ფანტაზიის როლი უშუქო,,უწყლო,უსიყვარულო ქვეყანაში .
----------------------------------------------------------------------------
ოდესღაც ჩვენი დროც გახდება ლეგენდარული და ეს ლეგენდები ეღირება მოსასმენად-
სიამოვნება გარანტირებული იქნება.
მისი დაჯერება ჩვენს შთამომავლობას უფრო გაუჭირდება,ვიდრე ჩვენ დავიჯერეთ ტროას ომი,
ოდისეის მოგზაურობა,გილგამეშის თავგადასავალი...
თუმცა ჩვენ ჩვენი საკუთარი წარსული არ გვჯერა,ყველაზე ნათელ,შთამბეჭდავ,გასაოცარ სურათებს,
მივაწერთ მღელვარე,მდიდარი ფანტაზიის მქონეებს,ვინც ცდილობდა ეს წარსული ჩვენამდე როგორმე მოეტანა.
ჩვენზეც ხომ დაწერენ ლეგენდებს,გვინდა ჩვენ ეს თუ არა.
ოდესღაც-ასე მოგვიხსენიებენ,
ადამიანებს ვერ წარმოედგინათ,რისთვის ცხოვრობენ ამ ქვეყანაზე.
დაქორწინდნენ,იმიტომ რომ ასე გამოვიდა.
ცხოვრობდნენ ერთად იმიტომ,რომ სხვა საცხოვრებელი ადგილი არ ჰქონდათ.
აჩენდნენ ბავშვებს,იმიტომ რომ დრო მოვიდა.
ცხელი წყლის ონკანიდან მოდიოდა რაღაც ცივი და მღვრიე.ცივი წყლის ონკანიდან- რაღაც ჭუჭყიანი...
შუქი-ოოოოოოო რამდენჯერ მოუნიჭებია განუმეორებელი ბედნიერება თავისი მოულოდნელი მოსვლით...
კიდევ ,უყვარდათ იმაზე საუბარი,რომ თეატრი კვდება,წიგნები არავის სჭირდება,
ან ფორუმი, ან მეგრულად ლაპარაკი- რა საჭიროა...
კიდევ,დაწერენ- სიყვარულის სჯერათ მხოლოდ ბრიყვებს და არშემდგარებს,ფული კი ყველაზე მთავარი იყოო.
ისეთი ფუფუნება,როგორც თავისუფლება და ღირსების გრძნობა,მხოლოდ იშვიათ შეშლილებს გააჩნდათო.
მოყვებიან ჩვენზე კარგსაც და კარგი უფრო მეტი იქნება-სხვანაირად შეუძლებელია.
მაგრამ არსი ამაში კი არ მდგომარეობს.../გაგრძელება იქნება/
გავაგრძელო?