#26428477 · 12 Jul 2011, 18:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოიცა ეხლა ვინც იქ იყო იმათზე კარგი რითინ გგონიათ თავი? იქ ვინც იდგა თავისი რწმენისთვის იდგა. მე ჩემმა წინაპრებმა მასწავლეს სამშობლოს სიყვარული რვთის შიში. არასდროს არ მიუტოვებივარ მე უფალს დღემდე ყოველთვის ვგრძნობ მის გვერდით დგომას. სადღეგრძელოში ხო კარგად სვამთ უფლის სადრეგრძელოს? ის კანონმდებელი რომელიც დაივიწყებს ჩვენს წმინდანებს, რომელიც პატივს არ ცემს ჩვენს ეკლესიას და უფლის სახლს არაა ქართული სახელმჭიფოს მართვის ღირსი. ნუ ჩემი აზრით დიდი გაუგებრობაა და დროზე უნდა გაირკვეს ყველაფერი.დღეს რაც ხდება საქართველოში ერის სირცხვილია, გარეგინ II ის ხელის საბრახუნებელია ჩვენი პატრიარქი? თუნდაც მარტო ამის გამო უნდა გაეგზავნა საპროტესტო ნოტა ჩვენს მთავრობას სომხებისათვის, მაგრამ რავიცი რა დაემართათ ვერ გავიგე. მე არ მაქ უფლება ვერც მაგაზე ვერ ვიტყვი ცუდს უფალი განსჯის თვითონ. რატომ უნდა შეეძლოს სხვა ქვეყნის რელიგიურ დაწესებულებებს საჯარო სამართლის უირიდიულ პირებად რეგისტრაცია. ჩვენი მიწა და ეკლესია რატომ უნდა ოითხოვოს? ჯერ კიდე ზვიადის დროს დაიწყო ამაზე საუბარი მაგრამ უარი თქვა მაშინდელმა მთავრობამ. მაგ პერიოდში ეშელონებით შემოქონდათ სომხური ეკლსიის ნანგრევები დამარხავდნენ ქართული ეკლესიების ეზოებში რომ შემდეგ ეგ საბაბად გამოეყენებინათ საკუთრებაში დასარეგისტრირებლად. რატომ უნდა გავაკეთოთ ის რასაც აქეთ არ გვიკეთებენ. ჩვენც მოგვცენ იგივე უფლება ჩვენმა მეზობლებმა? რამდენი ეკლესიაა სომხეთში ქართული, აზერბაიჯანში, თურქეთში? რატომ არ შეგვიძლი მივხედოთ მათ და აგევლინოს ქართული ეკლესიათმსახურება? ამ კითხვებს კი არ უსვამთ თავს ჩვენ ერთმანეთს, პირიქით ზოგიერთი აქაური რწმენას ეკლესის და პატრიარქს ეხება. აქ მე რაც წავიკითხე არ ველოდი ქართველებისგან ეგეთ დისკუსიას, სხვა მხრივ უნდა წასულიყო საუბარი, გზა უნდა გვეძებნა ჩიხიდან გამოსასვლელი და არა მიტინგები და უბედურობა და არა პატრიარქის და მამაოების გაკიცხვა დაგვეწყო. ან რა ლაპარაკია დახვდი და ცხვირპირი დაუნგრიეთ რომ მეორეთ ვერ გაბედონ? აი მართლა ეგეთ ქვეყანაში გინდათ ცხოვრება და მიხვდები ეგ რას ნიისჰნავს, მადლობა უფალს რომ ჩვენი მთავრობა ამაზე არასდროს არ წავა და ეკლესიისკენ მიმავალ ხალს წინ არ აგუდგება, ვინ მოგცა შენ ამის უფლება რომ იქ ვინც იდგა აუგად მოიხსენიო? მე იმ დზრეს არ მეცალა მთელი კორპუსი იქ იყო პატარა ბავშვებით და დედა მამამ რომ ბავშვი იქ ცაიყვანა რას ნიშნავს, იმიტომ გავიდა რომ მის რელიგიას ოჯახს და ისტორიას შეეხენ. იქ ძალადობის არცერთი მომეტი არ ყოფილა. იყო მშვიდობიანი მსვლელობა. არ გავდა ეგ არანაირად მიტინგს და უნიჭო პოლიტიკოსების მიერ დადგმულ სცენას. ხალხს თავი არ აუღია ლოცვით მიდიოდნენ სამებისკენ. ვინ მოგცა შენ უფლება ეგ ხალხი ეგრე რომ მოიხსენიო, მაგრამ ყველას თავისი მოეკითხება დადგება დრო.... ქვეყანას უჭირს, კრიზისშია, დაწყნარებული და მშვიდი განხილვა უნდა ყველაფერს და არა არეულობა და აყალმაყალი. მე მჯერავს ჩვენი პატრიარქის ის მიიღებს ღირსეულ გადაწყვეტილებას. თორემ საქართველოს იმდენი შიდა და გარეგანი მტერი ყავს და პლიუს იმდენი უგუნური მეტიჩარა და მკრეხელი მოქალაქე კიდე პატარა არეულობაც კი ტავზე ჩამოგვამხობს თუ რამე შეგვიქმნია და გაგვიკეთებია. ასე რომ ხალხო აზრზე მოვიდეთ, არ შეიძლება ემოციებზე აყოლა არც ის შეიძლება ჩუმად ვიჯდეთ და ვითომ არაფერი ხდება. დიდი გამოცდის წინაშე ვართ და უფლის დახმარებით ყველაფერს გავაკეთებთ კარგად. ჩვენ პატრიარქს ფარავდეს უფალი. გაუმარჯოს საქართველოს!!!!
--------------------
E90 335 N54B30 340 whp - 600 TQ
|