ვეცდები სრული და ამომწურავი ხედვა მოგაწოდოთ ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეკუთვნის აგრარიკოსთა მოძრაობის თავჯდომარეს.
არ დაგეზაროთ და ბოლომდე წაიკითხეთ, თუ შემდგომ კიდევ გაგიჩნდათ კითხვები მზად ვარ გიპასუხოთ

____________
ჯერ საჭიროა პასუხი გაეცეს შემდეგ კითხვებს:
1. რას ნიშნავს გენმოდიფიცირებული ჯიშები, რას ნიშნავს ჰიბრიდი, ჯიში და რა განსხვავებაა მათ შორის
2. შემოდის თუ არა საქართველოში გენმოდიფიცირებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია და როგორ შეიძლება გენმოდიფიცირებული ჯიშების იდენტიფიცირება
3. რამდენად სახიფათოა გენმოდიფიცირებული ჯიშების წარმოება
გენმოდიფიცირებული ჯიში მიიღება კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო მცენარის გენების ხელოვნური მოდიფიკაციის შედეგად. მიზანი გენური ინჟინერიისა არის მავნებელ-დაავადებებისა და სარეველების წინააღმდეგ უფრო გამძლე და მაღალმოსავლიანი ჯიშების მიღება.
ჰიბრიდის წარმოების მიზანიც არის იგივე, რაც გენმოდიფიცირებული ჯიშისა, მაგრამ განსხვავებულია მისი შექმნის ტექნოლოგიები. თუ გენმოდიფიცირებული ჯიშის მისაღებად საჭიროა გენეტიკური ჩარევა, ჰიბრიდი მიიღება მხოლოდ სელექციური გზით. ჰიბრიდს გენმოდიფიცირებული ჯიშისაგან განასხვავებს ისიც, რომ მას არ გააჩნია შთამომავლობის წარმოების უნარი, ანუ მისი სათესლე მასალა ხელმეორედ წარმოებისათვის უვარგისია.
ჰიბრიდის არსის უკეთ აღსაქმელად შეგვიძლია მოვიყვანოთ ჯორის მაგალითი - ჯორი სხვა არაფერია თუ არა ჰიბრიდი, რომელიც წარმოიშობა ცხენისა და ვირის შეჯვარების შედეგად და თავად შთამომავლობას არ იძლევა. ჰიბირდი იწარმოება ორი ერთი და იგივე კულტურის ჯიშისაგან ხოლო გენმოდიფიცირებული ჯიშის შესაქმნელად კი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მცენარისა და ცხოველის გენების კომბინაცია. აღსანიშნავია, არახელსაყრელი პირობების მიმართ გამძლეობისა და მოსავლიანობის ამაღლების დონით გენმოდიფიცირებული ჯიში აჭარბებს ჰიბრიდს.
იმისათვის რომ ვიმსჯელოთ საქართველოში გენმოდიფიცირებული პროდუქციის არსებობა/არარსებობის შესახებ საჭიროა მცირედი წარმოდგენა შევიქმნათ გენმოდიფიცირებული პროდუქციის წარმოების მიმართულებით მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
არსებობენ კომპანიები რომლებიც აწარმოებენ გენმოდიფიცირებულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას და რაც მთავარია არ მალავენ ამას რადგან კომერციული თვალსაზრისით კლიენტის მოტყუება წამგებიანია, რადგან გენმოდიფიცირებულთან ერთად ის აწარმოებს არაგენმოდიფიცირებულსაც რომელსაც შეუდარებლად მეტი რაოდენობის კლიენტი ჰყავს და თუ დადგინდა რომ კომპანიამ იცრუა კონკრეტულ პროდუქტთან მიმართებაში და ის აღმოჩნდა გენმოდიფიცირებული, მაშინ აღარ იარსებებს გარანტია იმისა, რომ ის არ ცრუობს სხვა, ნამდვილად არაგენმოდიფიცირებულ პროდუქტებთან მიმართებაშიც. აქედან გამომდინარე, აცნობიერებენ რა ამ მარტივ ჭეშმარიტებას, გენმოდიფიცირებული პრორუქციის მწარმოებელნი არ მალავენ ამ ფაქტს და მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ეტიკეტზე აღინიშნება რომ პროდუქცია გენმოდიფიცირებულია, ან თუ მათ ვინმე შესაბამისი კითხვით მიმართავს კონკრეტულ პროდუქტთან მიმართებაში, კომპანია იტყვის სრულ სიმართლეს. სიმართლის დადგენის მარტივ გზას წარმოადგენს კონკრეტული პროდუქციის შესაფუთ მასალაზე/ეტიკეტზე მოცემული ინფორმაციის გაცნობა ან შესაბამისი კითხვის დასმა მწარმოებელი კომპანიისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ამ სქემამ არ იმუშავა, საჭიროა მოხდეს საეჭვო კულტურის მონიტორინგი მისი ვეგეტაციის განმავლობაში და თუ ის უძლებს მისი არსებობისათვის არანორმალურად არახელსაყრელ პირობებს (განსაკუთრებით მდგრადია გვალვისა და სარეველების მიმართ) და იძლევა მაღალი რაოდენობის მოსავალსა და შთამომავლობას, ამ შემთხვევაში არსებობს გონივრული ეჭვის საფუძველი რომ საქმე გვაქვს გენური ინჟინერიით შექმნილ პროდუქტთან.
გენმოდიფიცირებული ჯიშების წარმოება სახიფათოა იმდენად, რამდენადაც ზოგიერთს მათგანს გააჩნია უნარი რამდენიმე წლის შემდეგ შეწყვიტოს მოსავლიანობა, უარყოფითად იმოქმედოს გარემოზე და მწარმოებელი იძულებული გახადოს შეისყიდოს და აწარმოოს მხოლოდ ის გენმოდიფიცირებული კულტურა.
რამდენად საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის გენმოდიფიცირებული პროდუქციის მოხმარება ეს ჯერ კიდევ არ არის სრულად დადგენილი. თუმცა ბუნებრივია, რომ როდესაც ადამიანმა იცის, რომ კონკრეტული პროდუქტის შექმნაში მონაწილეობს ცხოველის გენი, ის ყოველთვის შეეცდება არ მოიხმაროს ასეთი პროდუქცია, თუკი რათქმაუნდა მას გააჩნია არჩევანის საშუალება.
დასასრულს მინდა შევეხო ქვეყანაში არსებულ დამოკიდებულებას მოცემული საკითხებისადმი. ალბათ ყველაზე მეტად კომპეტენტური ამ საკითხში უნდა იყოს გარემოსდაცვითი ორგანიზაციები და მწვანეთა პარტია. სწორედ ასეთ ორგანიზაციებს ეკისრებათ ვალდებულება გასცენ კომპეტენტური და მიუკერძოებელი პასუხები საზოგადოებაში არსებულ კითხვებს, თუმცა,სამწუხაროდ ეს იშვიათად ან სულ არ ხდება.