ოღონდ ეგ უფრო ჰობის პონტში გადის.
"რა ჯობია", ვინმეს რომ დაევასები, ჰოდა, პირად FსიXალოგად გაქცევს და გალაქლაქებს და გალაქლაქებს

აი, სად არის ბოცვრიყლაპია უხსენებელი ჩასაფრებული.
პოლიტიკოლოგებს, ფეხბურთოლოგებსა და ეკონომიკოლოგებს კი ეგეთი საფთხე არ ემუქრებათ
* * *
სსფ საქართველოს საკრედიტო ტრანშს 153 მლნ აშშ დოლარს გამოუყოფს 12:00 13-01-2011
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) საქართველოს საკრედიტო ტრანშს 153 მლნ აშშ დოლარს გამოუყოფს . ამის შესახებ სსფ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
"სსფ-ს დირექტორთა საბჭომ დაასრულა საქართველოსთან თანამშრომლობის პროგრამის მეშვიდე და მერვე მიმოხილვა, რაც "ფონდს საშუალებას აძლევს დაუყოვნებულ გამოყოს 153 მლნ აშშ დოლარის მოცულობის საკრედიტო ტრანში", - აღნიშნულია სსფ-ს განცხადებაში.
"ეკონომიკურის აღდგენის პროცესი საქართველოში გამყარდა, რაზეც მეტყველებს დაგეგმილთან შედარებით ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი", - აღნიშნა სსფ-ს დირექტორის მოადგილემ მურილო პორტუგალმა.
საქართველოსთან სსფ-ს თანამშრომლობის პროგრამა 2011 წლის 14 ივნისს დასრულდება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი აცხადებს, რომ საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფინანსური დახმარების აუცილებლობის წინაშე აღარ დგას.
" სსფ ვერ ხედავს აქტიური ფინანსური დახმარების გაგრძელების აუცილებლობას", - განაცხადა ბაინდუარაშვილმა 2010 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, სავარაუდოდ, სსფ გააგრძელებს საქართველოსთვის ტექნიკური დახმარების პროგრამას, რაც ასევე ითვალისწინებს საჭიროების შემთხვევაში ფინანსურ რესურსთან ხელმისაწვდომობას.
საქართველო სსფ-ის მიერ გამოყოფილ 153 მილიონ დოლარს ამ ეტაპზე არ აითვისებსთბილისი (GBC) - საქართველო საქერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოყოფილ 153 მილიონ დოლარს ამ ეტაპზე არ აითვისებს.
ამის შესახებ GBC-ის საქართველოს ეროვნულ ბანკში (სებ) განუცხადეს.
„ფონდის გადაწყვეტილებით უფლება გვაქვს ეს თანხა ავიღოთ, თუმცა ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არის, საქართველოს აქვს საკმარისი რეზერვები. მომავალში თუ დაგვჭირდა შეგვეძლება ამ თანხის აღება", - განმარტავენ სებ-ში.
საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობა 2010 წლის 31 დეკემბრისათვის 2,043 მლრდ აშშ დოლარია.
153 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ტრანში საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა
This post has been edited by Geronti on 14 Jan 2011, 13:02