7-november
ყველაზე სწრაფი

       
ჯგუფი: Members
წერილები: 27216
წევრი No.: 58838
რეგისტრ.: 18-April 08
|
#26781125 · 5 Aug 2011, 11:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დიმიტრი მედვედევი პეტერბურგში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას იხსენებს
10:56 05-08-2011
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ტელეარხებს - "პიკს", "რაშა თუდეის" და რადიო "ეხო მასკვის" ინტერვიუ მისცა. მედვედევი ჟურნალისტებს სოჭში ესაუბრა. "პიკს" არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ეკატერინე კოტრიკაძე, "რაშა თუდეის" სოფო შევარდნაძე, "ეხო მასკვის" კი მთავარი რედაქტორი ალექსეი ვენედიქტოვი წარმოადგენდნენ. ეკატერინე კოტრიკაძის კითხვაზე, თუ როგორ შეძლებდა რუსეთის პირველი პირი იმ 500 ათასი დევნილის დახმარებას, რომელთაც საკუთარ სახლებში რუსი მესაზღვრეები არ უშვებენ, მედვედევმა უპასუხა, რომ ამ საკითხის გადასაწყვეტად, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, რომ მშვიდობა დამყარდეს და აფხაზები, ქართველები და ოსები იმყოფებოდნენ ნორმალური თანაბარუფლებიანი დიალოგის რეჟიმში. "ამ შემთხვევაში შეიძლება გადავწყვიტოთ დევნილების საკითხი, შესვლის, გადაფრენის საკითხები, ყველა ის თემები, რომელიც უკავშირდება იმ კონფლიქტს, რომელიც 2008 წელს მოხდა. ამიტომაც ნორმალური დიპლომატიური მუშაობა, მოლაპარაკებები, ერთმანეთის მოსმენის შესაძლებლობა _ ეს ყველაფერი აუცილებელია იმისთვის, რომ გადაწყდეს ეს პრობლემები. ამას იმ რეალიების აღიარებაც უნდა დავუმატოთ, რომელიც ამჟამად არის რეგიონში იმ ავანტიურის შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოში მოხდა", _ განაცხადა დიმიტრი მედვედევმა. ეკატერინე კოტრიკაძის მეორე კითხვაზე, თუ რაზე მოილაპარაკეს დიმიტრი მედვედევმა და მიხეილ სააკაშვილმა 2008 წელს, სანკტ-პეტერბურგში, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა - ის სააკაშვილს დაპირდა, რომ დაეხმარებოდა გარკვეული კომპრომისების მოძიებაში. "ეს იყო პეტერბრუგში, კონსტანტინოვსკის სასახლეში, ის მოვიდა, მე მას შემდეგი ფრაზა ვუთხარი: "თქვენ იცით, რეგიონში, საქართველოში, არაღიარებულ ტერიტორიულ წარმონაქმნებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი პრობლემაა, მაგრამ როგორც რუსეთის ახალი პრეზიდენტს შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რათა თქვენ შეეცადოთ, იპოვოთ გარკვეული კომპრომისები, რომელიც ხელს მისცემს ყველას და საქართველოს რეინტეგრაციას დაეხმარება". სწორედ ეს ვუთხარი სიტყვა-სიტყვით. "თუ, რა თქმა უნდა, ეს მოლაპარაკებებში ყველა მონაწილისთვის მიმზიდველი იქნება". ამაზე მოვისმინე პასუხი: "დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ". მეც ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თუ პირველ გვერდს არ გადავფურცლავდით, ყოველ შემთხვევაში, შევეცდებოდით, რაღაც ახალი, არასტანდარტული მიდგომების გამოძებნას, რაც მთავარია, შევძლებდით რეგულარულად ურთიერთობას", _ განაცხადა მედვედევმა. მისივე თქმით, პეტერბურგში შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს ასტანაში შეხვდნენ. "მე მას ვუთხარი: "ჩამოდით სოჭში, მშვიდად დავილაპარაკებთ პრობლემებზე"... მან მითხრა: კარგი, მე მზად ვარ, ეს გავაკეთო. შემიძლია, გულწრფელად გითხრათ, რომ ამის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში ვამოწმებდი, ჩვენი ქართველი პარტნიორისგან არის თუ არა რაიმე ინფორმაცია, თუმცა ეს არ ყოფილა. სწორედ ამ დროს საქართველოში, როგორც საბჭოთა დროს ამბობდნენ, ოკეანის გაღმიდან ემისრები მიავლინეს. ჩემთვის საკმაოდ ცხადი მომენტი გახდა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაიზის საქართველოში ვიზიტი იმ პერიოდში. ამის შემდეგ ჩემი კოლეგა კავშირიდან გავიდა, მან შეწყვიტა ურთიერთობა, წერა, დარეკვა, კავშირზე გასვლა. სავარაუდოა, რომ გაჩნდა ახალი გეგმები და შემდეგ განხორციელდა კიდეც", _ აღნიშნა მედვედევმა. მედვედევის ამ პასუხს რადიო "ეხო მასკვის" მთავარი რედაქტორის ალექსეი ვენედიქტოვის კითხვა მოჰყვა, უბიძგა თუ არა რაიზის ვიზიტმა სააკაშვილს კონფლიქტის გაჩაღებისკენ და ეს ხო მარ იყო სააკაშვილისთვის "მწვანე შუქის" ანთება. რუსეთის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ასე არ ფიქრობს. ”იმისთვის რომ ეს თქვა, საჭიროა სულ მცირე ოფიციალური ან ჯაშუშური ინფორმაცია. მე ასეთები არ მაქვს. არ ვფიქრობ, რომ ამერიკელებმა უბიძგეს აგრესიისკენ. მაგრამ ვფიქრობ, რომ განსაზღვრული ნიუანსებმა, აქცენტებმა, განცხადებებმა იმის შესახებ, რომ დროა საკონსტიტუციო წესრიგის დამყარება, უფრო გადამწყვეტი მოქმედებების დროა, შესაძლოა, გააჩინეს გარკვეული იმედები, რომ ნებისმიერი კონფლიქტის გაჩენის შემთხვევაში, "ამერიკელები ჩვენ არ მიგვატოვენებ, ბოლოს და ბოლოს ამერიკელები რუსებთან ომს დაიწყებენ". სწორედ ამიტომ მე მაინც ვაკავშირებ ამ ვიზიტსა და შემდგომ მოვლენებს, ისევე როგორც, ჩემს შემდგომ სატელეფონო კავშირს თეთრი სახლი მეთაურთან და მოგვიანებით პირად ურთიერთობას", _ აღნიშნა დიმიტრი მედვედევმა.
რესპონდენტთა 69% მხარს არ უჭერს დიმიტრი მედვედევის იდეას მიხეილ სააკაშვილის გამო ტრიბუნალის შექმნის შესახებ
10:30 05-08-2011
რადიო "ეხო მასკვის" ვებგვერდზე მიმდინარეობს გამოკითხვა - ეთანხმებით თუ არა რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის იდეას საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამო საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის შესახებ. რესპონდენტებს პოზიციის დაფიქსირება შეუძლიათ როგორც ინტერნეტის, ისე სატელეფონო ზარის საშუალებით. ინტერნეტის საშუალებით გამოკითხულთა 69% რუსეთის პრეზიდენტის ამ იდეას მხარს არ უჭერს, ხოლო 26,8% მიიჩნევს, რომ სააკაშვილი უნდა წარდგეს საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე. გამოკითხულთა 15%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს. სატელეფონო გამოკითხის შედეგები ასეთია: 31% მიიჩნევს რომ სააკაშვილი უნდა წარდგეს საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე, ხოლო 69%-ს პასუხი უარყოფითია. რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი მიხეილ სააკაშვილის გამო საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას მიესალმებოდა, მაგრამ მიაჩნია, რომ ამჟამად ეს არარეალურია. ამის შესახებ მედვედევმა ტელეკომპანიების – "პიკ"-ის, "რაშა თუდეის" და რადიოსადგურ "ეხო მასკვისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. "მე თუ მკითხავენ, ვუპასუხებდი: "დიახ". უბრალოდ მიმაჩნია, რომ საქართველოს თავდასხმა სამხრეთ ოსეთზე 2008 წელს იყო საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა. იმის გათვალისწინებით, რომ აქ შეუძლებელია მხოლოდ რუსეთის პოზიციაზე დაყრდნობა, ვფიქრობ, რომ მსგავსი ტრიბუნალის შექმნა მოცემულ მომენტში შეუძელებლია", – განაცხადა მედვედევმა.
This post has been edited by 7-november on 5 Aug 2011, 11:27
--------------------
ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ორი გვამი პრემია იქმება დიდი - ვანო მერაბიშვილ https://www.youtube.com/watch?v=KgpGcLEwncU
ნაცებს არ ვუღალატე და ცოლს ვუღალატებ (C) LEVANY-M
ნაცი - ნაწყლი, უკანა კარი (C) სუხან-საბა ორბელიანი, სიტყვის კონა
|