ეხლა რაც შეეხება ამას:
მუხლი 236. ცეცხლსასროლი იარაღის, (გარდა გლუვლულიანი სანადირო
თოფისა საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან
ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძე
ნა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან
გასაღება
2. ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება,-
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
ჯარისკაცს ცეცხლსასროლი იარაღის ტარებისათვის ასამართლებთ ნაწილის ტერიტორიაზე?

თანაც მცდელობისათვის?

მუხლი 226. ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც
არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში
აქტიური მონაწილეობა
ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან ან რამაც ტრანსპორტის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია, აგრეთვე ასეთ მოქმედებაში აქტიური მონაწილეობა,
-ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
ამ მუხლზეც გინდა კომენტარი გავაკეთო?

მუხლი 388. სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის
თვითნებურად დატოვება
1. გაწვეული სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვება, აგრეთვე ნაწილში დანიშვნის, ნაწილიდან დათხოვნის ან გადაყვანის დროს, მივლინებიდან, შვებულებიდან ან სამკურნალო დაწესებულებიდან სამსახურში საპატიო მიზეზის გარეშე დროულად გამოუცხადებლობა ორ დღე-ღამეზე მეტი ხანგრძლივობით, მაგრამ არა უმეტეს ათი დღე-ღამისა,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. (28.04.2006. N2937)
და ესეც შენი 388
ეხლა მეტყვი სადაა აქ ამბოხის ბრალდება, ან ბოდიშს მოიხდი დეზინფორმაციისათვის
პსი. დასაწყისში როგორც შეგპირდი, ბოლოსათვის შემოვიტოვე კიდევ ერთი..........
ჰარიფი თავისი საქმის არმცოდნეს, პრაფანს ნიშნავს
იცოდე მაინც
joaoმადლობთ, ისედაც საკმარისზე მეტი ვიცი მაგ პროცესზე სანდო წყაროებისაგან, უბრალოდ არგუმენტებად არ ვიყენებ აქ
This post has been edited by ჩოხა on 17 May 2010, 22:15