:ვავა:
საქართველოს ნაწილის და სომხეთის ინტერნეტ-კავშირის შეწყვეტაში 75 წლის ქალბატონია ბრალდებული
თბილისი (GBC) - ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო მაგისტრალის დაზიანებაში, რის გამოც სომხეთი და საქართველოს დიდი ნაწილი 28 მარტს რამდენიმე საათით უინტერნეტოდ დარჩა, ბრალდებული 75 წლის მოქალაქეა.
ამის შესახებ, „ნეტგაზეთს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა, ზურა გვენეტაძემ განუცხადა.
75 წლის ქალბატონი, რომელმაც დანაშაული აღიარა

სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს
მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია, გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ბრალდებული დროებით გათავისუფლებულია.
ქალბატონმა ფოთი-ვარნას ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალთან დამაკავშირებელი სახმელეთო კაბელი მიწაში სპილენძის ძებნისას დააზიანა.

ოპტიკურ-ბოჭკოვანი 12-წყვილიანი კაბელის ძირითადი მესაკუთრეა „რკინიგზის ტელეკომი". 4 წყვილის მფლობელი „სილქნეტია", 2-ით „საქართველოს რკინიგზა „ სარგებლობს, თითო-თითო წყვილით - შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები და Сaucasus Online-ი.
600 კმ სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო მაგისტრალი „საქართველოს რკინიგზის" ხაზის გასწვრივ გადის და საქართველოს თითქმის ყველა ცენტრალურ ქალაქს ფარავს. ის თურქეთის, ფოთი-ვარნას წყალქვეშა ოპტიკურ მაგისტრალთან, აზერბაიჯანისა და სომხეთის ქსელთან არის მიერთებული.
This post has been edited by Geronti on 5 Apr 2011, 21:11