ზურაბ ნოღაიდელი - არჩევნების გაყალბების შემთხვევაში წყნარად რეაგირებას არ ვაპირებ
"მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის’’ ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი არჩევნების გაყალბების შემთხვევაში მკაცრი ქმედებების განხორციელებას გეგმავს.
‘’გაყალბების შეთხვევაში წყნარად რეაგირებას არ ვაპირებ; ჩვენი მოქმედებები ძალიან მკაცრი და კონკრეტული იქნება’’, - განუცხადა ჟურნალისტებს ნოღაიდელმა დღეს, ბათუმში ყოფნისას.
Eექსპრემიერის თქმით, ხელისუფლების მხრიდან არჩევნების გაყალბება უკვე დაწყებულია და ამ პროცესზე რეგულარული რეაგირება უნდა მოხდეს.
Mმისივე განცხადებით, პარალელურად, ხელისუფლებამ საგრძნობლად გაააქტიურა ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინება და ტერორი.
‘’ჩვენ ამ ყველაფერზე მკაცრ რეაგირებას მოვახდენთ და ნურავის ნუღარ გაუკვირდება ჩემი ტერმინების ‘’ხელებს მივატეხ თუ ფეხებს’’, - აღნიშნა ნოღაიდელმა.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1ზურა ჩვენი ხმების სადარაჯოზე
ნოღაიდელის პარტია ყაზახეთის მმართველ პარტიასთან შეთანხმებას გააფორმებს
"მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ახლო მომავალში ყაზახეთის მმართველ პარტია “ნურ ოტანთან” პარტიული შეთანხმების გაფორმებას გეგმავს.
ამის შესახებ მოძრაობის ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა დღეს, ბათუმში გამართულ პრესკონფერენციაზე, რაზეც ყაზახეთში ვიზიტი შეაჯამა.
ნოღაიდელის თქმით, ასტანაში ყოფნის დროს საფუძველი ჩაეყარა საქართველოს და ყაზახეთის მომავალ ურთიერთობებს. როგორც ექსპრემიერმა აღნიშნა, ვიზიტის დროს ყურადღება გამახვილდა ორ მნიშვნელოვან საკითხზე, კერძოდ, დაცული იყოს საქართველოში უკვე დაბანდებული ყაზახური ინვესტიციები და ქვეყანაში სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი ყაზახური ინვესტიცია შემოვიდეს.
“ნურ ოტანი” საერთო ნაციონალური პარტიაა,
რომლის რიგებში თითქმის 700 ათასი ყაზახია გაერთიანებული. პარტიის ლიდერია ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიტენტი ნურსულთან ნაზარბაევი.
ზურაბ ნოღაიდელი ყაზახეთში 16-18 თებერვალს, საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1ზურა ყაძახებთან მეგობრობს
ვინ მისცა ამ ვაჟაბტონს ქვეყნის სახელით საუბრის უფლება?
This post has been edited by ხარონი on 19 Feb 2010, 16:22