ეს წერილი საინფორმაციოდ და სადისკუსიოდ დაიდო და არა ვინმეს გალობისთვის. რამდენად შესაძლებელია საქართველოში სინგაპურის მსგავსი სისტემის აშენება? რამდენად რეალურია ეს განაცხადი ჯანდაცვის სექტორის მაგალითზე? როგორც ამბობენ ეშმაკები დეტალებშია და აგერ ბატონო დეტალებიც სინგაპურის ჯანდაცვის მაგალითზე.
ცხადია, რაც უფრო მეტადაა ჯანდაცვის სექტორი საბაზრო პრინციპებზე აგებული, მით მეტია ეფექტურობაც და ხარისხიც, ამასთან სამედიცინო ბაზარს განსაკუთრებული მიდგომები და წესები აქვს. ამ მხრივ საინტერესოა თუ როგორ აქვს დაცული ეს წესები ყველაზე ლიბერალურ ქვეყანას. ქართველი ულტრალიბერალებისთვის მთლად მიმზიდველი არ იქნება სინგაპურის ჯანდაცვის დეტალები და ყველაზე ლიბერალური ქვეყნის გამოცდილებიდან გამომდინარე დასკვნა, რომ არარსებობს ეფექტური ჯანდაცვა სახელმწიფო და ინდივიდუალური პასუხისმგებლობების კომბინაციის გარეშე.
ერთი მხრივ ლიბერალური მიდგომები ეკონომიკაში, ხოლო მეორე მხრივ დეპოზიტურ სისტემაში (ძირითადად დეპოზიტური ანგარიშების სისტემაა დაზღვევისაგან განსხვავებით) გაწევრიანების სავალდებულოობა, რის გამოც სინგაპურის მთელი მოსახლეობა მოცულია. ჩვენთან რატომღაც არ მოსწონთ სავალდებულოობა და თვლიან, რომ ლიბერალური მიდგომით სავალდებულოობა პიროვნების უფლებებთან მოდის წინააღმდეგობაში და უარყოფენ, ისე როგორც უარყოფენ უნივერსალურ მოცვას. ჩვენგან განსხვავებით, დეპოზიტური სისტემის დანერგვისას სინგაპურელებმა ყოველგვარი იზმი გვერდზე გადადეს და მიჰყვნენ იმ წესებს, რომელიც საჭირო და აუცილებელია დაიცვა დეპოზიტების სისტემის განვითარებისათვის. სავალდებულო მოცვა დაკავშირებულია არაიმდენად წმინდა ეთიკურ თუ მორალურ პრინციპებთან, რამდენადაც დაზღვევის წესების დაცვასთან (რისკის პულინგი და ა.შ).
ლიბერალური ეკონომიკის პრინციპები უფრო მეტად პიროვნების პასუხისმგებლობსთან არის დაკავშირებული, ვიდრე სახელმწიფოს პასუხისმგებლობასთან, ამიტომაც არის, რომ სახელმწიფო ხარჯები სინგაპურში უფრო ნაკლებია პიროვნულთან შედარებით. ამასთან ყველა მოცულია და ხელმისაწვდომობა გარანტირებულია. იმ მხრივაც არის საინტერესო სინგაპურის ჯანდაცვა, რომ ყველაზე დაბალი ხარჯები აქვს (მშპ-ის 4 %), ჩვენზე უფრო დაბალი (ჩვენთან მშპ-ის 8 %) და ამდროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჯანდაცვის სისტემის მაჩვენებლებით 191 ქვეყნებს შორის სინგაპურს მეექვსე ადგილი მიანიჭა. ხოლო 2003 წელს პოლიტიკური და ეკონომიკური რისკის საკონსულტაციო ჯგუფმა მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო სამეულში შეიყვანა.
რაც შეეხება რეგულირებას, სახელმწიფოს ჩარევები საკმაო დოზით შეინიშნება. სახელმწიფო არეგულირებს საწოლთა ფონდს, გავლენას ახდენს ხარჯების ზრდის შეკავებაზე, ახორციელებს სახელმწიფო საავადმყოფოების (29 საავადმყოფოდან 19 სახელმწიფოსია) ნაწილობრივ სუბსიდირებას (80 %-ით). მე თუ მკითხავთ, ჰოსპიტალური სექტორში სახელმწიფოს ასე ძლიერ ჩარევებს პირადად არ ვეთანხმები, და ამ მხრივ ევროპის ზოგ ქვეყანას უფრო საბაზრო მიდგომები აქვს (მაგ. ჰოლანდია). და ა. შ.
და ბოლოს, ააშენებენ კი ჩვენთან ისეთ სისტემას როგორც სინგაპურშია? ვფიქრობ რომ არა. სინგაპური კიდევ ერთი ლამაზი მითია, რომლის დეტალები სრულიად სხვას მეტყველებენ. გიგი თევზაძის ერთ ცნობილ ნაშრომს თუ მოვიშველიებ, ესეც ასეთი მითებისაგან განჯადოების ერთი მაგალითია.
http://heconomic.wordpress.com/2010/07/07/tengiz-verulava-9/ This post has been edited by sasruli on 28 Jul 2010, 08:36