უჩინარი * * *
„ვანუატუ-აფხაზეთის სატირა“ გრძელდება - ვანუატუ აფხაზეთის აღიარებას კიდევ ერთხელ ადასტურებს
18/06/2011 00:04
აღიარა თუ არა წყნარი ოკეანის კუნძოლოვანმა სახელმიწიფომ, ვანუატუმ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობა? ამ კითხვაზე მხოლოდ ერთი პასუხი კვლავ არ არსებობს. დღეს ვანუატუს ახალმა პრემიერმა სპეციალური განცხადება გაავრცელა - ნიპაკე ედვარდ ნატაპეი აცხადებდა, რომ ვანუატუს ახალმა მთავრობამ აფხაზეთის დამოუკიდებლობის შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა. თუმცა, დღესვე, ვანუატუს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გაჩნდა განცხადება , რომელშიც რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ალფრედ კარლოტი ადასტურებს, რომ „ვანუატუმ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა“. ასე რომ, „ვანუატუ- აფხაზეთის სატირა“ კვლავ გრძელდება.
ისტორია კი ასე დაიწყო: 27 მაისს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ვანუატუმ კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა“. შემდეგ ეს ინფორმაცია გაეროშო ვანუატუს ელჩმა არ დაადასტურა: „ვანუატუს არ უღიარებია აფხაზეთის დამოუკიდებლობა... ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.
ელჩის განცხადებიდან რამდენიმე დღეში, ვანუატუს პრემიერ-მინისტრის მრჩევლმა ჯონ შინგმა დაადასტურა, რომ „ვანუატუ დათანხმდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თხოვნას და აღიარა მისი დამოუკიდებლობა“. ამავე დღეს, „კომერსანტმა“ გაავრცელა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სერგეი შამბასა და ვანუატუს უკვე ყოფილი პრემიერის სატო კილმანის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ.
შემდეგ კი, ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრმა ალფრედ კარლოტმა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარება ოფიციალურად დაადასტურა.
გუშინ, უკანასკნელ ექვს თვეში მეხუთედ, ვანუატუს ლიდერი, პრემიერ-მინისტრი, შეიცვალა და სატო კილმანის ნაცვლად, თანამდებობაზე ედვარდ ნატაპეი დაინიშნა, ხოლო დღეს ახალმა პრემიერმა გაავრცელა განცხადება, რომ:
„ვანუატუმ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება გააუქმა... ნატაპეი აფხაზეთს საქართველოს შემადგენელ ნაწილად განიხილავს“.
ამის შემდეგ, გაჩნდა იმედი, რომ ვანუატუ-აფხაზეთის ირგვლივ ყველაფერი გაირკვა, თუმცა ვანუატუს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულმა უკანასკნელმა ინფორმაციამ უკვე უარყოფილი კიდევ ერთხელ დაადასტურა: , „საგარეო საქმეთა მინისტრი ალფრედ კარლოტი ადასტურებს, რომ ვანუატუმ აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა“.
„ვანუატუ-აფხაზეთის სატირის“ მთავარი მიზეზი, სავარაუდოდ, ვანუატუში არსებული შიდა გაუგებრობა და სხვადასხვა სტრუქტურების შეუთანხმებლობაა, ეს კი გასაკვირი იმიტომაც არ არის, რომ უკანასკნელ ექვს თვეში ვანუატუს ლიდერი მეხუთედ შეიცვალა. დრო და ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის ხარისხი გვიჩვენებს, კიდევ რამდენჯერ აღიარებს და უარყოფს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ვანუატუს პოლიტიკური ხელმძღვანელობა.
http://tribuna.ge/index.php?option=com_con...d=3507&Itemid=1ვეღარა გავიგე რა
This post has been edited by licemer on 18 Jun 2011, 00:38
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.