ძალიან გამახარებ

და მოკითხვაც გადაეცი, თუ არ დაგავიწყდა. რაღაც სჭირს, თორემ არ გაქრებოდა :|
ვაგრძელებ, თავი 35, წინა ნაწილები:
ამათი პრობლემები მოგვცა***35-Now can't help tears of grief...***( თავი 35, ნაწილი III)
დილითვე გადავწყიტე საფრანგეთის მიულჰაუზენამდე არც თუ ისე მოკლე გზას სჯობდა ადრიდანვე დავდგომოდი. ჯერ ავსტრიაში უნდა გადავსულიყავი და შემდეგ კი გერმანიაში. ნავიგატორმა ვილახისკენ მიმავალ ავტომაგისტრალისკენ მომცა მითითება, შემდეგ კი კლაგენფურტ ამ ვორთენზეედან ზალცბურგ-მიუნხენ-კარლსრუე-სტრასბურგის ავტომაგისტრალს უნდა გავყოლოდი.
გზა და გზა შესვენებებით ვიარე, შუა ღამით უკვე ფრაიბურგთან მივაღწიე. ახლომდებარე მოტელში დავიძინე და დათქმულ დღეს ადრიანად დავადექი მიულჰაუზენისკენ მიმავალ მაგისტრალს. შეთანხმებული კაფე მოვძებნე, შევამოწმე და ქალაქში უაზრო ხეტიალით შეხვედრამდე დარჩენილი დროც გავიყვანე.
დანიშნულ დრომდე 20 წუთით ადრე უკვე კაფე „ლე კაფე ვიენუაში“ ჩაბნელებულ კუთხეში მყუდრო ადგილას დავიკავე ადგილი და მოუთმენლად ველოდი ჩემი დამხვდურის გამოჩენას. ზუსტად 7 საათზე აღწერილობის შესაბამისად ჩაცმული მამაკაციც გამოჩნდა კარში. ბსუბუქად მიმოიხედა გვერდით, იღლიაში მოტოციკლეტისტის „კასკა“ (არ ვიცი ქართულად რა ქვია და არ გამოგვჩეს ჩასწორება - *ავტორის თხოვნა) გაასწორა და ჩემსკენ გამოსწია. ახლობლურად გამიღიმა, ხელი გამომიწოდა, გამხსნელიც დააყოლა და ჩემს მაგიდასთან უცერემონიოდ ჩამოჯდა. მიმტანს ხელით ანიშნა გამოცხადება, დიდი კათხით გერმანული „აიხბაუმ ურაიხ“ შეუკვეთა, ჩემთვის კი სასმელის გამეორება დაავალა ანუ ლატე-მაკიატო. მიმტანი თავის პროცედურას მორჩა რა, ჩემმა თანასუფრელმა უფრო სერიოზული გამომეტყველება მიიღო, თავისუფალი ქცევის მანერები საქმიანით შეცვალა და დაბალი ხმით მომმართა:
- მე ალექსი ვარ, მეტსახელად ლიმონად მიცნობენ. თქვენ როგორც გსურთ ისე მომმართეთ, ჩემთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს...
ცხვირის წვერი საკმაოდ ნერვიულად მოვისრისე, იმდენად იმოქმედა ამ სახელის გაგონებამ. ისიც არ ვიცოდი მისი წარმოთქმა თუ შემეძლებოდა. ალექსმა ხელით მკლავზე შემეხო და დაბალი ხმით მითხრა:
- არ არის აუცილებელი სახელები... არ არის... ბოდიში მომითხოვია...
ამ უხერხულობის მოსახსნელად ვიგულადე და გავუღიმე:
- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა... ალექს...
ჩემდა გასაკვირად აუთრთოლებლად წარმოვთქვი მისი სახელი. თავადაც გამიღიმა და მონდომებით შეუდგა ნახევარლიტრიანი ლუდის კათხის დაცლას. დანისლული თვალების დამალვას ყოჩაღად ვცდილობდი, თუმცა ეტყობა დიდი წარმატება არ მქონდა, თანასუფრელი ინტერესით მიყურებდა ქვემოდან და თავადაც ნაღველი უკიაფებდა დიდ თაფლისფერ თვალებში.
ალექსი ჩემზე მინიმუმ 7-8 წლით უფროსი იქნებოდა, თუ საერთოდ შესაძლებელია მამაკცის ასაკის გამოცნობა მისი გარეგნობის მიხედვით - შემეძლო ამის ვარაუდი. საშუალოზე მაღალი აღნაგობით, მუქი ფერის დაბალი თმა, ყბამდე ჩამოსული ბაკენბარდებით, სახის მკვეთრი ნაკვთებით... ჩემი შეფასებით, სასიამოვნო შეხედულების მამაკაცი იყო... ეტყობა თავადაც იგივეს აკეთებდა, რასაც მე: ისიც ასევე მსწავლობდა, თუმცა მისი აზრები ჩემთვის ცხადია უცნობი იყო.
ისევ ამოიღო ხმა და მომმართა:
- ტრაფარეტული კითხვებით თავს არ შეგაწყენთ, რახან დროულად მოდით, გასაგებია რომ კეთილად იმგზავრეთ... ხო, რა საჭიროა ზედმეტი კითხვები... კარგით... საქმეს შევეხოთ.
ისევ დასერიოზულდა და განავრცო:
- აქედან ერთად გავალთ, მე მოტოციკლით ვარ და თქვენ უკან გამომყვებით... დანარჩენზე კი იქ ვილაპარაკებთ...
თავი დავუქნიე და არც მე შემიწუხებია ზედმეტი კითხვებით, ჩემი ფიქრები ისედაც სხვაგან დაქროდა... ვიხსენებდი საშასთან ერთად გატარებულ ბოლო პერიოდს და საშინლად გული მწყდებოდა, რომ ხშირად ვეჯიუტებოდი და ვაწვალებდი, განსაცდელს ვუქმნიდი, თუმცა იმის მჯერავდა მაინც, რომ მას არასოდეს ეს არ ტკენია და მუდამ იგებდა ჩემს განწყობას...
ისევ ლიმონის ხმა ჩამესმა:
- კიდევ რაიმეს ხომ არ ინებებდით? დალიეთ კიდევ რაღაც, სავახშმოდ კი სხვაგან გეპატიჟებით,
უარის ნიშნად თავი გავუქანე. ეს კი საკმარისი იყო იმისათვის, რომ მიმტანი გამოეძახებინა და გადაეხადა. ხელი გამომიწოდა , წამომაყენა და ასე ხელგაუშვებლად კარებამდე მიმყვა. კაფეს ეზოდან კი როგორც შევთანმხდით, თავად მოტოციკლით დაწინაურდა და მე კი მანქანით გავყევი უკან...
ორმოციოდე წუთის მგზავრობის შემდეგ ძველ ქალაქს გავცილდით და გარეუბნისკენ გადაუხვია. პატარა, კოხტა წითელი სახლის წინ გაჩერდა. ლამპიონებით გაჩახჩახებული ეზოს ჭიშკარი გააღო და ხელის მოქნევით მანიშნა შიგნით შევსულიყავი...
უხმოდ შევედით სახლში. ალბათ სულ ოთხი ოთახი იქნებოდა, კარების მიხედვით ამდენი გამოდიოდა. მომცრო ზომის ოთახში შემიძღვა, შუქი ჩართო და დივანზე დაჯდომა შემომთავაზა. თავად კი კორიდორში ქურთუკი გაიხადა, შემობრუნდა და ადგილი მოპირდაპირე სავარძელში დაიკავა. ცოტა ხანი მათვალიერა, შუბლი შეიწმინდა ხელით, სიგარეტს მოუკიდა და მითხრა:
- დღეს დაისვენე... სჯობს შენობით ვისაუბრობთ, მღლის ეს ოფიციალური ფორმები... ხო, დღეს დაისვენე და ხვალიდან შევუდგეთ საქმეს. თუ გინდა ამ ოთახში დაიძინე, თუ გინდა საძინებელს დაგითმობ, მანამდე დაათვალიერე სახლი და სადაც მოგეწონება იქ დაისვენე. ჩემთვის კი სულერთია მაინც, ფეხზე დამდგარიც დამეძინება...
თქვა და კეთილი ღიმილიც დააყოლა. მინდოდა მეთქვა, რომ ჩემთვისაც ასევე სულერთია, მაგრამ მოულოდნელად სრულიად სხვა რამე ვკითხე:
- ალექსანდრე გადმოასვენეს? აუცილებლად მინდა მისი საფლავის ნახვა... დამეხმარე, გთხოვ...
პოზის და მიმიკის შეუცვლელად რამდენიმე წუთი მომაჩერდა, შემდეგ ისევ შეისრისა შუბლი და მიპასუხა:
- მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ნახა სამუდამო განსასვენებელი... მისი ‚იქ‘ შეწუხება აღარ ღირს, იმიტომ რომ მას არ სურდა შენ რაიმე ხიფათს შეეყარო, იქ მისვლა კი ამის უტყუარი საბაბი იქნება...
- ადგილი მაინც მითხარი, სად... იქნებ ოდესმე მოვახერხო...
არ ვცხრებოდი მე.
- არ აქვს მნიშვნელობა მაგას, მე ვასრულებ ჩემს დანაპირებს, ჩემს სიტყვას , რაც მას მივეცი და ეს სიტყვა არის შენს უსაფრთხოებაზე ზრუნვა, სანამ ამას თავად ვერ შეძლებ... მომიტევე, სიტყვა სიტყვაა ჩემთვის და ვერ ვუღალატებ...
რას გავაწყობდი, ტუჩები მოვიკვნიტე და ხმადაბლა უნებურად მივუგე:
- სიტყვა სიტყვაა... მესმის...
წამოდგა, ჩემს წინ გაჩერდა , ზემოდან მიყურებდა დარდით გატენილი თვალებით, შემდეგ წინ ჩაიმუხლა და თითქმის ჩურჩულით მითხრა:
- შენ ბედნიერი უნდა იყო... ბედნიერი, რომ მოგეცა საშუალება ყოფილიყავი მისთვის ის, რაც იყავი და მოგეცა საშუალება ის ყოფილიყო შენთვის, რაც ის იყო...
წამოდგა, სიგარეტის ღერი მომაწოდა, ამიკიდა და მაუწყა რომ ვახშმის სუფრის გასაწყობად მიდის.
15 წუთის შემდეგ კი ხელოვნების დონეზე აყვანილი კულინარიული მეთოდებით დამზადებული რამდენიმე სახის კერძი და სასმელი მაგიდაზე დააწყო, ჩუმი ხმით მიმიპატიჟა და თავის ნამოქმედარს მწირი ვახშამი უწოდა. მხოლოდ მისდამი ჩემი გაკვირვების და პატივისცემის ნიშნად შევუერთდი მის მიერ გაწყობილ ტრაპეზს... უსიტყვოდ გეახლებოდით და ფიქრებით მისი ეროვნების გამოცნობას ვცდილობდი: შემოთავაზებული კერძების მიხედვით ამას ვერ განვსაზღვრავდი, იმდენად მაღალი დონის ფანტაზია ქონდა ჩაქსოვილი, რომ ევროპის ვერცერთ სამზარეულოს ვერ ვუსადაგებდი. ბოლოს ამ მწვალებელი ვარაუდებიდან თავის დასახსნელად გადავწყვიტე, რომ ალექსი უნდა ყოფილიყო საშას ყოფილი ფრანგი მეწყვილე, რომლის გამოსახსნელადაც მე მიუნხენში ჩანაწერი გავაკეთე... ამის სამართლიანობა ცხადია მის გარდა არავინ უწყოდა, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვიყავი, რომ საბოლოოდ მას ფრანგობა მივანიჭე და უაზრო ფიქრთა კორიანტელს ამით თავი დავაღწიე...
ვახშმის შემდეგ ცოტა ხანი კიდევ ზოგად თემებზე ვისაუბრეთ და მეც ვაუწყე, რომ აქვე დავიძინებდი, დივანზე. ღამე ნებისა მისურვა, ისევ დარდიანად გამიღიმა და კარს მიეფარა...
ვიწექი და ჩაძინებამდე ოდნავი სიხარული მაინც ათბობდა გულს, სიხარული - რომ ჩემს გარდა ჩემს გვერდით არსებობდა ვიღაც, ვინც ჩემს ოსტატს იცნობდა და მე ბედნიერად მთვლიდა, რომ მისი ცნობა მეც მერგო წილად...
(*** გავაგრძელებ)
მიმაგრებული სურათი