მართლაც რისთვის უნდა იყოს?
წარწერა არ იკითXება.
* * *
მადლიერმა ეგვიპტელმა შვილს „ფეისბუქი“ დაარქვა
22:39 21.02.2011
[ლაშა ბერულავა]
ეგვიპტეში მომხდარ რევოლუციას რომ სხვაგვარად „სოციალური ქსელების რევოლუციად“ მოიხსენიებენ, არავისთვის საიდუმლოს აღარ წარმოადგენს. არც ისაა დამალული, რომ ამ ქვეყანაში გამოსვლები სწორედ საშუალო ფენამ დაიწყო, რომელსაც ხელი მიუწვდებოდა კომპიუტერსა და ინტერნეტზე. პირველი საპროტესტო შეხვედრის თარიღი სწორედ „ფეისბუქზე“ იყო მითითებული და საპროტესტო მიტინგების ადგილად ტაჰრირის მოედანიც ამ სოციალურ ქსელში გახსნილ ჯგუფზე იყო მითითებული. ჯგუფის გახსნიდან ორ დღეში აქ გაწევრიანებულ ეგვიპტელთა რაოდენობამ 100.000 მიაღწია. ამდენი „ლაიქი“ ასე მოკლე დროის განმავლობაში „ფეისბუქზე“ არც ერთ ჯგუფს არ ახსოვს.
პირველი საპროტესტო მიტინგის შემდეგ ეგვიპტის ხელისუფლება გონს მოეგო და ინტერნეტის ბლოკირება გადაწყვიტა, თუმცა, ბოთლიდან უკვე გამოშვებული ჯინის უკან ჩაბრუნება შეუძლებელი აღმოჩნდა. ხელისუფლებას გეგმები პოპულარულმა Google-მ ჩაუშალა. სწორედ Google იყო ის კომპანია, რომელმაც მუბარაქის ხელისუფლებას საპასუხო ქმედებით უპასუხა.
სრულად იხილეთ აქ.
http://www.presa.ge/new/?m=society&AID=3272