25 მარტი, 2013, 23:30 - ნაწ:1
წამყვანი: ჩაჩიბაია ილია
სტუმარი: პოლიტპატიმარი, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი საღინაძე ბათუ–ლევან კალაძის საქმის გამოძიება მიხეილ სააკაშვილის ბრძანებთ,მაშინდელმა შს მინისტრმა გიორგი ბარამიძემ მთხოვა. ბარამიძე დამიკავშირდა,მითხრა რომ პრეზიდენტის სახელით მესაუბრებოდა და ლევან კალაძის საქმის გამოძიებისთვის უნდა მომეკიდა ხელი.ამ დროს მე უკვე პენსიაზე ვიყავი გასული,მაგრამ, როდესაც პირადად კახი კალაძემ და მისმა ოჯახმა მთხოვეს ამ საქმის გამოძიება,დავთანხმდი.
–ლევან კალაძის და სხვა ყველა გახმაურებულ საქმეს ირაკლი ოქრუაშვილი მეთაურობდა.ღრმა კვალზე ვიყავი გასული,როდესაც საქმეს ჩამომაშორეს.ასეთი საქმეები ისე არ კეთდება თუ დასაყრდენი არ გყავს სპესსამსახურებში. ამ საქმეში გენერლებიც მონაწილეობდნენ. ამ დანაშაულის ჩამდენი ადამიანების ნაწილი ცნობილია, უფრო მაღლა მდგომების სახელები ჯერ არ არის გახმაურებული.იმ დროისთვის ყველა გატაცებული სვანეთში აფრასიძეების ოჯახში მიჰყავდათ,სანამ მოლაპარაკებები არ დასრულდებოდა.თვითონ აფრასიძეები არცერთ გატაცებაში არ მონაწილეობდნენ.არის საუბარი, რომ კალაძეც იქ ჰყავდათ.
–ტარიელ ონიანმა 2 მილიონი ევრო გადაუხადა მაღალჩინოსნებს იმიასთვის, რომ ლევან კალაძის საქმის გამოძიებისთვის ჩამოვეცილებინეთ.სამჯერ გახსნეს კალაძის საქმე.ამოთხარეს საფლავი.ჩემი გაგებით, არც ბოლო ცხედარი, რომელიც ოჯახმა დაკრძალა, არ არის ლევან კალაძის.
http://www.obieqtivi.net/tv1.php?id=11250===============================================
25 მარტი, 2013, 23:30 - ნაწ:2
წამყვანი: ჩაჩიბაია ილია
სტუმარი: პოლიტპატიმარი, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი საღინაძე ბათუ–ლევან კალაძის გატაცების ერთ–ერთი ორგანიზატორი კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი გახლდათ.მან თავი დაიზღვია და 2 მილიონი ევრო გადაუხადა მაღალჩინოსნებს,რომ მე საქმის გამოძიებას ჩამოვეშორებინეთ.
–2004 წელს სამსახურიდან გამომაგდეს,ლევან კალაძის საქმე გადამაბარებინეს.უკანონოდ გამომასახლეს საცხოვრებელი სახლიდან.მათ იცოდნენ რომ მე უამრავი მტკიცებულებები მქონდა.ოჯახი გამინადგურეს. დღეს ჩემი მეუღლე საქართველოში არ იმყოფება.
–დღევანდელ პროკურატურას აფრასიძეების საქმესთან დაკავშირებით ჩვენება მივეცი.პროკურატურამ კალაძის საქმე და აფრასიძეების საქმე რომ გულდასმით გამოიძიოს,ბევრი ყოფილი მაღალჩინოსნის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
http://www.obieqtivi.net/tv1.php?id=11251=============================================
ვისაც არ გაქვთ ნანახი, ნახეთ
ეს ოქრუაშვილიც დასაბრედი ყოფილა ეს ვირთხის ნაშობი