მგონი რუსეთსიც ხდება რაცხეები

მედვედევი რუსეთში "მმართველი ძალის დეგრადაციაზე და საზოგადოების დამღუპველ სტაგნაციაზე" ალაპარაკდა
13:27 - 24.11.2010
რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის აზრით, "ქვეყნის მმართველი პარტია დეგრადაციას განიცდის, საზოგადოებაში კი სტაბილურობის სტაგნაციის საფრთხედ გადაქცევის საშიშროება წარმოიქმნა".
"სახელისუფლო პარტია დაჟანგდა და დეგრადაციას განიცდის, რაც ერთნაირად დამღუპველია როგორც მმართველი ძალის, ისე ოპოზიციისთვის" – ნათქვამია მედვედევის განცხადებაში, რომელიც მის ვიდეობლოგზე გამოქვეყნდა.
ამასთან, მისი შეფასებით, "თავად რუსულ საზოგადოებაში სტაბილურობის სტაგნაციის საფრთხედ გადაქცევის საშიშროება წარმოიქმნა, რაც სამომავლოდ ქვეყნისათვის სერიოზული საფრთხეების შემცველია".
დასასრულს მედვედევი გარდაქმნების აუცილებლობაზე საუბრობს და პირობას დებს, რომ "რუსეთში უფრო მოქნილ, დინამიურ და სამართლიან პოლიტიკურ გარემოს ჩამოაყალიბებს"
სააგენტო პირველი