მოკლედ ერთხელ ვიყავით მანქანით მე და ჩემი ძმა, მივდიოდით სახლში , მთელი ცხოვრება ერთი გზით მივდივართ, მე ცოტა ნასვამი ვიყავი ამიტომ ჩემი ძმა იჯდა საჭესთან. უცებ ჩემი ძმა მეუბნება მგონი ჩვენ გამოგვეკიდნენო.. გამიკვირდა მეთქი რატომ. გაგვაჩერეს სახლიდან 100 მ-ში ვართ.
პატ.1 : ესა და ეს , წოდება რაღაც . . . საბუთები თუ შეიძლება
ძმა: ინებეთ, . .. . და რატომ გაგვაჩერეთ? რამე დავარღვიეთ?
პ1: დიახ, აქ შემოხვევა არ შეიძლება
ძ: რატომ არ შეიძლება
მე: მთელი ცხოვრება შეიძლებოდა და ნიშანიც არ კიდია
პ1: როგორ არ კიდია ხის უკან კიდია, შუქნიშანთან. მოკლედ ეხლა ჯარიმას გამოგიწერთ. მანქანაში ბრძანდებოდეთ.
ამ დროს მე (ნასვამი, არა მძღოლი) გადავდივარ და მივდივარ მათ მანქანასთან და ვკითხულობ ბორტის ნომერს. Iძაბებიან.
სხედან თავისტვის მანქანაში და რარაცას აკეთებენ. გადის ასე 15 წუთი და არ გადმოდიან. მერე ჩემი ძმაც გადმოდის
ძ: თუ მიწერთ დამიწერეთ და გაგვიშვით აღარ გედავებით რომ დავარღვიე.
პ1: დაბრძანდით მანქანაში და არ გადმოხვიდეთ,
ძ: როგორც თქვენ იტყვით(ირონიით)
15 წუთის შემდეგ
პ2: გადმობრძანდით და მანქანაში დაბრძანდით , ქვითარზე ხელი უნდა მოაწეროთ.
მე გარეთ დავდივარ
პ2: თქვენც დაბრძანდით.
მე: იცით მე არ გაგიჩერებივართ ფეხით ვარ მთვრალი ვარ თან ჯერ კარგ ხასიათზე და სახლში მივდიოდი, არ მიმიშვით და ისედაც სადაც მინდა იქ ვივლი , არავის ვაწუხებ (უკვე აგრესიული ვარ ნახევარი საათი ვდგავართ ამ ###ების გამო)
ძ: არა, ვერ გადმოვალ, ბატონმა პ1-მა მითრა იჯექიო .
ნუ ბოლოს პ1მაც უთრხა გადმოდიო და ჩაჯექი რომ ხელი მოაწერო ქვითარზეო.
ძ: და სად არის ქვითარი?
პ1: ჯერ ხელი მოაწერე და ამოიბეჭდება
მე: და რაზე აწერს არ უნდა წააკითხოთ?
ძ: იქნებ რამე სისულელეზე მაწერინებთ ხელს, აქაოდა 3ჯერ გაიარა წითელზე და ა.შ
პ1: როგორ გეკადრებათ?!
და რომ არ მოვაწერო?
ნუ მაინც დაგაჯარიმებთ .
ამ დროს გამოიარა მოკლული, რობაქიძის მამამ, ნუ როგორც ყოველთვის ნასვამმა (მაგას თავისი დარდი აქვს და პატრულთან დიდი სიყვარული აკავშირებს)
რობაქიძის მამა: გამარჯობა ჩვენს პატრულს, როგორ ბრძანდებით რა კარგია რომ წესრიგს იცავთ , ბიჭები ხომ არ აშავებენ (ჩვენზე), რამე ხო არ ხდება?
მე: არა არა

გვაჯარიმებენ ..... ისე ტყუილად
პ2: გაიარე რა.
რმ:რას ამბობ ტყუილად? გამორიცხულია, პატრული ტყუილად არაფერს შვება.. . . . რაღაცას მღერის
ძ: კიდევ ბევრ ხანს გვალოდინებთ?
პ1: ჩვენ არა , კომპიუტერი
ძ:კიდევ ბევრ ხანს გვალოდინებს კომპიუტერი: ) ?
პ2 ვიღაცას უკავშირდება რაციით და იქედან იღებს მითითებებს და გაკვეთილებს ამ კომპიუტერის მოხმარებასტან დაკავშირებით.
მე ვრეკავ 022 და ვესაუბრები მორიგეს,
გამარჯობა ასეთი სიტუაცია გვაქვს . . . .. . . . ბორტის ნომერი . . . . სჩანს არ არიან გამოცდილები და იქნებ დაეხმაროთ, ან გაგვიშვან..
მორიგე: გავარკვევ და დაგიკავშირდებით.
პ2: შენ დარეკე პატრულში?
მე: შენ არა , თქვენ. დიახ მე დავრეკე.
პ1: ამუშავდა ამუშავდა (უხარია)
ძ: ისე რო გაგეშვით ტავის დროზე არ აჯობებდა?

მე: რას გაგიშვებდნენ ამდენი ხანი რომ ვაწვალეთ , როგორ ფიქრობ არ გამოწერს?
ნუ მოკლედ ჩემმა ძმამ გარისკა და ბრმად მოაწერა ხელი, არ ვიცი მე არ მინახავს ყოველ შემთხვევაში მითხრა მარტო გრაფა იყოო არაფერი არც დარღვევა არც არაფერია რ ჩანდა რაზე ვაწერდიო.
შევედით სახლში და იმ წუთას დავრეკე 022, და სიტუაცია მოვახსენე და ვკიტხე , ასეთ შემთხვევაში როგორ გავიგო მე რას ვაწერ ხელს,
იციტ საპატრულოს თანამშრომელი ავსებს ამას.
კი ავსებს მაგრამ მე ხომ არ ვიცი რას წერს, მერე მაწერინებს ხელს და , უცებ რომ აღმოჩნდეს რომ ვთვათ სდექ ხაზის გადაკვეთის ნაცვლად წითელზე გასვლა ჩამიწერა.
პასუხი: როგორ გეკადრებათ, მაგას არ იზამს.
მე: ვთქვათ და ქნა...
ის: არ იზამს .... გათიშა
ისევ ვრეკავ
მე: ისევ მე გაწუხებთ. წეღან თქვენ გესაუბრეთ თუ თქენს კოლეგას
ის: მე მესაუბრეთ, ბატონო.
მე: რატომ გამითიშეთ,
ის: გიპასუხეთ, და შემდეგ გავთიშე.
მე: იცით, თქვენ ხელფასს ჩემი და ჩემნაირი ადამიანების მიერ გადახდილი გადასახადებით იღებთ და კეთილი ინებეთ და ბოლომდე მომისმინეთ, მომემსახურეთ და ამომწურავი პასუხი გამეცით. როდესაც მე მაჩერებს პატრული, და რაღაცას წერს , მაწერინებს ხელს , არ ვიცი რაზე როგორ დავიცვა თავი, რომ არ მოვუწერო ხელი რა მოხდება? იქნებ არაკეთილსინდისიერად ავსებს ???
ის: ბატონო, ის კეთილსინდიესერად შეავსებს დამერწმუნეთ
მე: რომ არ მოვაწერო?
ის : მაშინ თქვენი ხელმოერის გარეშე ამობეჭდავს და სახლში მოგივათ ქვითარი.
მე: საოცარია, ესე იგი თქვენ ამბობთ რომ შეიძლება პატრულმა არ გამაჩეროს ნუ უბრალოდ ჩემი მონაცემები ჰქონდეს ჩაწერილი და ასე ვთქვათ დანაშაულის და დარღვევის არსებობის გარეშე შეადგინოს საჯარიმო აქტი, ტუ რაც ქვია და გამომიგგზავნოს სახლში?? აქაო და ხელი არ მოაწერაო?ß??
ის: არა ბატონო გარჭმუნებთ არ იზამს,
მე : როგორ მარწმუნებთ, თქვენ ის არ იცით მე ამის მერე დავრეკავ თუ არა დღეს. დავრეკავ თუ არა?? (უკვე ვერთობი, კომპენსაციას მაინც არავინ გადამიხდის იმ ერთ საათზე და ვინაზღაურებ)
ის: არ ვიცი ბატონო (უკვე ნერვები ღალაოტობს).
მე: ანუ არ გამორიცხავთ რომ თეორიულად შესაძლებელია რომ ასე გააკეთოს? ასე ვთქვათ , ბრალდება ''შემითითხნოს''.
ის: იცით მე იურისტი არ ვარ.
მე : ქალბატონო იურისტი არ ბრძანდებით , მაგრამ დარწმუნებული ვარ მინიმუმ საშუალო განათლება მიღებული გექნებათ და იმედი მაქვს უმაღლესიც. ამას განათლებაც არ უნდა ელემენტარულად ლოგიკურია ხომ? მე თუ ხელს არ ვაწერ მაშინ თვითონ ბეჭდავს რაც მოხდა და მაწვდის სახლში. რა შეუშლის ხელს რომ ესე თითო მოსახლეზე შეადგინონ ხოლმე ყალბი ოქმები და ხალხს გადასახადები დაუმატონ??
ძ: რა ეშმაკი დაუდგება?

კაი შეეშვი ცოდოა,
მე:არა რა უნდა შევეშვა.
მე:ხომ მეთანხმებით რომ თეორიულად შესაძლებელია?
ის: კი. მაგრამ არ იზამს. ტქვენ რას ითხოვთ?
მე: მე ვითხოვ რომ შექმნათ რაიმე მექანიზმი რითაც ამგვარ თეორიასაც კი გამოვრიცხავთ, ნუ, რა თქმა უნდა თქვენი მტკიცე რწმენის გარდა. გმადლობთ
ის : ნახვამდის, შეიძლება გავთიშო?
ამას აერთ სიტყვას არ ვამატებ , მარტლა ასე იქო ზუსტად, ვერ ვიძინებ და წერა არ დამეზარა , ცოტა გავერთე კიდეც

მოკლედ არ ვიცი სამართლიანობით გამოირჩევიან ისე, ისიც უნდა ითქვას რომ ერთხელ მართვის მოქმობის და ყველაფრის გარეშე გამაჩერეს, კიდევ კარგი ტექპასპორტი მანქანაში მქონდა, (საბუთები დამრცა სახლში) მცხეთაში გამაჩერეს და გადაამოწმეს ჩემი მონაცემები, ზეპირად მახსოვს ყველაფერი და გამიშვეს
* * *
იმედია ცოტას მაინც გაგართობთ ამ შუაღამეს