იმღერე მეთქი! წყეულ გიტარას
სიმი დასწყვიტე უმადური,
დაე, დაგვალხოს ამ საღამოს ბოღმამ და ხვატმა,
,ჩემო ერთადერთო, ნაღდო მეგობარო!
ნუ აცქერდები ამ სათუთ ნებებს,
და ნურც აბრაშუმს,
მრუმე ტევრად მხრებიდან ჩაღვრილს,
ამ ქალბატონში მე ვეძებდი ბედნიერებას
და საკუთარი აღსასრულის მოწმე კი გავხდი.
მე არ ვიცოდი-სიყვარული წააგავს სახადს,
მე არ ვიცოდი, სიყვარული ყოფილა კეთრი-
მოვა, მოგაპყრობს მიბნედილი თვალების ღადარს,
ვინც უნდა იყო სულერთია, ჭკუიდან შეგშლის...
იმღერე, ჩემო მეგობარო, და მომაგონე
უკვე ჩავლილი სიგიჟმაჟით სავსე წუთები
დე, ეშხიანი კახპა ახლა სხვას ეხვეოდეს
და სხვას კოცნიდეს ცოდვიანი ცხელი ტუჩები.
არა, მოიცა! რაღად მინდა ახლა ყვედრება!
არც შეჩვენება მინდა მისი. დე, იყოს ასე!
მოდი ,ავაწყობ ამ გიტარას სულ სხვა რეგისტრში,
საკუთარ ცოდვებს მოვიგონებ მის დაბალ ხმაზე.
ჩამოიღვრება მოვარდისფრო დღეთა ნაკადი
და გულიც იტევს მოგონებებს- ტკბილსა და მწარეს-
როგორ ვიკრავდი მე ამ მკერდზე გოგონას მრავალს,
ბნელ კუთხეებში უამრავ ქალს ვძალავდი ალერსს.
აქვს დედამიწას უმწარესი კანონი ერთი,
შემიმჩნევია ჯერ კიდევ ბავშვს ფართო თვალებით-
როგორ ლოშნიან ამძუვნებულ ძუკნას ხვადები,
და იერიშზე გადადიან მორიგეობით...
და მე რატომღა ვეჭვიანობ ასე ძალიან
ღირს კი საერთოდ ,განიცადო, ანდა იგლოვო,
თუკი ცხოვრება საბოლოოდ-სარეცელია,
შეგინებული სარეცელი, მხოლოდდამხოლოდ!
იმღერე მეთქი, მეგობარო, უბედურება
მოაქვთ ამ ხელებს, ბედისწერის როკვად გაწვდილებს.
თუმცა, ეშმაკსაც წაუღია მათი ხსენება!
მე სიკვდილს, ჩემი მეგობარო,
აღარ ვაპირებ!
აქ უკვე იმდენჯერ ახსენეს ესენინი, იყოს ესეც, ჩემს მერ 18 წლის ასაკში თარგმნილი.
მართალია, მიშას და მიშისტებს ესენინის ბევრი არაფერი გაგვეგება, მაგრამ მაინც...
,
Some men see things as they are and ask why.
Others dream things that never were and ask why not.
G. B. Shaw