ისე, საინტერესოა მართლა რა პერსპექტივა გვაქვს...
ჩემი აზრით, 2013 წლამდე არაფერი შეიცვლება და მიშას შემდეგ თუ მოვა ისევ დეკლარირებული მედასავლეთე პრეზიდენტი, აშშ-ს და NATO-ს სამხედრო მოკავშირე, ხელახლა დაიძაბება სიტუაცია ამ კუთხით და ისევ გააქტიურდება ეს საკითხი, რადგან ეს იქნება მკვეთრი მესიჯი ქართული საზოგადოებისგან, რომ შეუძლებელია "ქართველი იანუკოვიჩის" მოძებნა და შეუძლებელია საგარეო პოლიტიკის კურსის რევერსი მოსკოვის ორბიტისკენ და რომ ნაცმოძი და მიშა კი არ მიიწევენ მარტო NATO-სკენ, არამედ მთლიანად ქართული პოლიტსპექტრი და საზოგადოება.