#19660515 · 17 May 2010, 22:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
2008-ში ომის მერე რუსები კალიებივით შეესიენ უცხოურ ფორუმებს. ჰოდა, მეც გადავწყვიტე შევსულიყავი და მათი ტყუილები მეაშკარავებინა. ერთერთ კანადურ ფორუმზე ერთერთ რუსთან კარგა ხანი ვკამათობდი. ნიშნს მიგებდა ხოლმე, აგერო სირია მხარს გვიჭერსო, ვენესუელაც და ნიკარაგუაცო. თითის გაშვერით დავცინოდი, ერთი ნორმალური ქვეყანა არ დაგიდგათ გვერდზე მეთქი. რას ქვია ნორმალური, რითია სირია ამერიკაზე უარესიო, თვალების ფახულით მეკითხებოდა. რუსებს ბევრი დასცინოდა ამ ფორუმზეც, ვერ ხვდებიან, რომ წარსულში რჩებიან და ჩამყაყებულ ქვეყნებთან მეგობრობენ და თანამშრომლობენო. საკუთარი თავის ობიექტური კრიტიკა კი არ ყოფილა ადვილი.
ძნელი სათქმელია რა მოყვებოდა ნორმალურ ქვეყანაში რელიგიის ასეთ აქტიურობას იმიტომ, რომ ამის პრეცენდენტი არ არსებობს, თუმცა ვფიქრობ, რომ პირველივე მცდელობაზევე მოსვამდნენ ადგილზე.
იმათთვის კი ვისთვისაც ეს სიმართლე მწარეა, მინიმუმ ორი გზა არსებობს: ან რუსებივით იმშვიდეთ თავი, რომ ირანი არაფრით ჩამორჩება ინგლისს. ან ერთერთი ფორუმელივით ხშირ-ხშირად მიაკითხეთ საიტებს, სადაც წერენ, რომ დანიის 95% ლუთერანია, 3% სხვა ქრისტიანი, 2% მუსულმანი და 0% ათეისტი/აგნოსტი/სხვა - სირაქლემის პოზაში აბა ვინ არ ჩამდგარა.
ძალადობას არ ვამართლებთო? არა მარტო ამართლებენ, ახალისებენ კიდევაც.
--------------------
Whatever the f#$% it takes!
|