ესეც იყოს აქ

---------------------მთავრობის საინვესტიციო მოლოდინები არ გამართლდა
უცხოური კაპიტალის გადინება სოციალურ ფონს გააუარესებს
გაზეთ „რეზონანსის“ მიხედვით
ხელისუფლების მცდელობა ინვესტიციების ზრდასთან დაკავშირებით წელს წარუმატებელი აღმოჩნდა. ჯერ ერთი, დაგეგმილი ინვესტიციების დიდი ნაწილი ვერ განხორციელდა. ამასთან, საქართველოდან სწრაფი ტემპით გაედინება უცხოური ინვესტიციები.
პირველ კვარტალში საქართველოში 76 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით განახევრებული მაჩვენებელია.
ოფიციალური სტატისტიკით, პირველ კვარტალში ყაზახურმა ბიზნესმა ქვეყნიდან 14 მილიონ დოლარზე მეტის ინვესტიცია გაიტანა. 2010 წლის პირველ კვარტალში არაბულმა ინვესტიციებმაც სერიოზულად იკლო. ინვესტიციების გადინების კუთხით მეორე ადგილს ვირჯინიის კუნძულები, მესამეს კი ჩინეთი იკავებს.
ექსპერტთა აზრით, ინვესტიციების გადინება ქვეყნის სოციალურ–ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს. მათი განმარტებით, „გადინება“ გულისხმობს როგორც თანხების ქვეყნიდან გატანას, ასევე სამუშაო ადგილების შემცირებას, რაც არსებულ პირობებში ქვეყნისთვის სერიოზული დანაკარგია. ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ბიუჯეტისთვის.
ექსპერტების განმარტებით, ინვესტიციების გადინება სამუშაო ადგილების შემცირებას გამოიწვევს, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელი ფასების ზრდის ფონზეა.
შეფასებისა და დაგეგმვის მონაცემთა ანალიზის და განვითარების კონსულტანტი ნოდარ კაპანაძე ყაზახურ და არაბულ ინვესტიციებთან დაკავშირებულ კონკრეტულ შემთხვევებს ნაკლებ საგანგაშოდ მიიჩნევს, თუმცა აღიარებს, რომ ინვესტიციების გადინება ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან უარყოფითი პროცესია.
„უნდა ვიგულისხმოთ, რომ დაგეგმილი ინვესტიცია არ განხორციელდა, გადაწყვეტილება მიღებული იყო და გაუქმდა. ეკონომიკურად ეს არაფერს ნიშნავს, მაგრამ როცა საუბარი ეხება ყაზახურ და არაბულ ინვესტიციებს, საკითხავია, რამდენად კარგი იყო მათი შემოსვლა და რამდენად ცუდია ამ ინვესტიციების გადინება საქართველოდან,“ – აცხადებს ექსპერტი. --------------მოკლედ საოცრებათა ქვეყანაში ვცხოვრობთ............
Quod facimus nos ? Quis? quid? ubi? quibus auxiliis? cur? quomondo? quando?