#25558937 · 20 May 2011, 23:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პოლიტიკური მესიჯები ბიონსეს ახალ კლიპში. მსოფლიო ვარსკვლავის ახალ ვიდეორგოლში, მოულოდნელად, არც მეტი, არც ნაკლები "თბილისი-გორი-ცხინვალი" -ს ტრაფარეტი გამოჩნდა. ყველაზე დიდი მითქმა-მოთქმა ბიონსეს სიმღერას სახელწოდებით "გადათელე სამყარო"-ს სწორედ საქართველოში მოჰყვა.
რატომ და როგორ მოხვდა შოუ-ბიზნესის ვარსკვალის ახალ ნამუშევარში ქართული წარწერა, იყო თუ არა ეს დაკვეთა თუ უბრალო შემთხვევითობა - კულტურის სამინისტროში ქვეყნის უნებლიე რეკლამირებაზე არაფერი იციან ისევე, როგორც ქართველმა პროდიუსერებმა და რეჟისორებმა. მასკულტურით დაინტერესებული ბლოგერი შალვა რამიშვილი ფიქრობს, რომ ეს უბრალო დამთხვევაა, რაც მხოლოდ იმით არის განპირობებული, რომ კლიპის ავტორები ამერიკული საზოგადოებისთვის უცხო და არნახულ დეტალებს ეძებდნენ. შესაძლო ვერსიებზე საუბრობენ ქართველი რეჟისორები და კლიპმეიკერებიც. ერთადერთი, რაც ბიონსესა და საქართველოს კავშირის შესახებ არის ცნობილი, ვარსკვლავის ქართვცელ დიზაინერთან კავშირია. სწორედ ბრიტანეთში მოღვწე დევიდ კომას იგივე დავით კომახიძის შექმნილი სამოსი ეცვა ბიონსეს 2009 წლის მტვ-ის დაჯილდოების ცერემონიაზე.
კომენტარები: შალვა რამიშვილი - ჟურნალისტი გიორგი ლიფონავა - რეჟისორი დავით იმედაშვილი - რეჟისორი
--------------------
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!" "არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში! ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...
|