************************************************************************
ვერ ვიჯერებ რომ ეს ამბავი ჩემი ბავშვობის ძმაკაცებს შეემთხვათ
არც ვიცი როგორ დავიწყო

ეხლა მოვედი სახლში, იკას სახლიდან . ოჯახი განადგურებულია მორალურად და ფსიქოლოგიურად. ძალიან საშინელი ინფორმაციაა მაგრამ რას ვიზავთ

ღმერთს ჩვენდა სამწუხაროდ ადრე მოუნდა მისი იმ ქვეყნად წაყვანა. წარმოიდგინეთ იყო ბრწყინვალე დღე : იკა იყო ლევანის ბავშვის ნათლია, და ნათლობის ღამეს ასეთი უბედურებაა .....
ყველამ ვიცით რომ იმ მანქანაში 4 ადამიანი იჯდა, იკა და მძღოლი ამირანი (რომელიც ასევე ჩვენი ახლო მეგობარია) საუბედუროდ გარდაიცვალნენ და დანარჩენი 2 საშინლად დასახიჩრებული მაგრამ გადაურჩნენ ამ ავბედით ავარიას. ნოდარ მეშვილდიშვილი რომელიც ამავე დროს ამ საიტის ძირძველი წევრია
PLAYer_1 გაუკეთდა სასწრაფო ოპერაცია ელენთაზე (დაზუსტებით ხვალ დავწერ, ასევე დროს და ადგილს თუ თბილისის რომელ საავადმყოფოში გადმოიყვანენ) და ასევე ესაჭიროება ყბის ოპერაცია. მეორე დაზარალებული სახელად ლევან პავლიაშვილი იმყოფება "არამიანცის" სახ. საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში . მას აქვს მრავლობითი თავის ქალის და სახის ძვლის მოტეხილობები, ასევე შუბლის ძვლის და ცხვირის

; მოკლედ სახეზე პლასტიკური ჩარევა გარდაუვალია.
* * *
გასვენება როგორც ვიცი ხუთშაბათს არის .
მისამართი : ნუცუბიძის პლატო, II მიკრორაიონი, II კორპუსი, V სართ.
This post has been edited by trance maniak on 3 Aug 2010, 03:55