დანდობაზე არ ვსაუბრობდი, უფრო შექებაზე მქონდა აქცენტი.
საერთოდაც რაიმეს ექსპრომტად და მოუმზადებლად განზოგადება, როგორიც ის პოსტი იყო, შეცდომებისაგან დაზღვეული არაა.
უფრო ემოციით იწერება, ვიდრე გონებით

ისე კი პოსტის წერისას ფორუმული ცხოვრების დეტალები ამომიტივტივდა თვითნებურად,
მათ შორის ისეტი არასერიოზული თემებიც, უზერებისგან პარლამენტ- ხელისუფლების დაკომლექტებაზე რო იყო ღადავ-ბაასი.
მიუხედავად ამ თემების 100%-ით არასერიოზულობისა, თუნდაც ხუმრობითაც არ ხდებოდა კაი-კაი ადგილების თანაფორუმელებისტვის 'გამეტება'

.
==========================================================================================================
ამ ტემასთან არ არის კავშირში, მაგრამ სიტყვამ მოიტანა და ბარემ ამოვააკლავიატურებ
მე ვფიქრობ ადამიანები არ იცვლებიან.
საზოგადოება კი იცვლება და ამ ცვლილების ერთადერთი მახასიათებელი და ხილული ნიშანი მისი ელიტაა.
"მითხარი რას წარმოდგენს ელიტა, ვინ ქმნის ელიტას და მე დაგიხასიატებ საზოგადოებას" ბრძენი ალბათ ეგრე იტყოდა და არც შეცდებოდა დახასიატებაში.
ელიტა თავისტავად არ იქმნება. საზოგადოება აელიტურებს ადამიანებს და "ქმნის" ელიტას.
საზოგადოება მიუჩენს ყველას ადგილს -ზოგს ქვევით, ზოგს ზევით.
როცა საზოგადოება სუსტია, იქ ადამიანები მშვენივრად ახერხებენ გაძრომა- გამოძრომას და სასურველი ნიშის დაკავებას,
ძლიერი საზოგადოება კი ამის უფლებას არავის აძლევს: შეუფერებელი ნიშიდან გამოაძევებს და თავის ადგილს მიუჩენს ყველას - ზოგს ჩამოაქვეითებს და ზოგსაც ააქვეითებს. ამ ჩამოქვეითება- აქვეიტებას, სხვანაირად კი საზოგადოების დალაგებას აწესრიგებს საზოგადოებრივი მენტალიტეტი ანუ ღირებულებათა ერთობლიობა.
ამ ჭრილში ძალიან სასიამოვნოა მიხეილ რძის , ჭეშმარიტად ინტელექტუალური ადამიანის საერთო აღიარება, არამხოლოდ 'კაი ტიპია'-ს დონეზე.
რაღაცნაირად მსიამოვნებს საზოგადოების ზრდასრულობისკენ სწრაფვის ნებისმიერი პაწაწკუნტელა დეტალიც

))
საბჭოთა სავოკის უკანასკნელ ნაგლეჯს ჩააზილა წიხლი 1 ოქტომბერს ქართულმა საზოგადოებამ (с)ჩოხა