bacho22სწორია უგულებელყოფა (უგულებელყოფს) და ხელყოფა (ხელყოფს). არც ტირე უნდა და არც "ჰ"
სწორი ფორმა ნასამართლევი.
სწორია "საქმე ისაა", მართალს ამბობს
სპორტი - "საქმე იმაშია" რუსულის კალკად ითვლება.
ტანკე"თავგზა ამებნა" წინადადებაა, თავისი ქვემდებარით და შემასმენლით. თავგზააბნეული უკვე განსაზღვრებაა, მაგალითად ასეთ წინადადებაში - თავგზააბნეული ვარ
გულისრევა ერთად იწერება, როგორც, მაგალითად, გულისთქმა.
სპორტივნახე ორთოგრაფიულში და სიტყვა ბოლო-ბოლო საერთოდ არ არის შეტანილი, არის მხოლოდ ბოლოს და ბოლოს (ცალ-ცალკე)
"რა"-ს მრავლობით ფორმასთან დაკავშირებით, მე-6 კლასის გრამატიკის წიგნი:
1. "ვინ" ნაცვალსახელს მრავლობითი რიცხვის ფორმა არ ეწარმოება,იგი ზმნას ყოველთვის მხოლობითი რიცხვის ფორმით შეეწყობა. მაგ. სტუმრები მოვიდნენ - ვინ (და არა ვინები) მოვიდნენ? გამოიყენება მეორე ხერხიც - ვინ და ვინ მოვიდნენ?
2. "რა" ნაცვალსახელს აქვს მრავლობითი ფორმა და არ იკვეცება - სწორია რაები, რაებს (და არა რეები, რეებს).
ყველა ბრუნვა აქვს, გარდა წოდებითისა.
რაც შეეხება პროფესიულ - პროფესიონალურს, ორთოგრაფიული შეცდომად მიიჩნევს, მაგრამ ძალიან მყარადაა ფეხმოკიდებული და არა მგონია, რამეს აშავებდეს

მგონი, პირიქით.
და საერთოდ, ბევრი რამ, რაზეც აქ ვწერეთ და ვიკამათეთ, პროფესიონალებისთვისაც კი საკამათოა. ამიტომ ასე მთლად ღდინამდე ნუ ჩავყვებით. მაგალითად, ფორუმზე ყველამ აკადემიურად რომ წეროს, ხომ წარმოგიდგენიათ, რას დაემსგავსება აქაურობა? ყველანაირ ხიბლს და მრავაფეროვნებას დაკარგავს,

ბოლო-ბოლო(!!!) ფორუმია თუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი?
აი, ფორუმელმა ჟურნალისტებმა კი უნდა გადაავლონ თვალი ამ და მასმედიის განყოფილებაში სპეციალურად მათთვის გახსნილ თემას!
This post has been edited by gulcvari on 24 Mar 2011, 13:09