მტერს არ ვუსურვებ თქვენს ყბაში ჩავარდნას ფორუმელებო.....
ბარაბას ჯვარზე გაკვრა არ უზეიმია კაცობრიობას ისე რაც აქ მე ვნახე..

ყველა თავისი ცოდვების გამო დაისჯება ადრე თუ გვიან....
ეს საწყალიც დიდი ცოდვის ქვეშ არის და უარესი ცოდვა დაამატა კიდე....
არ ვაპირებდი ამ თემაში აზრის დაფიქსირებას...მაგრამ აუცილებლად მივიჩნიე ვთქვა:
ამ კონკრეტული პიროვნების ცოდვებზე და უბედურებაზე რომ ვიფხანთ გულს... გვეყოს გამბედაობა და ასეთივე შემართებით იმათ შევებრძოლოთ ვინც შეკვეთებს იძლევა მკვლელობებზე და უდანაშაულოთა დასჯაზე!
თუ არ გვყოფნის გამბედაობა...დააყენეთ ერთი ადგილი....
კაცი კვდება... და მის მკვლელობაში მონაწილეობას იღებთ თქვენი ასეთი პოსტებით....
მიეზღო თუ არა მისაზღობი ეგ ჩვენი გასარჩევი არაა.... მაგას მამაზეციერი გადაწყვეტს....
ჩვენ გავარჩიოთ ის თუ რა გვჭირს ქართველობას....
რატომ არავინ თხოვთ პასუხს სანოძის უფროსებს..... და მათ კიდევ უფროსებს? რატომ ვჩუმდებით იქ სადაც ხმამაღლაა საყვირალი?
წაქცეული ადამიანის დაგლეჯა აფთრების და ტურების წესია....
აფთარი...ცნობილი ფაქტია, რომ არასდროს მიიტანს იერიშს თავისზე მაღალ ცხოველზე, მაგრამ თუ ნახა ის წაქცეული იმწამსვე კბენას დაუწყებს..... ნუ დავემსგავსებით აფთრებს....
არავის ჭკუას არ გარიგებთ....არც მაქვს უფლება და არც იმის იმედი რომ ვინმეზე იმოქმედებს ეს....
ქრისტიანებად ვთვლით თავს და ელემენტარულ ქრისტიანულ მორალშიც კი ვერ ვჯდებით.... ავდგეთ ცოტახანში და გავიქცეთ ეკლესიაში და პატიება ვთხოვოთ ღმერთს რომ ცუდი პოსტები დავდეთ...ისეთი, რომლის გამოც შეგრცხვათ.... გამოვიდეთ შემდეგ გარეთ და განვაგრძოთ იგივე...იმის იმედით რომ ეკლესიაში მისვლით კვლავ მოგეტევება...!
არ მოგეტევებათ..... რამეთუ გულწრფელი არ იქნებთი! ხოლო თუ გულწრფელად აკეთბთ ამ უღმერთობას, მაშინ მართლა ცოდვაში ყოფილხართ....
მომაკვდავ ადამიანს არსად ასე არ ექცევიან!