი" მთელი საქართველოს განხილვის საგანი გახდა.

2. პირველი გაბრაზებული

მაისი (მოთხრობის გამოქვეყნების თვე) მშვიდობიანად გაილია, ზაფხულმა კი საერთოდ ჩაკლა მკითხველური ჟინი და "დრო მშვიდობისას" 2001 წლის პირველი ნომერიც სრულ დავიწყებას მიეცა. ივნისში ერთადერთი მკითხველიღა ჰყავდა ამ ტექსტს და ისიც მე ვიყავი: "პირველი რუსი" მამაჩემს წავუკითხე რიხიანად (მაშინ ასე ვკითხულობდი) და ხელებიც ენერგიულად ვიქნიე. მამაჩემი, მახსოვს, რომელიღაც მორიგი კედლის მოხატვით იყო დაკავებული (ცხენზე ამხედრებულ მეფეებს ხატავდა), მე კი ქალი-მეფის უიღბლო საქორწინო ღამის ამბებს დავყვიროდი თავზე...

ივლის-აგვისტოში ეს ტექსტი მეც კი არ გადამიკითხავს, 11 სექტემბერს ნიუ-იორკს ფუნდამენტალისტი-მუსლიმანები დაესხნენ თავს და მსოფლიოშიც ჯვაროსნულ ომებზე დაწერილი რომანები გახდა პოპულარული... ზოოფილებზე დაწერილი ტექსტები სრულიად არააქტუალური გახდა.

ასე განვლო შემოდგომამაც და ახალი წელიც დადგა.

2002 წლის 10 იანვარს, ერთ-ერთ გამომცემლობაში სტუმრობისას, მამუკა ხანთაძემ მეფისტოფელური სიცილით მომაწოდა გაზეთი "რეზონანსი", რომელშიც დიდი ენთუზიაზმით "მწყევლიდა" ტრადიციულ ორთაბრძოლათა ცენტრ-სასწავლებელ "ხრიდოლის" შეფი (სამწუხაროდ, მისი გვარ-სახელი არ მახსოვს).

ამ წერილში უკვე ყველაფერი იყო, რასაც შემდეგ ყველანაირი ჯურის გაბრაზებული გაიმეორებდა: ა) რომ მე მაფინანსებდნენ, რათა ქართული სიწმინდეებისთვის დამეცინა. ბ) რომ მე ვარ რაღაც ჯგუფის ნაწილი, რომელსაც ქართველობის (!) მოსპობა სურს. გ) რომ მე უნდა დავისაჯო წმინდანის შეურაცხყოფისთვის. დ) რომ მე თავად ვარ ავადმყოფი. ე) რომ მე მეზიზღება ქართველი ქალი და, საერთოდ, ქალები (მახსოვს, ასეთი ფრაზაც იყო: "რა ქალებთან გაქვთ, თქვე საწ###ბო, საქმე?!". ეს გახლდათ პასუხი აბზაცზე "პირველი რუსიდან": "უკანალი ჩავარდნილი - ანუ ქართული. ოდნავ შესამჩნევი ღინღლი ნორჩ სახეზე - ესეც ქართული. ჯანმრთელი თმა და გადაბმული წარბები, როგორც ფრესკაზეა".) ვ) რომ ხელები უნდა დაუმტვრიო ამის დამწერს (ამას კიდევ ხშირად მოვისმენ!) და ბოლო: ზ) რომ ჩემნაირები ბოლოს ყველა ვარიანტში ჯოჯოხეთში ხვდებიან (!).

- ესენი ნაღდად გცემენ, - მითხრა მამუკა ხანთაძემ და მერე ამიხსნა კიდეც, ვინ იყვნენ ეს ხრიდოლელები (რაც მართალია მართალია, სახელი კი ერქვათ ტოლკიენის გმირებივით შესაფერისი).

ცხადია, ვინც იქ იყო, ყველა იცინოდა, მათ შორის მეც, მაგრამ, გულწრფელად რომ ვთქვა, პირველად სწორედ მაშინ შემეშინდა.

არ ვიცი, ექნებოდა თუ არა ამ წერილს რაიმენაირი გაგრძელება, პასუხი რომ არ დაეწერა ირაკლი კაკაბაძეს. ირაკლი პირველი იყო, ვინც საჯაროდ დამიცვა, ხრიდოლელს საგანმანათლებლო ლექცია წაუკითხა, საქართველოს სიყვარულზე ყვირილი ვერაფერი დიდი პატრიოტიზმიაო და, მართალია, დელიკატურად, მაგრამ თავისი დისიდენტური წარსული და აწმყოც შეახსენა (ანუ მე მართლა მიბრძოლია, თქვენსავით ბუტაფორიული ხმლები არ მიქნევიაო).

ირაკლის პასუხებმა დიდი მოწონება დაიმსახურა ჩვენს პაწია წრეში და მე ვიფიქრე, რომ ეს მცირე კონფლიქტი ამოწურულია. კმაყოფილიც კი ვიყავი, რომ ჩემს მივიწყებულ ტექსტს რაღაცნაირი გამოხმაურება მაინც მოჰყვა. თუნდაც მისი დაბეჭდვიდან რვა თვის თავზე.

3. პირველი ცენზორი

მაგრამ ჯერ, თურმე, ყველაფერი წინ იყო. ირაკლი კაკაბაძის პასუხს ხელადვე მოჰყვა ხრიდოლელის პასუხის პასუხი. იგივე ბრალდებებით, იგივე პათოსით და პედაგოგიურ-ძველბიჭურ-სარწმუნეობრივი შეგონებებით. თუმცა ერთი მცირე სხვაობა მაინც იყო, ირაკლი კაკაბაძეს "ირაკლი-ბატონოო", ასე მიმართავდა (როგორც ჩანს, ოპონენტის დისიდენტურ წარსულს მოეხდინა მასზე შთაბეჭდილება), მე კი კვლავ "უწმინდურად", "საცოდავად", "მოღალატედ" და "ვაი-მწერლად" მომიხსენიებდა. სხვათა შორის, ამჯერად ისეთი აგრესიულიც აღარ იყო, როგორც პირველ წერილში, აქ აშკარად ცდილობდა, რომ ირონიული ყოფილიყო. მართალია, წყევლა-კრულვა და მუქარები "პასუხის პასუხშიც" ბლომად ჰქონდა, მაგრამ ტონი მაინც საგრძნობლად შეეცვალა. თვალში გვეცა ტავტოლოგიაც: კვლავ "ვეცოდებოდი" - რა ქალებთან გაქვს, შე ვაი-მწერალო, საქმეო (ეტყობა, დავიწყებოდა, რომ ერთხელ უკვე შევბრალებოდი ამის გამო, ან იმდენად მოწონდა თავისი ხუმრობა, რომ გამეორება გადაეწყვიტა). ამის მერე - არ მახსოვს, ვინ - მაგრამ ვიღაცამ სერიოზულად შემოგვთავაზა, ხრიდოლელისთვის მისაწერი მორიგი პასუხის მაგივრად სუპერმოდელების ფოტოები დაგვებეჭდა გაზეთში, ფოტოების ქვეშ კი მსხვილი ასოებით მიგვეწერა: "აი, როგორ ქალებთან აქვს საქმე ლაშა ბუღაძეს".

მახსოვს, ჩემმა ერთ-ერთმა საგაზეთო გულშემატკივარმა ხრიდოლელს ძალიან სასაცილოდ გასცა პასუხი: წმინდანს მაინცდამაინც კლაუდია შიფერის ტანი უნდა ჰქონდეს, რომ გიყვარდეთო?

ცხადია, სრულიადაც არ ვთვლიდი საჭიროდ, რომ კიდევ ერთხელ გვეპასუხა ტრადიციულ ორთაბრძოლათა შეფისთვის, მაგრამ ირაკლი კაკაბაძემ მაინც დაუწერა "პასუხის პასუხის პასუხი"... დისიდენტურ-ინტელექტუალურ-ჭეშმარიტპატრიოტული სიმაღლიდან აშაყირ-ამუნათა და პატრიოტებად ტრანსფორმირებულ ძველ კაგებეშნიკებსაც გადაწვდა...

ხოდა, როცა გვეგონა, რომ ამით უკვე საბოლოო წერტილი დაესვა ამ პოლემიკას, ჩემზე გაბრაზებულებმა პარლამენტში აღიმაღლეს ხმა.

სახელმწიფო ტელევიზიის (იმხანად ასე ერქვა) მეორე არხი, როგორც დღეს, მაშინაც პირდაპირ ეთერში გადმოსცემდა პარლამენტის სხდომებს, ამიტომ ზოგიერთებს უკვე LIVE-ში ეხილათ დეპუტატ-ცენზორთა მგზნებარე გამოსვლები. მე კი ჩემი ლანძღვა შუადღის საინფორმაციო გადაცემაში მოვისმინე.

ვერ მიხვდი, უნდა გამხარებოდა თუ პირიქით, შემშინებოდა, ასეთ რეკლამირებას რომ უწევდნენ ჩემ ტექსტს, - აწ გარდაცვლილი პროფესორი გურამ შარაძე ცალ ხელში "დრო მშვიდობისას" აფრიალებდა, მეორეთი კი მიკროფონს ჩასჭიდებოდა და გაცხარებით მოუწოდებდა ერს რეაგირებისკენ...

მან თითქმის სიტყვასიტყვით გაიმეორა ხრიდოლელის დაწერილი. კერძოდ: რომ მე დაფინანსება მივიღე თამარის შეურაცხყოფისათვის, რომ უნდა აიკრძალოს ასეთი ტექსტების ბეჭდვა, რომ ეს არის ბრძოლა, რომელიც ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის განადგურებისკენაა მიმართული და რომ მთელმა ერმა და ბერმა უნდა ამოიღოს ახლა ხმა. მახსოვს, პარლამენტშივე იღაღადა მსახიობმა (მაშინ დეპუტატიც იყო) ზურაბ ქაფიანიძემ, თითქმის მაგინა, დედამისის საქორწინო ღამე აღწეროსო, თქვა და რატომღაც მრავლობით რიცხვში გამომლანძღა: უჯიშოები და უთესლოები ეგენიო.



მერე კიდევ სხვებმაც გაიმეორეს, რომ თამარი მათი დედა იყო და, მგონი, პარლამენტშივე გაისმა პირველად სიტყვა "განკვეთაც".

სასწაული ხდებოდა: 21-ე საუკუნის საქართველოს პარლამენტში ლიტერატურული ტექსტის აკრძალვას და ჩემი და ჩემნაირების დასჯას მოითხოვდნენ.

ამის შემდეგ რაღაც უცნაურ და ჩემთვის სრულიად უჩვეულო რეალობაში აღმოვჩნდი: მართალია, მე ვიყავი ამ სკანდალის მთავარი გმირი, მაგრამ ისეთი განცდა მქონდა, რომ რაც ხდებოდა, ხდებოდა ჩემს მიღმა, ჩემგან დამოუკიდებლად... გარს უამრავი ადამიანი მეხვია და ყველა რაღაცას მეუბნებოდა, ყველა რაღაცას მირჩევდა... ხან სად დამატარებდნენ, ხან სად... თავს წესიერ ზომბად ვგრძნობდი.

იმ დღეს, რა დღესაც პარლამენტში გამლანძღეს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში თავისუფალი სიტყვის (და ჩემი) მხარდამჭერი, საპროტესტო შეხვედრა-პრესკონფერენცია მოეწყო. ვინც კი მაშინდელ ლიბერალად იწოდებოდა, ყველა იქ დამხვდა. თუმცა ეს ამბავიც მოულოდნელად შევიტყვე: ვიღაცამ მითხრა, რომ ჩემს მხარდამჭერ შეხვედრაზე მიდიოდა და მეც წავედი.

თუმცა, მახსოვს, ვჭოჭმანობდი კიდეც, მივსულიყავი თუ არა, მაგრამ რაკი სახლში გაჩერება არ შემეძლო - საერთოდ, ერთ ადგილზე გაჩერება არ შემეძლო იმ დღეებში - ბუნებრივია, წავედი. იქ მყოფი ხალხისთვის (მაშინდელი და აწინდელი ლიბერალებისთვის) ჩემი თავგადასავალი მხოლოდ საბაბი იყო, რომ მათ დეპუტატ შარაძეზე, რელიგიურ და ეთნიკურ შოვინიზმზე, საპატრიარქოში ჩაბუდებულ კაგებეშნიკებზე და სიტყვის თავისუფლებაზე ესაუბრათ. თურმე, როგორ ნდომებია ხალხს ლაპარაკი...

მერე რაღაც საერთო ტექსტის დაწერაც ვცადეთ, რომელსაც ამაოდ ვთხზავდით მე და GIPA-ს რექტორი, გიორგი მარგველაშვილი. სხვათა შორის, ამ ქაოსში სწორედ გიორგი იყო, რომელმაც ნამდვილ (და არა ეთიკურ-მორალურ) შეცდომაში გამომიჭირა: თამარს რომ თმა ცვივა კიბოს გამო შენ მოთხრობაში, რა, ქიმიას უკეთებდნენო?

ეს იყო პირველი სწორი და არაიდეოლოგიური კრიტიკული მოსაზრება, რომელიც "პირველი რუსის" შესახებ გამოითქვა...

მართლაც, რა უნდოდა ქიმიოთერაპიას მეცამეტე საუკუნეში? თუმცა არაფერი შემიცვლია: ჩემს საწყალ, მომაკვდავ თამარს დღესაც ცვივა თმა "პირველი რუსის" მეოთხე თავში.

GIPA-ს ლიბერალებისგან განსხვავებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში ცენზორები დამხვდნენ.

ნეტავ რამ მიმიყვანა იმ თოქ-შოუზე? განა არ ჯობდა, სახლში დავრჩენილიყავი და აქედან მედევნებინა თვალი იმ აბსურდისთვის, რაც ჩემს თავს ხდებოდა? ნებისმიერი ჭკვიანი მწერალი განზე გადგებოდა და არავითარ შემთხვევაში არ აღმოჩნდებოდა "მოვლენათა შუაგულში". მაგრამ მე ხომ მახსოვს, რაც მჭირდა: ვიყავი ეგზალტირებული, მომხდარით აღტაცებულ-შოკირებული და, რაც მთავარია, 23 წლის.

ჟურნალისტ ეკა ხოფერიას საღამოს თოქ-შოუზე იმ დღის მთავარ გმირებს, ირაკლი კაკაბაძეს, გურამ შარაძეს, ზურაბ ქაფიანიძეს და მე უნდა გვეკამათა ერთმანეთთან. უფრო სწორად, ირაკლის უნდა ეკამათა ამ ორთან, მე ცალკე მეთმობოდა დრო.

მახსოვს, გადაცემაში შესვლამდე საგრიმიოროში ვიჯექი და მოულოდნელად ჩვენი ოპონენტი, გურამ შარაძე შემოვარდა. გაღიმებული მოგვესალმა და ჩემს "შემათეთრებელს", მხატვარ დათო მელიქიშვილს თავისი ჩვეული, გაბზარულ-მქუხარე ხმით მიმართა:

- რად უნდა ამისთანა ლამაზ ბიჭს დახატვა!

მერე იმწამსვე გაუჩინარდა.

"აფერისტი", - ჩაილაპარაკა დათომ.

კლასიკური ქართული ამბავი იყო: ეთერამდე მამა-შვილურად მომეპყრო, ეთერში კი აუცილებლად ჩამქოლავდა.

ჭკუა დამარიგა ოპერატორმა პაატამაც, ჟაკეტზე რის ვაივაგლახით მიმიმაგრა მიკროფონი და თან მზრუნველურად მირჩია:

- არ ინერვიულო, წყნარად ილაპარაკე, საშიში ხალხია ეგენი.

მიუხედავად ამისა, საშინლად ვიბლუყუნე, არც მახსოვს, რეებს მივედ-მოვედებოდი, - მხოლოდ ის მახსოვს, როგორ ვიმეორებდი ერთსა და იმავე წინადადებას: "ეს სიმბოლური სახეებია... თამარი და იური საქართველო და რუსეთია", - და როგორ მირეკავდნენ მლანძღველები (ერთ-ერთზე უკვე მოგიყევით, წაკითხული თუ გაქვთ-მეთქი, რომ ვკითხე და მაგ სიბინძურეს როგორ წავიკითხავდიო, კიდევ უფრო რომ გაბრაზდა).

სამაგიეროდ, ირაკლი კაკაბაძემ იბრძოლა ღირსეულად: გურამ შარაძეს ზვიადისტობის ექსკლუზივი წაართვა - ანუ პატრიოტულ-ეროვნული კუთხიდან შეუტია, ხელისუფლება და ედუარდ შევარდნაძე შერისხა, ეს მოთხრობა თქვენზეა, ხელისუფლებაში ჩაბუდებულ, "საქართველოს გამაოხრებელ" გიორგი-რუსებზეო და თავისი მგზნებარე პათოსით - ისეთით, რჩეულ ხრიდოლელსაც რომ შეშურდებოდა - არათუ მხოლოდ თოქ-შოუზე მოწვეული პატრიოტები, არამედ (როგორც მოგვიანებით გაირკვა) საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძეც კი დააბნია: შევარდნაძეს ჰგონებია, რომ მე მასზე დავწერე მოთხრობა.

დეპუტატი მთლიანად ჩაიკარგა ირაკლის პატრიოტულ ორატორიაში, ის მხოლოდ ალაგ-ალაგ ახერხებდა სიტყვების ჩადგმას:

- თქვენი მეშინია, ნიჭიერების, თორემ... ბიძაშენი ჭაბუა როგორ გვერდში უდგას ედუარდს და შენ კიდევ... არ შეიძლება ასეთი რამეების წერა, არ შეიძლება!

დეპუტატმა ქაფიანიძემ პარლამენტში ნათქვამი გაიმეორა, მოთხრობები დედამისზე წეროსო. კვლავ თამარის შვილად წარმოუდგა მაყურებელს და ამჯერადაც - ისევე, როგორც დილით, - თითქმის მაგინა. თუმცა მისი მკვეთრად ნათქვამი "დედა", "დედამისი", "დედათქვენები" კვლავაც ირაკლი კაკაბაძის პატრიოტულმა ლავამ შთანთქა და იმ საღამოს - იმ ეთერში მაინც - ჩვენ დავრჩით გამარჯვებულები.

ღამე, გადაცემის შემდეგ, ორმა, ჩემზე ბევრად უფროსმა და ჩემთვის ძალიან ძვირფასმა ადამიანმა დამირეკა და თავისი შთაბეჭდილებები გამიზიარა. "უფროსი თაობიდან" მხოლოდ ეს ადამიანები იყვნენ, რომელთაც ჩემი გამხნევება გადაეწყვიტათ. პირველი პოეტი მიხეილ ქვლივიძე გახლდათ, რომელმაც პასტერნაკის ამბავი გამახსენა, მის "ჟივაგოზეც" ასე ამბობდნენ, არ წამიკითხავს, მაგრამ ვგმობთო, მეორე კი ტენორი ნოდარ ანდღულაძე, რომელმაც მირჩია, რომ ამიერიდან, როცა ჩემი მოთხრობის ქვეტექსტებზე ვილაპარაკებდი, სიტყვა "სიმბოლურის" მაგივრად "ალეგორიული" მეხმარა. მის რჩევას, სხვათა შორის, დღემდე ვითვალისწინებ. ასე რომ, ქართული პოეტური სკოლა (მიხეილ ქვლივიძის სახით) და ქართული ვოკალური სკოლა (ნოდარ ანდღულაძის სახით) ჩემს გვერდით იყო. პროზაიკოსთაგან არავინ შემხმიანებია.



4. პირველი სტუმრობა საპატრიარქოში

მეორე დღიდან პრაქტიკულად ყველა ქართულ ჟურნალ-გაზეთში დაიბეჭდა ჩემი სალანძღავი ან მსუბუქად თუ მძლავრად მხარდამჭერი სტატიები. ბრაზიან სტატიებში, ხრიდოლელის მსგავსად, კვლავაც მოითხოვდნენ ჩემს დასჯას, წერდნენ, რომ მე ბოდიში უნდა მომეხადა ქართველი ერისთვის, თამარისთვის, და რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა ყველა იმ სისულელის ბეჭდვა, რასაც ჩემნაირი უნიჭოები და უზნეოები წერენ... ბრაზობდა ყველა, ვისაც არ ეზარებოდა - პოლიტიკოსები, მასწავლებლები, მომწერლო სუბიექტები... ეს უკანასკნელნი კი სხვანაირადაც: ნუ უწოდებთ ამ აბდაუბდას მოთხრობას, ზედმეტად დიდ ყურადღებას უთმობთ ამ ვაი-მწერალს, მაშინ, როცა საქართველოში უამრავი ღირებული, მორალურად მყარი და ჭეშმარიტად ფასეული წიგნები გამოდისო. თუმცა იყო მცირე გამონათებებიც: პეტრე ჟღენტის მცირე სტატია, მაგალითად (ფსევდონიმ "პეტრე ჟღენტის" უკან, ეჭვი მაქვს, ერთ-ერთი საკმაოდ ცნობილი მწერალი იმალებოდა), სტატია მანეკენისტანიან წმინდანებზე შეყვარებულ ვაჟკაც-პატრიოტებზე (რომელიც ზემოთ ვახსენე) და ასევე "პირველი რუსის" და მთელი ამ ამბის ჩემთვის ძალიან საინტერესო ანალიზი, რომელიც რომელიღაც რუსულ საიტზე გაჩნდა - მყვირალა სათაურით: "ქართველი სალმან რაშდი". დანარჩენი ტექსტები - ინტერვიუები, ესეები, ოდები და ჩანახატები (ერთი ასეთიც იყო: "გულმოკლული დედის ჩანახატი"), ძირითადად, "ინკვიზიციური" ხასიათისა გახლდათ. ერთიმეორეს მიყოლებით შემეხმიანენ გამომცემლებიც: ჯერ ხსენებული მამუკა ხანთაძე, მერე კი ბაკურ სულაკაური, და ტექსტის დაბეჭდვა შემომთავაზეს. პირველად ბატონმა ხანთაძემ დამირეკა და ამიტომ სწორედ მას დავთანხმდი, თუმცა შემდეგ, როცა სკანდალი უკვე ჩამცხრალი იყო, მოთხრობის გამოცემა ერთობლივად გადავიფიქრეთ - მე მთელი ამ ამბის დავიწყებას ვცდილობდი, მას კი (როგორც თავად მითხრა) არ უნდოდა, რომ ხელახლა ატეხილიყო ხმაური. მერე, როდესაც გაზეთმა "ალიამ" დაბეჭდა ეს ტექსტი, ძალიან ვინანე, რომ "პირველი რუსი" წიგნად არ მქონდა გამოცემული, - როგორც მითხრეს, მარტო ერთ დღეში გაზეთის 14 000 ნომერი გაყიდულა, მოთხრობას ვერსად იშოვიდი.

ჩვენი ოპონენტებისთვის დამაბნეველი თოქ-შოუს შემდეგ ერთი დღეც არ იყო გასული, რომ ირაკლი კაკაბაძემ დამირეკა და მითხრა, რომ საპატრიარქოშიგვიბარებდნენ. ახლაც ვერ ვხვდები, რატომ დაგვიბარეს და ან ჩვენ კი რატომ გავიქეცით.

ირაკლიმ მითხრა, რომ საპატრიარქოში იყო ჯგუფი, რომელიც ჩემს განკვეთას მოითხოვდა ეკლესიიდან და რომ ისინიც და სხვებიც, ანუ სხვა, ნაკლებად რადიკალური ჯგუფები, ჩემგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ. ირაკლის თქმით, საჭირო იყო საპატრიარქოში მისვლა და ჩვენი პოზიციის დაცვა. "მძიმე კამათი გველის, მაგრამ მოვიგებთ, ჩემო ბატონო!" - გამამხნევა მან.

ცხადია, მარტო არ წავსულვართ. წამოგვყვა მამაჩემი (კიდევ კარგი, ბებიაჩემი არა!), რომელსაც უკვე ჩემზე მეტად დაეწყო ნერვიულობა, ამერიკიდან ცოტა ხნის წინ ჩამოსული ნიკა რურუა და მუსიკოსი გოგი ძოძუაშვილი. გოგიმ გზაში ლექცია წამიკითხა პრინციპულობის შესახებ: ბოდიშს არ იხდი, შენს არგუმენტებს ამბობ და უკან მოვდივართო, მაგრამ როგორც კი საპატრიარქოს გალავნის მიღმა აღმოვჩნდით და ბნელ და დამთრგუნველ კაბინეტში შეგვიყვანეს, ეს ლექცია მაშინვე დაივიწყა და ხმადაბლა მითხრა: ეხლა სწრაფად მოიხადე ბოდიში და დროზე გავაჯვათ აქედანო. ეზოში რომ შევედით, მახსოვს, რაღაც ძალიან უცნაურად დაიწყეს აქეთ-იქით სირბილი წვეროსანმა, პირქუშმა ახალგაზრდებმა. ისე ბრდღვინავდნენ, ეჭვიც კი გამიჩნდა, ხრიდოლელები ხომ არ არიან-მეთქი.

დამთრგუნველ კაბინეტში კი ოთხნი დაგვხვდნენ: საპატრიარქოს მაშინდელი პრესმდივანი გიორგი ანდრიაძე, პატრიარქის მდივნად წოდებული შორენა, მეუფე ზენონი და მამა გიორგი თუ მამა დავითი (სამწუხაროდ, არ მახსოვს, რა ერქვა).

სიბრაზე, უფრო კი განაწყენებულობა ამ მეოთხეს, მამა გიორგის თუ მამა დავითს ეტყობოდა, დანარჩენები საკმაოდ კეთილგანწყობილები იყვნენ ჩვენ მიმართ და თუკი გვაკრიტიკებდნენ, მხოლოდ ღიმილით. მარტო მამა გიორგი (თუ დავითი) არ იღიმებოდა, თუმცა აგრესიული არც ეგ ყოფილა.

ძირითადად, საპატრიარქოს დოგმატიკოსი ინტელექტუალი, პრესმდივანი გიორგი ანდრიაძე გვეკამათებოდა. ჩვენი საუბარი კი, ალბათ, ჰგავდა (ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე!) უმბერტო ეკოს "ვარდის სახელში" აღწერილ ეპიზოდს, სადაც უსინათლო ბერი არისტოტელეს კომედიის განადგურების მიზეზს უხსნის ვილჰელმ ბასკერვილელს. დასაწყისში გიორგი ანდრიაძე სულაც არ ჰგავდა გალილეის დამკითხველ ინკვიზიტორს ან, კიდევ უფრო უარესი, მეოცე საუკუნის ოცდაათიანი წლების საბჭოთა ცენზორს (თუმცა ბოლოს მაინც დაემსგავსა), - თავიდან ის საკმაოდ დამაჯერებლად და დემოკრატიულად გვარწმუნებდა ეკლესიის პოზიციის (ასე ამბობდა!) სისწორეში. ის გვიხსნიდა, თუ რატომ არ შეიძლებოდა წმინდანზე წერა (თუმცა, გამოვტყდები, მისი მონოლოგი იმდენად დემაგოგიური იყო, რომ რეალურად არც მახსოვს ეს "არგუმენტები"), გვეუბნებოდა, რომ ეს ტექსტი შეურაცხყოფდა მართლმადიდებელთა განცდებს, ლახავდა მათ უფლებებს და ა.შ. მახსოვს, შევეკამათე კიდეც: თუკი სჯულის კანონებით მივუდგებით ლიტერატურას, შეიძლება, ყველაფერი შეურაცხმყოფელად მოგვეჩვენოს-მეთქი.

ნიკა რურუამ კი უთხრა, რომ ლიტერატურის მიდგომა ისტორიისადმი ან, საერთოდ, ნებისმიერი თემისადმი სრულიად სხვაა და ეკლესიის კი სულ სხვა, და რომ მწერალს ყველაფრის დაწერის უფლება აქვს, თუნდაც სისულელისო. ირაკლი კაკაბაძემ მთელი სია ჩამოთვალა იმ ქართველი მწერლების, რომლებიც წმინდან-მეფეებზე წერდნენ, ჩემზე შთამბეჭდავად აღწერდნენ მათ ეროტიკულ-ვნებიან თავგადასავლებს და რომ განათლებულ მკითხველს საერთოდ არ უნდა გასჩენოდა ასეთი ტიპის შეკითხვები. "საბჭოური პერიოდის ლიტერატურაზე ამბობ?" - შეეკითხა პრესმდივანი. აქ უკვე ნაწყენი მამაოც (მამა გიორგი თუ მამა დავითიც) ჩაერთო დისკუსიაში: ჩემს შვილსაც თამარი ჰქვია და შენ მასაც მიაყენე შეურაცხყოფაო (ამ დროს, თვალებში მიყურებდა), ზოგიერთი მორწმუნე კი საერთოდ დაბრკოლდა, როცა ეს მოთხრობა წაიკითხაო. მახსოვს, მამაჩემმა უპასუხა: ვაი იმ მორწმუნეს (ეს "ვაი" არასდროს დამავიწყდება), ვისაც ლაშას მოთხრობა დააბრკოლებს და რწმენას შეურყევსო. ეს კი არ მახსოვს, რურუამ რა ქნა, მაგრამ მეუფე ზენონმა კი სწორედ მას მიმართა ღიმილით: "იურისტო (ასე უთხრა), ეს არ არის სასაცილო, ანგარიში უნდა გაუწიო მორწმუნეს განცდებს".

როგორც მოგახსენეთ, დისკუსია მშვიდად მიდიოდა, მაგრამ უეცრად კარი გაიღო და ოთახში "ბუშლატის" ჯიბეებში ხელებშეყოფილი, ნაცრისფერწვერიანი და კინკრიხოზე სუმოისტივით თმაშეკრული ვინმე მამა ტარიელი შემოვიდა. მამა ტარიელმა გაბრაზებულმა მოათვალიერა ოთახი, ჯიბიდან ცალი ხელი ამოიღო და კლასიკური თბილისელი ძველი ბიჭივით, ხრინწიანი ხმით, იკითხა:

- აბა, ერთი რომელმა დაწერეთ ივანე რუსზე?

..."ივანე" თქვა "იურის" მაგივრად.

ჯერ დავიბენით, მერე კი ჩვენდაუნებურად გავითამაშეთ ძველი ამერიკული ფილმის, "სპარტაკის" ფინალი: "მე ვარ სპარტაკი!.. მე ვარ სპარტაკი!"...

მეუფე ზენონს კი აშკარად დაეტყო, რომ სრულებითაც არ ესიამოვნა მამა ტარიელის შემოსვლა. მკაცრად მიმართა კიდეც, მამა ტარიელო, მაგრამ იმან არც მოუსმინა, - სპარტაკის მეთოდმა

This post has been edited by Baltimore on 28 Jan 2010, 14:43

მიმაგრებული სურათი
the_lizard_king
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 31342
წევრი No.: 11934
რეგისტრ.: 1-August 05

გამოგზავნილია: 28 Jan 2010, 14:36  #17672610      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · aim
Baltimore
აი ძალიან, ძალიან მაგარი წერილია smile.gif უბრალოდ ძალიან დიდია და აქ დადებაზე გაწვალდები


--------------------
Losing my taste for the nightlife
Baltimore
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 936
წევრი No.: 73233
რეგისტრ.: 2-November 08

გამოგზავნილია: 28 Jan 2010, 14:47  #17672819      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ტექსტი ვრცელია და ბოდიშს გიხდით მისი ნაწილ-ნაწილ დადებისათვის!!!

მეუფე ზენონს კი აშკარად დაეტყო, რომ სრულებითაც არ ესიამოვნა მამა ტარიელის შემოსვლა. მკაცრად მიმართა კიდეც, მამა ტარიელო, მაგრამ იმან არც მოუსმინა, - სპარტაკის მეთოდმა არ გაჭრა: მამა ტარიელმა შესანიშნავად იცოდა, ვინც იყო ივანე-რუსის დამწერი, ჩემკენ წამოვიდა და ხმამაღლა მითხრა:

- ღირსი არ იქნები ეხლა, ხელები რო დაგიმტვრიონ?! თამარზე როგორ დაწერე!

ერთი "ძმაო" არ დაუყოლებია, თორემ დანარჩენი ყველაფერი მარიო პიუზოს რომანის თბილისელი ადეპტებისგან ჰქონდა გადმოღებული.

მარტო მამა ტარიელისთვის კი არა, ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო ირაკლი კაკაბაძის რეაქცია. ირაკლი ფეხზე წამოხტა და ისტერიულად დასჭყივლა:

- თქვენ ხართ კაგებეშნიკები, ეშმაკეულები და დამნაშავეები! თქვენ არ ხართ ქრისტიანები!

მახსოვს, მე პატრიარქის მდივანს, შორენას მივუბრუნდი და შეშინებულმა შევთხოვე (გულწრფელად რომ ვთქვათ, ისიც დამფრთხალი იყო):

- ირაკლის დიაბეტი აქვს, მაგის ანერვიულება არ შეიძლება, რამე ტკბილი უნდა ვაჭამოთ!

ქ-ნი მდივნის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან საიდანღაც მომენტალურად გააჩინა შოკოლადები და მურაბებიც კი, თუმცა, სამწუხაროდ, ვერაფრის გასინჯვა ვერ მოვასწარით - მართალია, მამა ტარიელი გაისტუმრეს, მაგრამ ახლა თავად გიორგი ანდრიაძე გადაიქცა მამატარიელად: გეგონება, მოსამართლე ყოფილიყო და საბოლოო განაჩენის გამოსაცხადებლად ემზადებოდა, ვეებერთელა ხის მაგიდის უკან დადგა, წინ ორი ცალი ფურცელი ჩამოიდო და მითხრა, რომ თუკი ბოდიშს არ მოვიხდიდი, შესაძლოა ყველაფრი გართულებულიყო. მერე კი ისეთი დაუჯერებელი რამე თქვა, რომ შუასაუკუნეობრივ ინკვიზიციურ დაკითხვაზე, ან, თუკი უფრო ზუსტი ვიქნები, სტალინური ჩეკას ჯურღმულებში მეგონა თავი...

ამ ორ ფურცელზე, მისი თქმით, სხვადასხვა ტექსტი იყო დაბეჭდილი, პირველში მონანიე უძღებ შვილად ვიყავი მოხსენიებული, მეორეში კი ეწერა, რომ მე ეკლესიიდან უნდა განვეკვეთე. თუკი საჯაროდ მოვიხდიდი ბოდიშს, პირველ ტექსტს გაახმაურებდნენ (მონანიე უძღებ შვილზე), ხოლო თუკი არ მოვიხდიდი - მეორეს.

ჩვენ ეს ტექსტები არ წაგვიკითხავს, მხოლოდ იმას ვყვები, რასაც ეს ადამიანი შვრებოდა, თუმცა იმაში ნამდვილად არ შემიტანია ეჭვი, რომ ამ ფურცლებზე მართლაც ეწერა უძღები შვილისა და განკვეთილის შესახებ.

გოგი ძოძუაშვილმაც მაშინვე ჩამჩურჩულა: ლაშ, დავახვიოთ აქედანო და მეც ფეთიანივით წამოვხტი, ანერვიულებულმა დავძახე, საბოდიშო არაფერი მაქვს-მეთქი და ოთახიდან გავვარდი.

ცოტა ხანში მამაჩემიც და ჩემი მეგობრებიც გამომყვნენ.

მახსოვს, სანამ კიბეს მივაგნებდი, მანამდე ბნელი და საკმაოდ განიერი დერეფანი გავიარე. რაც უფრო მეტად ვცდებოდი ჩვენს "სადისკუსიო ოთახს", მით უფრო კარგად მესმოდა ქალის ხმა (ალბათ, მონაზვნის ან იღუმენიის), რომელიც მონოტონურად კითხულობდა ლოცვებს. უეცრად, დერეფანში შეჭრილ რაღაც უცნაურ ოთახს ჩავუარეთ, რომელსაც სუსტად ანათებდა გრძელ შანდლებზე დარჭობილი რამდენიმე სანთელი. კედლებთან მონაზვნები ჩამომდგარიყვნენ. ლოცვებს სწორედ ერთ-ერთი მათგანი კითხულობდა. ხოლო წინ, მაღალზურგიან სავარძელზე - ჩვენგან ზურგით და სახით ფანჯრისკენ - პატრიარქი იჯდა და საპატრიარქოს ეზოს ბნელ ბაღს გაჰყურებდა. მე ის ვიცანი ხელით, რომელიც სავარძლის სახელურზე ჰქონდა ჩამოდებული. არა მგონია, რომ ოდესმე დამავიწყდეს ეს სურათი და მთელი ის საღამო.



5. მეორედ მისვლა საპატრიარქოში

ალბათ, არც იმ "ბრაზიან მორწმუნეთა" რეაქციები და სატელეფონო ზარები დამავიწყდება, ფონად რომ გასდევდა მთელ ამ ამბავს. მორწმუნე-პატრიოტთა (დედათა, მასწავლებელთა, მოსწავლეთა, პოეტთა და ა. შ.) წერილები სტალინ-ჟდანოვის დროინდელი "პრავდას" მამხილებელი, მოწინავე სტატიების პათოსით იყო დაწერილი. მართლმადიდებელ ჟდანოველებად გადაიქცნენ უბრალო მოქალაქეებიც: ერთ-ერთ მინიმარკეტში, მაგალიდათ, იქ მოღვაწე მუშაკებმა მაინცდამაინც დედაჩემის გასაგონად გაიმეორეს დეპუტატ-მსახიობ ქაფიანიძის მიერ თქმული: თუ კაია, დედამისზე დაეწერაო. ასევე, როგორც მოგვიანებით გაირკვა, თურმე, "მორწმუნე" ძველ ბიჭთა მცირე ჯგუფსაც გამოუდია ამ მხრივ თავი - ამის დამწერისთვის ხელები უნდა დაგვემტვრია, მაგრამ მამაომ გაგვაჩერაო.

ძირითადი პოლემიკა გაზეთ "რეზონანსში" იმართებოდა - რეზონანსის რედაქტორმა, ლაშა ტუღუშმა ამაყად მითხრა, ეს სკანდალი ჩვენ განვჭვრიტეთ და გარკვეული თვალსაზრისით ჩვენვე დავგეგმეთო. თუმცა, ცხადია, სტატიები ისე არ გთრგუნავდა (ბოლო-ბოლო, არც წაიკითხვდი), როგორც სატელეფონო ზარები და ცოცხალი რეაქციები. მართალია, რეალურად არც არავის აღუსრულებია თავისი მუქარა და, როგორც ქართველებს სჩვევიათ, ეს ყველაფერი ვერბალური ტერორიზმით შემოიფარგლა, მაგრამ ნაკლებად უსიამოვნო როდი იყო სიძულვილის ეპიცენტრში ყოფნა. ყველაზე დამღლელი კი მაინც ის გახლდათ, რომ უმეტესად არავის უნდოდა ჩემი არგუმენტების მოსმენა, - ბრაზიანები ხომ თავისთავად, მაგრამ სხვებიც, ანუ მსუბუქად გაბრაზებულებიც აბსოლუტურად დარწმუნებულები იყვნენ, რომ მე შევცდი, ცუდად მოვიქეცი და რომ ასეთი რამეების წერა არ შეიძლება.

ზოგი, მაგალითად, იმასაც ფიქრობდა, რომ ფსიქიური ან სხვაგვარი პრობლემები მქონდა. მახსოვს, ერთხელ, ჟურნალ "სარკეს" კორესპონდენტი მესტუმრა სახლში და უეცრად ყოველგვარი შესავლის გარეშე მითხრა: თქვენზე ამბობენ, რომ რახან ესეთ მოთხრობებს წერს, სექსუალური პრობლემები აქვს და შემთხვევით პედერასტი ხომ არ ხართო? პატარა გოგონა გახლდათ, მაგრამ ძალიან ბრაზიანი. დაბნეულობისგან ენა ჩამივარდა (არ ვიცოდი, რა მეპასუხა), მამაჩემი კი ოთახში შემოვარდა (თურმე, მასაც გაეგონა ჟურნალისტის შეკითხვა) და აღელვებულმა მომაძახა:

- უთხარი, უთხარი, რომ ჰეტერო ხარ, უთხარი, რომ ქალები მოგწონს!

მგონი, სწორედ იმ დღეს "დაგვიბარეს" ხელმეორედ საპატრიარქოში. ირაკლი კაკაბაძეს, როგორც წესი, მეუფე ზენონი და გიორგი ანდრიაძე ურეკავდნენ ხოლმე და საპატრიარქოს უახლეს მოთხოვნებს აცნობდნენ. ეს ორი ისე იქცეოდა, რომ ჩვენ გვეფიქრა: აი, ესენი გვეხმარებიან. არ გამოვრიცხავ, რომ მართლაც ასე ყოფილიყო. თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვა, იმ ხანად ყველაზე მეტად სწორედ ეს წყვილი მიშლიდა ნერვებს.

ირაკლი კაკაბაძემ მითხრა, რომ პატრიარქს უნდა შევხვედროდით, მაგრამ ამჯერად რატომღაც მე აღარ წავსულვარ. ასე რომ, პატრიარქს ("ჩემს საქმეზე") თავად ირაკლი, ჟურნალისტებისგან გულდათუთქული მამაჩემი და რატი ამაღლობელი შეხვდნენ. რატი ამ ეტაპამდე არაადეკვატურ ირონიას იჩენდა "ჩემი პროცესის" მიმართ - დღეში ათ მესიჯს მაინც მიგზავნიდა შემდეგი ტექსტით: ლაშა, ილოცე ღამით?მამა ზენონი, ან: ლაშა, არა ვარ შენით კმაყოფილი და ა.შ. იმ საღამოს კი, საპატრიარქოში, ჩემი არ იყოს, ეგეც დათრგუნულა. "ლიბერალურ" ფრთას ხსენებული მ. ზენონი, გიორგი ანდრიაძე და პატრიარქის მდივანი შორენა წარმოადგენდნენ, "ინკვიზიტორებს" კი ხსენებული მ. ტარიელი და კიდევ ერთი მამაოც, რომლის სახელსაც იქ მყოფი ჩემი წარმომადგენლები ვერ იხსენებენ. პატრიარქის გარდა ამ შეხვედრას დასწრებია მეუფე დანიელიც, რომელსაც, მართალია, ერთხელაც არ ამოეღო ხმა, მაგრამ მკაცრი სახით კი იყურებოდა.

"ინკვიზიტორები", თურმე, ჩემს განკვეთას მოითხოვდნენ პატრიარქისგან, "ლიბერალები" კი ამბობდნენ, რომ არ ღირდა ასე მკაცრად ჩემი დასჯა, ვინაიდან დარწმუნებულები იყვნენ, რომ მოვინანიებდი.

მამა ტარიელს წინა შეხვედრაზე თქმული (ოღონდ არა მის მიერ) სიტყვები გაუხსენებია - მორწმუნეები ბრკოლდებიანო და ასეთი რამ უამბნია პატრიარქისთვის: მორწმუნეები თამარის ხატს ვეღარ კოცნიან, იქ აღწერილი ამბები გვახსენდებაო. და შემდეგ მოკლედ, თუმცა მკაცრად ჩამოუთვლია ის მიზეზები, თუ რატომაც უნდა განკვეთილიყო ეკლესიიდან ამის დამწერი. "ლიბერალები" მას სუსტად შეწინააღმდეგებიან. საერთოდ კი არც იმის შემჩნევა ყოფილა ძნელი, თუ როგორ აღიზიანებდათ ერთმანეთი "ლიბერალებს" და "დამსჯელებს".

პატრიარქს მამაჩემისთვის დაუკისრებია პასუხისმგებლობა: მისი ბრალია, უკეთ უნდა აღეზარდა შვილიო, - და რატის თქმით, ამ მცირე კამათისთვის სწორედ ასეთი დიპლომატიური ხერხით, მამის ბრალეულობის გამოკვეთით დაუსვია წერტილი. "ლიბერალებსაც" სიხარულით აღუქვიათ პატრიარქის მესიჯი: დამნაშავე უძღები შვილის ბიოლოგიური მამა ყოფილა, ბავშვის დასჯა ვის გაუგონია, აუცილებლად მოინანიებსო.

საპატრიარქოს "ლიბერალების" აზრით, "დამსჯელების" გაჩერება მხოლოდ ერთადერთი რამით იქნებოდა შესაძლებელი: მე საჯაროდ უნდა მომეხადა ბოდიში.
6. მესამედ მისვლა საპატრიარქოში

თუმცა, ცხადია, ბოდიშის მოხდა არც მიფიქრია. მაშინაც ასე ვფიქრობდი და დღესაც იმავე აზრზე ვარ, რომ საბოდიშო არავისთან არაფერი მქონდა.

სკანდალმა კი უკვე დამღლელ ფაზაში გადაინაცვლა: მაგრამ დაიქანცა მხოლოდ ერთი მხარე, ანუ ჩვენ. გაბრაზებულებს დაქანცვის არაფერი ეტყობოდათ, პირიქით: თითქოს უფრო მომრავლებულიყვნენ კიდეც და დამატებითი ენერგიაც მიცემოდათ. ყველაზე აუტანელი კი ეს იყო: რაც უფრო მეტად ვიღლებოდით, მით უფრო გვეშინოდა მოსალოდნელი (თუმცა საკმაოდ აბსტრაქტული) ხიფათის. მახსოვს, როგორ მეშინოდა ქუჩაში გასვლის, ტელეფონის აღების, დაღამების და გათენების, წვერიანებისა და უპეებჩაშავებული უწვერულების, ბრაზიანი დედებისა და აგრესიული ჟურნალისტების... როგორც ჩანს, ყველაზე მეტად სწორედ შიში მღლიდა - ჩემი და სხვისი ფობიები - თორემ ახლა რომ ვიხსენებ იმ დღეებს, რეალურად ეს ყველაფერი არა საშიში, არამედ უბრალოდ სამარცხვინო იყო. თუმცა ისიც გასაგებია, რატომაც ვიყავით ასეთი დამფრთხალები: ის, რაც ჩემს (თუ ჩვენს) თავს ხდებოდა, ხდებოდა პირველად და ამიტომ წარმოდგენა არ გვქონდა, ჯერ ერთი, როგორ უნდა მოვქცეულიყავით და მეორეც, მოჰყვებოდა თუ არა რაიმე კონკრეტულად უსიამოვნო იმ ვერბალურ-ფსიქოლოგიურ ტერორს, რომელიც ქართველი "პატრიოტებისგან" და "მორწმუნეებისგან" მოდიოდა.

თუმცა, გამამხნევებელთა რიგებს, ზოგჯერ, "ახალი სისხლიც" ემატებოდა ხოლმე: ერთიმეორეს მიყოლებით დამირეკეს ახალგაზრდა პოლიტიკოსებმა. ჯერ გია ბარამიძემ, რომელმაც მითხრა, რომ თუკი მოვინდომებდი, ის და ზურა ჟვანია ჩემს მაგივრად მოუხდიდნენ პატრიარქს ბოდიშს. მერე კი თავად ზურა ჟვანიაც შემეხმიანა, რომელიც ცოტა ხნის წინ გადამდგარიყო პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან, შენი მოთხრობით სულაც არა ვარ აღფრთოვანებული, მაგრამ, მოდი, ახლა ერთად მოვიფიქროთ, როგორ უნდა გამოძვრე ამ უაზრო სიტუაციიდანო. ბოლოს მიხეილ სააკაშვილმაც დამირეკა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტი გახდებოდა ორ წელიწადში, მისთვის ჩვეული, ოპტიმისტური გაბმული ფალცეტით იცინა და სხაპასხუპით ნათქვამი ამ სიტყვების მერე - "აბა, როგორ ხარ, აბა, როგორ ხარ?" - ერთადერთი წინადადებით გამამხნევა: მაგათ ნედლი წვერი აქვთ, წვერზე ცეცხლი უნდა წაუკიდო და ყველაფერი დალაგდებაო. გამამხნევა იმხანად შევარდნაძის ოპოზიციაში მყოფმა ზვიად ძიძიგურმაც, რომელიც ირაკლი კაკაბაძეს მოჰყვა და, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის, როგორც "ეროვნული" ყაიდის პოლიტიკოსისთვის სულაც არ იყო მომგებიანი ჩემნაირი "ანტიქართული" სუბიექტის დაცვა, მაინც არ შეშინდა და ჩვენს ერთ-ერთ ძალაგამოცლილ შეხვედრაზე მოვიდა.

მუდმივი კონტროლის ქვეშ ვყავდი საპატრიარქოს "ლიბერალებს" (მათ ხომ ჩემს უძღებშვილადქცევაზე აეღოთ პასუხისმგებლობა), დღეში რამდენჯერმე მირეკავდნენ (ბ-ნი ანდრიაძე კი, საერთოდ, სახლშიც მადგებოდა) და ქვის კომანდორებივით (მოცარტთან ერთი მაინც იყო, ჩემთან კი სრული სამი), ჯიუტად და უდრეკად მომიწოდებდნენ: მოინანიე! მოინანიე! მოინანიე!

- ბოდიში უნდა მოიხადო, - მეუბნებოდა საპატრიარქოს პრესმდივანი, - თორემ სხვანაირად შეუძლებელი იქნება აღშფოთებული ხალხის დაწყნარება.

- უკვე ძალიან გვიჭირს რადიკალური ჯგუფების კონტროლირება, - მაშინებდა მ. ზენონი, - გარკვეული ნაბიჯის გადადგმაა შენგან საჭირო.

სადაც არ მივდიოდი, ყველგან "ბოდიში მოიხადე", ან "ბოდიში არ მოიხადო" მხვდებოდა. სიტყვა ბოდიშს ვერსად ვემალებოდი. თუმცა იყო სხვა სიტყვებიც: "რამ დაგაწერინა" და "ის მაინც ამოგეღო"... დათო ტურაშვილმა, მაგალითად, თავისი უფროსი ქალიშვილის ოთახში გამომკეტა, მუხლებზე ჩემი მოთხრობა და კალმისტარი ჩამოიდო და მითხრა: რაც ყველაზე მეტად უშლით ნერვებს, ის ადგილები ამოვიღოთ ან გადავაკეთოთო. თუმცა კითხვა რომ დაიწყო, ყველაფერი გადასაკეთებელი მოეჩვენა და ხელი ჩაიქნია.

სწორედ დათოსთან ვიყავით, როცა გადაფითრებულმა რატიმ შემდეგი სახის ინფორმაცია მოგვაწოდა: მამაჩემისთვის დაურეკავთ და უთქვამთ, რომ თბილისში ახალციხის მრევლი ჩამოსულა თავის მოძღვართან ერთად, რათა დღეს ფიზიკურად გამსწორებოდნენ.

ახლა კი გვეცინება ამ სიტყვებზე, მაგრამ მაშინ კი ძალიან შეგვეშინდა (აი, ის ხიფათიც, რომელსაც ველოდითო!). მე მაშინვე წარმოვიდგინე, როგორ ჩამქოლავდა ჩემი სახლის სადარბაზოსთან ახალციხის მრევლი და დათოს სავარძლეულებზე მიმსხდარ ჩემს გულშემატკივრებს გაბზარული ხმით, ზეცისკენ ხელებაღმართულმა მივმართე:

- წამიყვანეთ პატრიარქთან!

ანუ ეს ნიშნავდა: გბარდებით.

დათოს სიდედრმაც, ქალბატონმა ნათელამ, ცრემლიანი თვალებით შემომხედა და ხმადაბლა ჩაილაპარაკა:

- ამ დროს, რა კარგი ბიჭი ხარ, კაცო.

პატრიარქმა იმ საღამოსვე მიგვიღო. ამჯერად ჩვენთან ერთად დათო ტურაშვილი (ჩაბარება მისი ბინიდან მოხდა) და ნიკო თოფურიძე წამოვიდნენ, რომელსაც, მისივე თქმით, არაფრით დაენახვებოდა მამა ტარიელი. "მე ვიცი რატომაც!" - ამბობდა იგი. და მართლაც, შენიშნა თუ არა მ. ტარიელმა ნიკო თოფურიძე, ახლოსაც არ გაგვკარებია...

მახსოვს, როგორი აქოშინებული მოვარდა მეუფე ზენონი, - ვიდრე პატრიარქთან შევიდოდით, რაღაც კელიისმაგვარ ოთახში შემიყვანა და მითხრა, რომ თუკი მონანიებას გადავწყვეტდი, კვიპროსზე წამიყვანდა მოსალოცად - ჩადენილზე დაფიქრება გმართებსო - და მოგზაურობის ხარჯების ანაზღაურებასაც შემპირდა.

ამ სიტყვებმა კინაღამ ხელმეორედ გამაქციეს საპატრიარქოდან...

კვიპროსზე წასვლაზე, ცხადია, იქვე ვუთხარი უარი.

პატრიარქმა ღიმილით მიგვიღო, თავზეც ჩამომადო ხელი და მითხრა, ეს რა ამბავი აგიტეხავსო.

ყველანი ვიღიმოდით, მე კი ერთი სული მქონდა, როდის დავიჩივლებდი ახალციხის მრევლზე და როდის მივიღებდი პატრიარქისგან უსაფრთხოების გარანტიებს.

ნიკო თოფურიძემ კი მას მეტისმეტად უცნაურად შეახსენა, თუ ვინც იყო:

- უწმინდესო, ჩვენ სუფრაზე შევხვედრივართ ერთმანეთს.

(თურმე, ნასვამი ყოფილა).

პატრიარქმა გვერდით მომისვა და მითხრა, რომ თამარი ქართველი ერის საყვარელი წმინდანია და მისი შეურაცხყოფა არ შეიძლებოდა. მე კი ვთქვი, რომ თამარ-მეფეზე ცუდი არაფერი დამეწერა (ანკი სხვას რას ვიტყოდი!) და რომ ეს მოთხრობა რუსებზე იყო.

- მერე არ გეშინია, რომ რუსებმა ეს მოთხრობა წაიკითხონ და ომი დაგვიწყონ? - მკითხა პატრიარქმა.

იმდენად მოულოდნელი და გულუბრყვილო (მაშინ, ყოველ შემთხვევაში, ასე მომეჩვენა) შეკითხვა იყო, რომ პასუხი ვერც მოვიფიქრე, დავიბენი.

მდივან შორენას, მახსოვს, ჟურნალი "დრო მშვიდობისა" ეჭირა ხელში და, თუ არ ვცდები, ჩემ მოთხრობაში ის ადგილები ჰქონდა გახაზული, რომელიც, მისი აზრით, ყველაზე უხამსად ეჩვენებოდა.

- რატომ დასცინი ლოცვებს? - მკითხა პატრიარქმა, - იქ შენ "მამაო ჩვენოზე" გიწერია... ჩვენ ხომ ყოველდღე ვამბობთ "მამაო ჩვენოს".

მე ვთქვი, რომ მეც ყოველდღე ვამბობ და სულაც არ დავცინი, ეს მხოლოდ ლიტერატურული ფორმაა-მეთქი, თუმცა მივხვდი, რომ საერთოდ არ მინდოდა პატრიარქთან კამათი (მით უმეტეს, რომ თვითონაც არ მეკამათებოდა) და დავდუმდი. უფრო სწორად, კამათში კი არ იყო საქმე, უბრალოდ, არ მინდოდა, რომ ამ სიმშვიდეში, ამ ნელ რიტმში დისონანსი შემეტანა ჩემი რეპლიკებით და იქ დამკვიდრებული (თუნდაც გარეგნული) სიწყნარის მიღმა აღმოვჩენილიყავი. თუმცა ბოლოს მაინც მოვახერხე და აგრესიულთა შესახებ მოვყევი (ძალიან მინდოდა მეთქვა, ზოგიერთ მღვდელს ჩემი ჩაქოლვა უნდა-მეთქი, მაგრამ მომერიდა). პატრიარქმა კი თქვა, რომ ხალხი ღელავს ამის გამო და მათი დაწყნარება არცთუ ისე ადვილი იქნება, მეუფე ზენონმა კი მე შემომხედა და პატრიარქივით დინჯად და მტკიცედ მომმართა: ახლა სწორედ ამ აღელვებული ხალხის დაწყნარებაა საჭიროო (ტექსტი უძღებ შვილზე!)...

მე ჩავიბლუყუნე, რომ თუკი მორწმუნეთა გრძნობებს შეურაცხყოფა მივაყენე, სინანულს განვიცდიდი ამის გამო და თავი ჩავქინდრე.

- ყველაფერი კარგად იქნება, - გვითხრა პატრიარქმა და აუდიენციაც დასრულდა.

დერეფანში, თუ არ ვცდები, "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი დაგვხვდა, რომელიც ცნობისმოყვარედ გვეკითხებოდა: "რა მოხდა? რა მოხდაო?", პატრიარქის მდივანმა შორენამ კი ვეებერთელა სანთლები დაგვირიგა და ისე ყოფითად, ისე ჩვეულებრივად მითხრა, თამარს რომ ნახავ, გადაეცი, პატრიარქთან ვიყავი და მონანიებას ვაპირებო, რომ თავიდან ვერც მივხვდი, რომელ თამარზე მეუბნებოდა - მეთქი, ვიღაც საერთო ნაცნობი გვყავს... თურმე, თამარ-მეფეს გულისხმობდა.

მამა ტარიელის დამაფრთხობელმა, მსუბუქად მოქანავე ნიკო თოფურიძემ კი ღიმილით ჰკითხა: შორენა, თქვენ რომელი სკოლა დაამთავრეთო?

სიტუაციისთვის იმდენად შეუფერებელი შეკითხვა იყო (ადამიანი თამარ-მეფესთან შეხვედრას მიგეგმავდა და ამან კი მისი სკოლის ნომრის გამორკვევა დაიწყო), რომ ქ-ნ შორენას პასუხს არც დავლოდებივარ - უხერხულობისგან გამოვეცალე.

მეუფე ზენონმა მამა დავითის ეკლესიაში დამიბარა მეორე დღეს (მგონი, იქ წირავდა): შუადღის თორმეტ საათზე ერთობლივი პრესკონფერენცია უნდა ჩაგვეტარებინა, სადაც მე საჯაროდ მომიწევდა ბოდიშის მოხდა.

იმ დღეს სახლში არ დავრჩენილვარ, მე და რატიმ ძებნილი კრიმინალებივით გავათენეთ ღამე, რადგან გვეშინოდა, რომ სახლთან არ ჩავექოლე ვინმეს (ვთქვათ, ახალციხელ მამაოს), როგორც ეს მაშინდელ ცნობილ ეკზეკუტორებს (მამა ბასილებს და სხვა მისნაირ მართლმადიდებლების "დამცველებს") სჩვეოდათ ხოლმე: ამ ზონდერჯვაროსნებისგან ხომ ყველაფერი მოსალოდნელი იყო.

7. პირველი დასასრული

მთელი ღამე გავათენე: ვბრაზობდი, რომ შარაძე-ქაფიანიძე-მამა ტარიელების მსგავს ფარისევლებს, ურაპატრიოტებს და რეტროგრადებს უნდა გაემარჯვათ, თუმცა იმასაც ვხვდებოდი, რომ, ალბათ, სწორედ ეს "ბოდიში" დაუსვამდა წერტილს მთელ ამ კოშმარს. აბა, რატომ მოითხოვდნენ ჩემგან ასე ჯიუტად ამ აღიარებას? ჩემი აზრით, ეს ორგანიზებული აგრესია საპატრიარქოს რადიკალების მიერ იყო მართული და ჩემი "მაპატიეთ, შევცდი" პატრიარქის თვალში კიდევ უფრო აღამაღლებდა (და გააძლიერებდა) იქაურ "ლიბერალებს" ("აი, სწორედ ამათ და არა რადიკალებმა შეძლეს გზასაცდენილის მოქცევა!"), შესაბამისად, პატრიარქი ბევრად უფრო მკაცრი იქნებოდა რადიკალების მიმართ და "თავდასხმებიც" შეწყდებოდა. თუმცა, შესაძლოა, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ვარაუდები ყოფილიყო და სხვა არაფერი.

შუადღის თორმეტ საათამდე (ანუ საჯარო ბოდიშამდე) ორი საათი იყო დარჩენილი. მე უსაფრთხოდ მივედი სახლში (რატომღაც მეგონა, რომ თუკი ჩამქოლავდნენ, აუცილებლად სადარბაზოში, ლიფტებთან) და შევეცადე თავი განმეწყო მთაწმინდის პრესკონფერენციისთვის. უძილობის, დამცირებულობის და დეპრესიის გამო დაავადმყოფებულ, გაღიზიანებულ მოხუცს ვგავდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს საწამლავი უნდა დამელია ორ საათში. რატი ჩემთან ერთად იყო და არ მეკამათებოდა - ჩემს ბოდიშს ისიც შეგუებოდა, თუმცა ვერც იმის ძალას პოულობდა საკუთარ თავში, რომ ჩემი კომპრომისი გაემართლებინა... თუნდაც ფსიქოთერაპიული მოსაზრებებით.

ფაქტობრივად, ერთდროულად მოვიდნენ (ჩემს წასაყვანად) გიორგი ანდრიაძე და (ჩემი საბოლოო გადაწყვეტილების გასაგებად) ნინია და ირაკლი კაკაბაძეები. მეც, ისე მოხდა, რომ დედაჩემთან და ნინიასთან ერთად აღმოვჩნდი ჩემ ოთახში და მათ უახლოესი გეგმები გავაცანი: ორ საათში ქართველ ერს ბოდიში უნდა მოვუხადო-მეთქი. როგორც ჩანს, იმ დილით არც ერთი არ ელოდა ჩემგან ასეთ პრინციპულ კომპრომისს, ხოდა ისე აღშფოთდნენ, რომ გამიკვირდა კიდეც. ნინია ამბობდა, რომ მე საბოდიშო არაფერი მქონდა, და თუკი ბოდიშს მოვიხდიდი, ეს იქნებოდა საშინელი და სამარცხვინო პრეცედენტი. თითქმის იმავეს მეუბნებოდა დედაჩემიც. მოკლედ, გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ იმ დღეს მხოლოდ ამ ორმა შეძლო ჩემი გამხნევება. გიორგი ანდრიაძეს უარი ვუთხარი პრესკონფერენციაზე წასვლაზე, მეუფე ზენონს (რომელმაც ერთი ათჯერ მაინც დამირეკა იმ დილით) პრინციპულად და რაღაცნაირი ნიშნისმოგებითაც კი გავუთიშე ტელეფონი და ჟურნალისტები ჩემ სახლში დავიბარე. მთელი ჭეშმარიტად ლიბერალური ბოღმა მათთან უნდა ამომენთხია. დამირეკა მამაჩემმაც, რომელიც ჩემზე მეტად დათრგუნული იყო, და როცა გაიგო, რომ ბოდიშის მოხდას არ ვაპირებდი, უცნაურად (და სრულიად მოულოდნელად) გამხიარულდა: როგორც საჭიროდ თვლი, ისე მოიქეციო, მითხრა.

ჟურნალისტები მალევე მოვიდნენ და მეც სახელდახელო პრესკონფერენცია მოვაწყვე. ვთქვი ყველაფერი, რასაც გულწრფელად ვფიქრობდი, - ვთქვი, რომ საბოდიშო არაფერი მაქვს, მაგრამ თუკი მორწმუნეთა გრძნობებს შეურაცხყოფა მივაყენე, სინანულს გამოვთქვამდი ამის გამო. ასევე ვთქვი, რომ შარაძეებს და მისთანებს არანაირი უფლება არა აქვთ, მწერლებს უბრძანონ, რა წერონ და რა არა; და რომ ლიტერატურა და თავისუფლება სინონიმებია და ცენზორების დრო საბჭოურ წარსულს ჩაბარდა. ეს პათეტიკური ტექსტი სიტყვებით - მე ბოდიშს არ ვიხდი - დავასრულე და ამაყი და აღაჟღაჟებული დავემხე სკამზე.

მე ჩამწერეს ტელეკომპანიების, პირველი არხისა და "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებმა (სხვები, მგონი, არ ყოფილან) და ჩვენც შიშით, თუმც, ვიმეორებ, ამაყად დაველოდეთ მათ საინფორმაციო გამოშვებებს.

მთელი დღის განმავლობაში არც ერთ საინფორმაციოში არ გაუშვიათ ჩემი ინტერვიუ (მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მოთხრობის ამბავი იმ კვირის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო და, ვფიქრობ, არცთუ ისე ცოტა ადამიანს აინტერესებდა, როგორ დასრულდებოდა ეს ყველაფერი), საღამოს რვის ნახევარზე კი სახელმწიფო ტელევიზიის დირექტორმა, ზაზა შენგელიამ დამირეკა და ბოდიში მომიხადა იმის გამო, რომ ჩემს ინტერვიუს ვერ გაუშვებდა:

- შორენამ დამირეკა და მთხოვა, არ გამეშვა, - მითხრა მან, - ხომ გესმის, საპატრიარქოს ვერ გადავახტები.

ზაზა შენგელია ბევრად უფრო ღირსეულად მოიქცა (ინტერვიუ მაინც არ დამიჩეხა), ვიდრე "რუსთავი 2"-ის მაშინდელი ხელმძღვანელობა.

"რუსთავი 2"-ის საღამოს საინფორმაციო გადაცემაში გავიდა სიუჟეტი, სადაც მხოლოდ ერთადერთი ფრაზა იყო დარჩენილი ჩემი დილის ინტერვიუდან: "...თუკი მორწმუნეთა გრძნობებს შეურაცხყოფა მივაყენე, სინანულს გამოვთქვამ ამის გამო", შემდეგ კი ჟურნალისტის სიტყვები "დაედო" ჩემ გამოსახულებას: მწერალმა ლაშა ბუღაძემ ბოდიში მოიხადა. სიუჟეტი საპატრიარქოს მაშინდელი პრესსპიკერის, ერთ-ერთი სასულიერო პირის წაკითხული ტექსტით დასრულდა.

ამ ტექსტში უძღებ შვილად ვიყავი მოხსენიებული.

ასე რომ, მართალია, პირადად მე ბოდიში არ მომიხდია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საჯარო ბოდიში მაინც შედგა.

და, როგორც ვვარაუდობდი, მაშინვე შეწყდა ვერბალურ ტერორისტთა ზარებიც. თუმცა, სამაგიეროდ, ახლა თანაგრძნობით აღსავსე სეირის მაყურებლები მეხმიანებოდნენ, რომლებიც "ბრაზიანებზე" მეტად მიშლიდნენ ნერვებს: ბოდიში უნდა მოგეხადა, აბა რა, სწორად მოიქეციო. მეც დაუღალავად ვყვებოდი ერთსა და იმავე ამბავს, - ამბავს იმის შესახებ, თუ როგორ დავძლიე შიში, როგორ არ მოვიხადე ბოდიში და როგორ დამწამა ცილი (სავარაუდოდ აქაც საპატრიარქოს ცენზორების ჩარევის შედეგად) "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტმა. შეიძლება ვცდები, მაგრამ მიუხედავად მათი ჩემდამი კეთილგანწყობისა ("მოთანაგრძნობეებს" ვგულისხმობ), ყოველთვის მეჩვენებოდა, რომ, სინამდვილეში, ძალიანაც გაუხარდათ, ან, ყოველ შემთხვევაში, დამშვიდდნენ მაინც, რომ გმირი ვერ შედგა ჩემგან.

საბოლოოდ კი, მგონი, მას შემდეგ შეწყდა ჩემზე თავდასხმები, რაც საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე ელაპარაკა პატრიარქს. მამაჩემს, მაგალითად, შევარდნაძემ ასეთი გენიალური ფრაზაც კი უთხრა: ეს კაცი (ანუ პატრიარქი. - ლ. ბ.) მაგ თანამდებობაზე 1977 წლიდან მუშაობს და ასეთი მძიმე საუბარი მასთან არასდროს მქონიაო.

გაოგნებული ვიყავი, როცა შევარდნაძემ თავის ტრადიციულ "ორშაბათის რადიოინტერვიუში" ჩემზე და ჩემს მოთხრობაზე ილაპარაკა, თითქოს გამომესარჩლა კიდეც და ხალხს მეტი გულისხმიერებისკენ და სიმშვიდისკენ მოუწოდა. ეჭვი მაქვს, რომ ორგანიზებული ბრაზიანები, ან ისინი, ვინც მისი ცეკას მდივნობის დროს იყვნენ დანიშნულები საკრალურ პოსტებზე, ჩემმა ვირტუალურმა ბოდიშმა კი არა, არამედ სწორედ ედუარდ შევარდნაძის პოზიციამ გააჩერა. თუმცა, შესაძლოა, ამჯერადაც ვცდებოდე. ერთი რამ ფაქტია: ედუარდ შევარდნაძის გამოსვლის შემდეგ ვერბალურ ტერორისტთა არც ერთი სტატია აღარ დაბეჭდილა გაზეთებში.

სამდღიან სკანდალს წერტილი დაესვა. ცენზურამ ნაწილობრივ გაიმარჯვა: ტექსტი ვერ აკრძალეს, როგორც საბჭოურ დროს, მაგრამ ჟურნალისტების შეშინება (ან, თუ გნებავთ, დამორჩილება) კი მაინც შეძლეს - ჩემი ნამდვილი პოზიცია ხომ არცერთ არხზე არ გასულა.

თუმცა წერტილი მხოლოდ "პირველი რუსის" ამბავს დაესვა. ზოგჯერ, ახლაც ხდება ასეთი ამბები: თანამედროვე ზონდერმრევლი კელტურ ჭიაკოკონობაზე მომლხენ ქართველ თინეიჯერებს ესხმის თავს, უშედეგოდ ცდილობს სატელევიზიო თოქ-შოუს აკრძალვას ("წმინდანთა შეჯიბრი ცოდვაა!"), ღორივით დაკვლით, ლინჩის წესით ჩაქოლვით და - რაც ყველაზე სამწუხაროა, კონიუნქტურულ ხელისუფლებასთან ერთად უნისონში - დაპატიმრებით ემუქრება ინტერნეტ-მეტიჩრებს, რომელთაც უცენზურო სიტყვები დაადეს პატრიარქის გამოსახულებას. თუმცა ეს შემთხვევები უკვე იმდენად უსუსური და კომიკურია, რომ გაბრაზებულებსაც კი უთხელდებათ თავთავიანთი რიგები. დასანანი მხოლოდ ისაა, რომ ამით - ამ იდიოტიზმითა და ფანატიზმით - თავად რელიგიის, ქრისტიანობის დისკრედიტირება ხდება და ზონდერმღვდლისგან ნაცემ და ნაგინებ თინეიჯერს თუ ექს-თინეიჯერს - ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე - ზოგადად ქრისტიანობაზეც უცრუვდება გული. ეს ადამიანები, ზონდერმამაობები თუ მორწმუნე ამკრძალავები, ვერ ხვდებიან, რომ ამ აგრესიით, ამ ველური და მახინჯი ფანატიზმით არა ჰელოუინის ავ სულებს, ან ინტერნეტის ანტიღვთიურ ბაცილებს, არამედ სწორედ ქრისტიანობას დევნიან ამ ხალხის გულებიდან. რადგან მე ასე მასწავლეს: როდესაც თავისუფლებას ებრძვიან ადამიანში, ებრძვიან ქრისტესაც.
an12
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9614
წევრი No.: 47990
რეგისტრ.: 27-November 07

გამოგზავნილია: 28 Jan 2010, 15:26  #17673548      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
- ღირსი არ იქნები ეხლა, ხელები რო დაგიმტვრიონ?! თამარზე როგორ დაწერე!

ერთი "ძმაო" არ დაუყოლებია, თორემ დანარჩენი ყველაფერი მარიო პიუზოს რომანის თბილისელი ადეპტებისგან ჰქონდა გადმოღებული.

მარტო მამა ტარიელისთვის კი არა, ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო ირაკლი კაკაბაძის რეაქცია. ირაკლი ფეხზე წამოხტა და ისტერიულად დასჭყივლა:

- თქვენ ხართ კაგებეშნიკები, ეშმაკეულები და დამნაშავეები! თქვენ არ ხართ ქრისტიანები!

მახსოვს, მე პატრიარქის მდივანს, შორენას მივუბრუნდი და შეშინებულმა შევთხოვე (გულწრფელად რომ ვთქვათ, ისიც დამფრთხალი იყო):

- ირაკლის დიაბეტი აქვს, მაგის ანერვიულება არ შეიძლება, რამე ტკბილი უნდა ვაჭამოთ!

ქ-ნი მდივნის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან საიდანღაც მომენტალურად გააჩინა შოკოლადები და მურაბებიც კი, თუმცა, სამწუხაროდ, ვერაფრის გასინჯვა ვერ მოვასწარით
biggrin.gif biggrin.gif
მაგრად ვიხალისე..... კარგად წერს ბუღაძე...
IOSKAMAN
Super Crazy Megrel ++


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 29441
წევრი No.: 22418
რეგისტრ.: 13-August 06

გამოგზავნილია: 28 Jan 2010, 15:32  #17673644      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · im
ბუღაძის დედაც ***** ეგ *****...

და ვაბშე რა დაწერა რო ეგეთი? ვინაა და რატო ვაგინებ?



აი ეგეთ პონტში ვართ ძმებო რააა
dr_jivago
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2846
წევრი No.: 86457
რეგისტრ.: 12-March 09

გამოგზავნილია: 28 Jan 2010, 15:35  #17673692      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
როგორც მოგახსენეთ, დისკუსია მშვიდად მიდიოდა, მაგრამ უეცრად კარი გაიღო და ოთახში "ბუშლატის" ჯიბეებში ხელებშეყოფილი, ნაცრისფერწვერიანი და კინკრიხოზე სუმოისტივით თმაშეკრული ვინმე მამა ტარიელი შემოვიდა. მამა ტარიელმა გაბრაზებულმა მოათვალიერა ოთახი, ჯიბიდან ცალი ხელი ამოიღო და კლასიკური თბილისელი ძველი ბიჭივით, ხრინწიანი ხმით, იკითხა:

- აბა, ერთი რომელმა დაწერეთ ივანე რუსზე?

..."ივანე" თქვა "იურის" მაგივრად.

ჯერ დავიბენით, მერე კი ჩვენდაუნებურად გავითამაშეთ ძველი ამერიკული ფილმის, "სპარტაკის" ფინალი: "მე ვარ სპარტაკი!.. მე ვარ სპარტაკი!"...

მეუფე ზენონს კი აშკარად დაეტყო, რომ სრულებითაც არ ესიამოვნა მამა ტარიელის შემოსვლა. მკაცრად მიმართა კიდეც, მამა ტარიელო, მაგრამ იმან არც მოუსმინა, - სპარტაკის მეთოდმა არ გაჭრა: მამა ტარიელმა შესანიშნავად იც




ბატონი ლაშას პირველი რუსი როცა წავიკითხე....
რუმის სულთანი წარმომიდგა... და ის ისტორია... მასთან დაკავშირებული....
(ვინმემ იქნებ თქვას მითიაო... მაგრამ მაინც)
ხოდა თამარი რომ ძალიან ლამაზი იყო ისიც ეჭქვეშ დააყენა რატომღაც ლაშა ბუღაძემ და ეგეც მეწყინა...

კიდე ეს არ მომწწონა...
... იურიზე მოგახსენებ, გვარად ბოგოლიუბსკიზე - სუე უბედურ რუს კაცზე, იმ წყეული ღამის ჭეშმარიტ ბატონ-პატრონზე!

უფალო იესო! აშორე განკითხვის დღეს შენი რისხვა ყველა სულიერს - მის გარდა! დეე, საუკუნო ცეცხლოვანმა გეენამ შთანთქას მისი უბადრუკი სული, არ ეღირსოს..." და ა.შ.

(ნაკლებად წარმომიდგენია... თამარის მიერ წყევლა და კრულვა.... ასეთ ფორმებში...თამარი ხომ რეალურია
და არა გამოგონილი პერსონაჟი ... ქალი მეფეა.... აღზრდილი და მომზადებული ამისთვის)...

მერე ეს არ მომეწონა:
,,კაცმა არ იცის, როგორ გამოიყურებოდა მაშინ თამარი! ან ხმა, როგორი ჰქონდა? ქართველ ქალებს, რო ხმები აქვთ, ალბათ ისეთი - სადღაც მოუქნელი და სადღაც სასიამოვნოც. უკანალი ჩავარდნილი - ანუ ქართული. ოდნავ შესამჩნევი ღინღლი ნორჩ სახეზე -ესეც ქართული. ჯანმრთელი თმა და გადაბმული წარბები, როგორც ფრესკაზეა. ''


რაიცი ლაშიკო? იქნებადა მაშინაც იყვნენ შორენა ბეგაშვილები??? თაკო ჩხეიძეები და კრისტი ყიფშიძეები?
აკი განთქმული იყოო ქართველი ქალი თავისი სილამაზითო?
მაინცდამაინც ჩავარდნილი უკანალი წმინდან მეფეზე რატომ?
(ხოდა ამის გამო გაგკიცხეს ზომაზე მეტადაც)


არც ეს:

,,
ახალდაქორწინებულები ორი კვირით ერთმანეთს დააშორეს, რადგან ეს ორი კვირა - დიდი მარხვის ბოლო ორი კვირა იყო.

თამარისათვის საუკუნესავით გაიწელა ეს დრო. დიდი ხუთშაბათიო, წითელი პარასკევიო.. არა და არ დაადგა საშველი აღდგომის დილის გათენებას! ''

უხერხულად ჟღერს რაღაცნაირად....

ესეც საზიზღრობაა:
,,საერთოდ, ქართველს დია უხარია, როდესაც უცხოელი მის ენაზე ცოდვილობს, არც შენიშვნებს იძლევა იურის თანამემამულესავით - ესა და ეს სიტყვა, ასე კი არ უნდა გეთქვა, ისეო, - მაგრამ თამარი, რატომღაც შეაშინა ქმრის დანჯღრეულმა ქართულმა - ჩვეული აღფრთოვანება არ გამოუწვევია მის ცარიცა ტამარ გაიხადე-ს, თუმცა გვირგვინი, იურისაზე ორჯერ უფრო დიდი, მანაც მოიხსნა და აი, სადღა დადო, უკვე ვეღარ დაიმახსოვრა, რადგან იური-რუსმა სწრაფი მოძრაობით ჩაიძრო კვართივით დახვეული ამხანაგი და მეფეთ მეფეს წინაშე, ლამისაა მუხლამდე დაკიდებული ვარდისფერი სარცხვინებლით წარსდგა.



მეფეთ მეფემაც თვალებზე ხელები აიფარა და რაც მერე მოხდა, ვეღარ დაინახა - მხოლოდ იგრძნო. ''
(მაგრამ ალბათ 19 წლის ბიჭის სექსუალური გამოცდილების და ფანტაზიების ნაყოფია...
მოყოლილი ან გამოცდილი... ვინ იცის.... )

მოკლედ რა.....
ლაშსას ეს მოთხრობა საშინლად არ მომეწონა...
არა მხოლოდ როგორც მართლმადიდებელს..
არამედ როგორც ლიტერატურისა და ისტორიის მოყვარულს.....

წუნია მის შემოქმედებაში.....

მაშინაც კი.... თუ რუსების ავადსახსენებელ სახებას ამ ერთ კაცში აერთიანებს...

მაინც წუნია.....

თუმცა ამ ადამინის საუბრები.... წიგნების გარჩევა... მომწონს და ვაფასებ მის განათლებას...
(გია ბუღაძეს რაც შეეხება.... მისი ნახატები არ მომწონდა უნივერსიტეტის ფრესკებიდან....რაღაცნაირად ყველა
ნახატი და სახე მას ჰგავდა და იმიტომ)
სხვა მხრივ... ბევრი კარგი მსმენია მასზე და არც იმით დავიწუნებ ამ მთავრობას თუ ეხოტბება....
დრო მაინც თავის ალაგს მიუჩენს ყველას.




ვისაც მაგ მოთხრობის ნახვა უნდა... აგერ ლინკიც....
http://guricha.ge/forums/lofiversion/index.php/t226.html

This post has been edited by dr_jivago on 28 Jan 2010, 15:39


--------------------
დააბოლეთ კოლა! (მე)


http://www.myvideo.ge/?video_id=566362
მერკუციო
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8296
წევრი No.: 99163
რეგისტრ.: 5-September 09

გამოგზავნილია: 28 Jan 2010, 15:39  #17673772      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
dr_jivago
არა უშავს რომ არ მოგეწონათ. თქვენ რომ დაგწერათ პასტერნაკმა, იმასაც ეუნებოდნენ, არ მოგვწონს და ვგმობთო.


--------------------
რაც შეეხება "მაცივრის დაცარიელების" საკითხს... ეს არის სრულიად გამოგონილი, ტვინის სარეცხი ორის მიერ გამოგონილი მოდელირებული მოვლენა და არავითარი კავშირი არ აქვს მართლა მაცივართან. (c) შავლეგა
dr_jivago
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2846
წევრი No.: 86457
რეგისტრ.: 12-March 09

გამოგზავნილია: 28 Jan 2010, 15:43  #17673832      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მერკუციო
QUOTE
dr_jivago
არა უშავს რომ არ მოგეწონათ. თქვენ რომ დაგწერათ პასტერნაკმა, იმასაც ეუნებოდნენ, არ მოგვწონს და ვგმობთო.


ლაშა ბუღაძე ნობელის პრემიას თუ მიიღებს.... მაგ მოთხრობის გამო არ მიიღებს...
რადგან არც ლიტერატურული ფასეულობა აქვს და არც მშვილდობის მომტანია მაინცდამაინც....
ძალიან ჩანს რუსული ხასიათი და იმიტომ....

თან არც ჩერჩილია ლაშა ბუღაძე
რომ მოახლოვებულ ქარიშხალში მშვიდობაზე მეტად ლიტერატურა დაინახონ!


ხოდა ვერ გავიგე რა შუაშია პასტერნაკის საბჭოური დაწუნება....
გახსოვთ მაინც როგორ ლანძღავს ბოლშევიკებს და უღმერთოებს?

ეტყობა არა!
მერკუციო
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8296
წევრი No.: 99163
რეგისტრ.: 5-September 09

გამოგზავნილია: 28 Jan 2010, 15:47  #17673900      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ძირითადად, საპატრიარქოს დოგმატიკოსი ინტელექტუალი, პრესმდივანი გიორგი ანდრიაძე გვეკამათებოდა

ყოვლად გონებაჩლუნგი და "ბნელი პიროვნება".
QUOTE
მამა გიორგის თუ მამა დავითს

ეს ასპროცენტიანი დავით ისაკაძე იქნებოდა - მმკ-ს იმამი.

პ.ს. ხო, არ დაგავიწყდეთ ჩემთვის იმის შეხსენება, რომ ეკლესიას და მართლმადიდებლობას ვებრძვი.
dr_jivago
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2846
წევრი No.: 86457
რეგისტრ.: 12-March 09

გამოგზავნილია: 28 Jan 2010, 15:50  #17673964      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა

მერკუციო

QUOTE
ძირითადად, საპატრიარქოს დოგმატიკოსი ინტელექტუალი, პრესმდივანი გიორგი ანდრიაძე გვეკამათებოდა




ყოვლად გონებაჩლუნგი და "ბნელი პიროვნება".
QUOTE
მამა გიორგის თუ მამა დავითს


ეს ასპროცენტიანი დავით ისაკაძე იქნებოდა - მმკ-ს იმამი.

პ.ს. ხო, არ დაგავიწყდეთ ჩემთვის იმის შეხსენება, რომ ეკლესიას და მართლმადიდებლობას ვებრძვი.



არ გვაინტერესებს ვის ებრძვი ან რას ებრძვი....
ასეც და ისეც კაფი შენია ...

გიორგი ანდრიაძის გონებაჩლუნგობა კი ასევე შენი სუბიექტური აზრი...

Baltimore
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 936
წევრი No.: 73233
რეგისტრ.: 2-November 08

გამოგზავნილია: 28 Jan 2010, 15:53  #17674000      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეს ესეი ("პირველი რუსის" ამბავი) ბუღაძის მოთხრობის ავ-კარგიანობის განსახილველად არ დავდე.
დავდე მათთვის, რომ ვინც ჩემასვით არ იცოდა რა ამბები მოყვა მოთხრობის გამოქვეყნებას, გაეგო.
მე პირადად, გულახდილად ვიტყვი, ესეიში მოთხრობილმა ამბებმა შემძრა.

This post has been edited by Baltimore on 28 Jan 2010, 15:53
dr_jivago
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2846
წევრი No.: 86457
რეგისტრ.: 12-March 09

გამოგზავნილია: 28 Jan 2010, 15:54  #17674027      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მე ჩავიბლუყუნე, რომ თუკი მორწმუნეთა გრძნობებს შეურაცხყოფა მივაყენე, სინანულს განვიცდიდი ამის გამო და თავი ჩავქინდრე.

- ყველაფერი კარგად იქნება, - გვითხრა პატრიარქმა და აუდიენციაც დასრულდა.




აი ესაა ამ ყველაფრიდან მთავარი!



Baltimore
QUOTE
ეს ესეი ("პირველი რუსის" ამბავი) ბუღაძის მოთხრობის ავ-კარგიანობის განსახილველად არ დავდე.
დავდე მათთვის, რომ ვინც ჩემასვით არ იცოდა რა ამბები მოყვა მოთხრობის გამოქვეყნებას, გაეგო.
მე პირადად, გულახდილად ვიტყვი, ესეიში მოთხრობილმა ამბებმა შემძრა.



გასაგებია....

ნეტა თავიდანვე გეთქვა....
როგორ გავბედავდით....


ჭიქაში ქარიშხალია რა....
მშობლებს ვერ გამოცვლი ადამიანი ...
ანუ გენებს....
თორემ დანარჩენი ყველაფრის შეცვლა შეიძლება....ადამიანებს ვგულისხმობ!

This post has been edited by dr_jivago on 28 Jan 2010, 15:56
Kmuno
 


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14294
წევრი No.: 87965
რეგისტრ.: 2-April 09

გამოგზავნილია: 28 Jan 2010, 15:55  #17674046      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · aim
QUOTE
ეს ესეი ("პირველი რუსის" ამბავი) ბუღაძის მოთხრობის ავ-კარგიანობის განსახილველად არ დავდე.
დავდე მათთვის, რომ ვინც ჩემასვით არ იცოდა რა ამბები მოყვა მოთხრობის გამოქვეყნებას, გაეგო.
მე პირადად, გულახდილად ვიტყვი, ესეიში მოთხრობილმა ამბებმა შემძრა.


მდაააა, ცავიჯდე უნდა...
კაი, გემრიელი საღამო მელის. smile.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია

© ერნესტ რენანი
მერკუციო
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8296
წევრი No.: 99163
რეგისტრ.: 5-September 09

გამოგზავნილია: 28 Jan 2010, 15:56  #17674073      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
დათოს სიდედრმაც, ქალბატონმა ნათელამ, ცრემლიანი თვალებით შემომხედა და ხმადაბლა ჩაილაპარაკა:

- ამ დროს, რა კარგი ბიჭი ხარ, კაცო.

biggrin.gif

QUOTE
მახსოვს, როგორი აქოშინებული მოვარდა მეუფე ზენონი, - ვიდრე პატრიარქთან შევიდოდით, რაღაც კელიისმაგვარ ოთახში შემიყვანა და მითხრა, რომ თუკი მონანიებას გადავწყვეტდი, კვიპროსზე წამიყვანდა მოსალოცად -

biggrin.gif biggrin.gif

QUOTE
მამა ტარიელის დამაფრთხობელმა, მსუბუქად მოქანავე ნიკო თოფურიძემ კი ღიმილით ჰკითხა: შორენა, თქვენ რომელი სკოლა დაამთავრეთო?


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
QUOTE
შორენამ დამირეკა და მთხოვა, არ გამეშვა, - მითხრა მან, - ხომ გესმის, საპატრიარქოს ვერ გადავახტები.


biggrin.gif
svani67
ხოლა ჭყინტ


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10354
წევრი No.: 55705
რეგისტრ.: 14-March 08

გამოგზავნილია: 28 Jan 2010, 15:57  #17674087      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ბიძაშენი ჭაბუა როგორ გვერდში უდგას ედუარდს

boli.gif

dr_jivago
QUOTE
კრისტი ყიფშიძე


სომეხია, ქართველი არაა

**********************************************

QUOTE
უკანალი ჩავარდნილი - ანუ ქართული.


ანუ ისეთივე, როგორიც თავად ლაშას აქვს


ყველაზე მეტად არ მომეწონა, რომ თამარი მაგარ ტეტია, გოიმ ქალად გამოიყვანა, რომელიც ასაკში უცილობლად დედაკაცად გადაიქცეოდა.


0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (8) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0474 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]