tariaki
დავსვამ ორიოდ შეკითხვას:
1. რატომ ასაიდუმლოებს ხელისუფლება თრუსოს ხეობაში მოსალოდნელ საფრთხეს? ნაცების ბუნებიდან გამომდინარე, თითქოს ხომ წივილ-კივილი უნდა აეტეხათ?
2. ამ გაგანია სიცხეში რა ეყრილობება ეროვნულ ფორუმს? რატომ არ მოიწვია ყრილობა გაზაფხულზე ან შემოდგომაზე?
აქვე გიპასუხებ:
მდგომარეობა იმდენად სავალალოა, რომ მოსახლეობის უმეტეს ნაწილს დაფიქრებაც კი არ სურს - დასავლეთს აღარ ძალუძს რუსეთის შეკავება ასეთი თავლაფდასხმული და ძალადობით ხელისუფლებაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების პირობებში - ამჟამად ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც სახელმწიფო ფაქტიურად არ გააჩნია და საგარეო საფრთხის პირობებში უსუსურნი ვართ, რადგანაც ხელისუფლებისადმი საზოგადოების ნდობა ძალზედ დაბალია!
ამ ხელისუფლებას არ შეუძლია მოსახლეობის ერთ მუშტად შეკვრა...
რუსეთი არ აპირებს დაკმაყოფილდეს საქართველოს სრული ანექსიით - მას ეს სულაც არ სჭირდება - ურჩევნია ნაწილებად დაშალოს და კავკასიონის გადმოღმა ყველა სტრატეგიული პუნქტი სამხედრო ძალით გააკონტროლოს, ხოლო დანარჩენი ტერიტორია სხვა მეზობლებს მიუგდოს საჯიჯგნად...
ეს გამოიწვევს საქართველოს არამხოლოდ როგორც სახელმწიფოს, არამედ როგორც ქვეყნის ამოგდებას...
რას ფიქრობენ ამის შესახებ ნაცები? მათ ეს სცენარი აწყობთ - აღარ არის სახელმწიფო - აღარ იქნებიან სამართლებრივ დევნაში ხელისუფლების დაკარგვის შემდეგ - რა, რუსეთი მოედავება თუ სომხეთი - მოძმე ქართველი ხალხი რატომ გაძარცვეთ და დააქციეთო?
რახან არ იქნება სამართლებრივი დევნა, ცხადია, ნაძარცვის გათეთრებაც აღარ გაუჭირდებათ, ხომა?
ჰოდა, ნაცები ახლა იმასღა ელიან, რომ რუსულ-ოსურმა ტანდემმა თრუსოს ხეობას დასცხოს და იქაც პატარა ომი გათამაშდეს, რათა მორიგი დაკარგული თუ ოკუპირებული ტერიტორიების ფონზე გმირულად აითესნონ!
დასავლეთს კი ენანება გავლენის სფეროს დაკარგვა, მაგრამ იმასაც კარგად ხედავს, რომ ნაცები ვერ გამოადგებიან დასაყრდენად - სწორედ ამიტომაც მოუწოდებენ ოპოზიციას, რომ ძალა დაანახონ მსოფლიოს - ეძებენ პოლიტიკურ ძალას, რომელიც შესძლებს ქართველი საზოგადოების გაერთიანებას!
სწორედ ამიტომაც არიან მოწადინებულნი, რომ ყველაზე ორგანიზებულმა და რეიტინგულმა ძალამ დროულად მოახერხოს საკუთარი ძალის დემონსტრირება და ამიტომაც აქტიურად ახორციელებენ ზეწოლას ნაცებზე, რომ დროზე დაგვითმონ ყრილობისთვის სპორტის სასახლე...
ეს ყრილობა იქნება ათვლის წერტილი ნაცების დასასრულის დასაწყისისა, ამიტომაც გამალებული კონსულტაციები მიმდინარეობს ჩვენი ძალოვანებისა რუსებთან, რომ დროზე გააჩაღონ ომი, ხოლო მანამდე ყველანაირი მამაძაღლობით გააჭიანურონ ეროვნული ფორუმის ყრილობის დანიშვნა...
საქართველოს დანაწევრების სცენარს დასავლეთი უკვე შეგუებულიც კი იყო, რომ არა შეგონებანი გარკვეული ძალებისა(აბა მიხვდით, რომელ ძალებზეა ლაპარაკი), რომ დრო კიდევ მიეცათ საქართველოსთვის, რათა გამოსულიყო პოლიტიკური სტაგნაციიდან...
სწორედ ამიტომ მოუწოდებდა ეროვნული ფორუმი სხვა ოპოზიციურ პარტიებს ნაცების დროზე გაყრისაკენ, რადგანაც ქვეყნის დაღუპვის გეგმა ჩვენთვის უკვე ცნობილი იყო, ხოლო დასავლეთი მხოლოდ მაშინ დაგვიჭერდა მხარს, თუ კი საარჩევნო გარემოს შეცვლისთვის იქნებოდა ბრძოლა...
ვერ გაიგეს ეს ოპოზიციონერებმა თუ - არ გაიგეს? მე უფრო მეორე მგონია, რადგანაც ეროვნულ ფორუმი მთელი წლის განმავლობაში აწარმოებდა მძიმე კულუარულ საქმიანობას...
ეროვნული ფორუმის არჩევნობანაში ჩარევა ხელს შეუწყობდა ბიშკეკობანას დადგმას, რასაც ასე სულმოთქმელად ელოდებოდნენ როგორც კრემლში, ასევე - ვანიჩქას კანტორაშიც... როცა გაყალბებით აგებს მსხვილი ოპოზიციური პარტია, მის მიერ მოწყობილი საპროტესტო აქცია ადვილად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბიშკეკობანას სცენარისათვის, ხოლო პაჭა-პუჭა პარტიებს რომ ხალხის აჯანყებისთვის საჭირო კრიტიკული მასის ქუჩაში გამოყვანა აღარ შეუძლიათ, სწორედ ამან გადაგვარჩინა...
ერთია, როცა აღელვებული ხალხი გამოცვივდება ქუჩაში და უკონტროლო ქმედებებს სჩადის, ხოლო მეორეა, როცა კარგად ორგანიზებული ოპოზიციური პარტია მშვიდად იწყებს დაუმორჩილებლობით ხელისუფლების მოგუდვას!
ყველა ის პარტია, რომელმაც უარი თქვა საკუთარი ხელისმოწერით აღებული ვალდებულების შესრულებაზე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის ბრძოლასთან დაკავშირებით, ან საქართველოს შეგნებული მოღალატეა, ან - შეუგნებელი მოღალატე...
ეროვნული ფორუმი, ვიმედოვნებ, აღარავის გადააფარებს მფარველობის კალთას და არც აღარავის ქაქებს აღარ შეიზელს - აწი, ამეების დაპოსტვისთვის ან მე გამაგდებენ პარტიიდან

და ან კიდევ მალე ეროვნული ფორუმი სააშკარაოზე გამოიტანს ოპოზიციონერების ნამდვილ სიფათებს! - საამისოდ დრო, მგონი, უკვე მწიფდება...
This post has been edited by Precursor on 8 Jun 2010, 23:19