რეგიონებში პენსია 10 ლარით გაიზრდება
11.06.10 14:47
რეგიონებში პენსია შემოდგომამდე 10 ლარით გაიზრდება, ჯონდი ბაღათურია აცხადებს, რომ მან მმართველ გუნდთან საკუთარი ინიციატივის თაობაზე შეთანხმებას უკვე მიაღწია. დეპუტატი მიიჩნევს, რომ 10 ლარით პენსიის მომატება საკმარისი არ არის და პენსიონერებისათვის ხელზე ასაღები თანხა მინიმუმ 150 ლარი უნდა გახდეს.
როგორც ცნობილია დღეს პარლამენტი კიდევ ერთ კანონპროექტს დაამტკიცებს, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველი მოსახლეობა გაზისა და ელექტროენერგიის ადმინისტრაციული ჯარიმებისაგან გათავისუფლდება.
http://rustavi2.com/news/news_textg.php?id...=main&ct=0&wth=