http://www.mtvarisklubi.com/2011/11/blog-post_17.htmlგოლიათები - გამოძახილი მითებიდან
ს მხოლოდ დასაწყისია. დამატებით ინფორმაციას პერიოდულად გამოვაქვეყნებ. ცოტათი დიდი სტატია გამოვიდა, მაგრამ არაუშავს. ვისაც მითოლოგია, არქეოლოგია აინტერესებთ, ესეც დააინტერესებს.
როდესაც რაიმე ამბავი ადამიანის პრაგმატული გონებისთვის დაუჯერებელი და მიუღებელია. მას თამამად არქმევს ზღაპარს. თუ ეს ამბავი მიუხედავალდ იმისა რომ მართლაც დაუჯერებელია, მაგრამ ძალიან საინტერესო, ლამაზი, შეიცავს ფარულ გზავნილს ან ოდნავ მაინც არის რეალობასთან ახლოს, მაშინ ეს „ზღაპარი“ თაობებს გადაეცემა, ტრანსფორტმირდება, სახეს, მოქმედ პერსონაჟებს, საწყის ფორმას იცვლის, მაგრამ მაინც ინახავს თავის წიაღში მეტად საინტერესო გზავნილებს. კაცობრიობის უახლესმა ისტორიამ გვასწავლა რომ ის რასაც ჩვენი წინაპრები ზღაპრებში „იგონებდნენ“ , ფრინავი ხალიჩა, ჯადოსნური სარკე, მფრინავი რაში, გველეშაპები და გოლიათი რაინდები არც თუ ისე არარეალური და ზღაპრული პერსონაჟები და ხელსაწყოებია. და ამას ტრადიციული, აკადემიური მეცნიერების მიმდევრებიც ადასტურებენ. ხოლო იმ ადამიანთა მოსაზრებით, რომლებიც კარგახანია უკვე გასცდნენ კლასიკური-აკადემიური მეცნიერების ჩარჩოებს და თამამად სცდილობენ დაამტკიცონ რომ სამყარო გაცილებით უფრო საინტერესო, დიადი და შეუსწავლელია ვიდრე ამას ისტორია-არქეოლოგიის თანამედროვე სახელმძღვანელოებში ვკითხულობთ. ზღაპრებში გაცილებით უფრო მეტი სინამდვილეა ვიდრე ამას ჩვენ ვაღიარებთ.
საშუალო სტატისტიკურად ადამიანისთვის გაცილებით უფრო ადვილია რაიმე გაურკვეველზე, მისი ყოფითი ტემპიდან ამოგდებზე და უკვე ჩამოყალიბებულ, ხშირ შემთხვევაშ ნაკარნახევ რეალურ სამყაროდან განმასხვავებელი ფერის დანახვაზე თქვას რომ ეს „წარმოუდგენელია, აბსურდია, ილუზიაა,“ ან სრულაც „სისულელეა“ ვიდრე გაჰყვეს მის კვალს და შეეცადოს საკითხის არსის ბოლომდე გარკვევას. ზოგისთვის ყოფითი, უკვე ჩამოყალიბებული და ისტორიულ-არქეოლოგიურ-თეოლოგიურ საფუძვლებზე გაწერილი რეალობის სურათის ოდნავი რღვევაც ისეთი საშიში და მიუღებელია რომ მზადაა ნებისმიერი რამ, რაც საფრთხის ქვეშ დააყენებს უკვე არსებულს გადამალოს ისე მზის სინათლე არც არასოდეს დაანახოს. სავსებით შესაძლებელია რომ ეს „გადამალულიც“ შემდეგ ზღაპრად მოგვევლინოს და თავისი თავი სწორედ ასე, ან სრულიად უეცრაი აღმოჩენებით შეგვახსენოს.
რამოდენიმე ხნის წინ პროფესორ ალექსანდრე ვეკუას გუნდის მიერ ბორჯომის ხეობაში აღმოჩენილ იქნა ადამიანთა ჩონჩხის ნაწილები. თითქოსდა არაფერიაო, მაგრამ ამ ადამიანთა საშუალო სიმაღლე 2,30 დან სამ მეტრამდე მერყეობდა. ეს სენსაცია სავსებით შეიძლება ჩაითვალოს კიდევ ერთ ზღაპრად მაგრამ საბედნიეროდ ეს რეალური ზღაპარია. შეგახსენებთ რომ სწორედ ალექსანდრე ვეკუას ჯგუფმა აღმოაჩინა „ზეზვა“. ამ ადამიანს ეტყობა შლიმანის იღბალი გაჩნია. ამჯერად მის წინ იმ არსებათა რეალური ძვლებია რომლებსაც ზღაპრებში გილოათებს, ისპალინებს, ციკლოპებს და ტიტანებს უწოდებნენ.
ვეკუას თქმით „თეძოს ძვლები აშკარად დიდია, ჩონჩხის თავიც რამოდენიმეჯერ აღემატება ახლანდელი ადამიანის თავს.“
გოლიათების, იგივე ისპალინების შესახებ არამხოლოდ ლეგენდები და ზღაპრები მოგვითხრობენ. ძველი აღქმაშიც მათზე მართალია მცირე, მაგრამ საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია ინახება „ისპალინები იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მით ურო მას მერე, რაც ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები იყვნენ ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი.“ (დაბ. 6. 4). ღვთისშვილთა ვინაობას ამჯერად ვანებოთ თავი და ისევ ისპალინებს მივუბრუნდეთ. როგორც ირკვევა მათი არსებობა ადამიანთა მოდგმისთვის არც თუ ისე დაფარული და საიდუმლო ყოფილა რაკი ისინი ძველთაგანვე სახელოვან ხალხად მოიხსენიებიან. (თუმცა ხალხათ და არა კონკრეტულად ადამიანებად, ანუ ადამის რასის წარმომადგენლებად)
შედარებით ვრცლად არის მოთხრობილი მათ შესახებ ყურანში, სადაც წარღვნის ეპოზოდის ამსახველ ნაწილში ირკვევა რომ ნოეს მიერ დაწყებული კიდობნის მშენებლობა მასხრად აუგდიათ იპალინებს. „წარღვნა ჩვენ ვერას დაგვაკლებს, ჩვენ მაღლები და ძლიერები ვართ, ჩვენი ფეხის ტერფით მდინარის კალაპოტის ჩაკეტვაც კი შეგვიძლიაო“ უთქვამთ მათ. მაგრამ მოსულა წარღვნა და კიდობანს გარეთ დარჩენილი ყველა არსება, მათ შორის ისპალინებიც შეუწირავს, ყველა გარდა ერთისა.
სწორედ ამ ერთ გადარჩენილ ისპალინზე მოგვითხრობენ ბაბილონის წიგნები. ნოემ წარღვნისაგან გადაარჩინა გიგანტი საგელად „ოგი“. მისცა მას ადგილი კიდობანში გისოსებს მიღმა და სწორედ ამ გისოსებიდან აწვდიდა საკვებს. წარღვნის შემგდეგ ოგი, რაკიღა მხოლოდ ერთად-ერთი იყო თავისი თემიდან ვინაც გადაურჩა წარღვნას, ადამის ასულებთან იწყებს კონტაქტს და მალე მისი გვარი კვლავ გამრავლდა დედამიწაზე. მართალია ოგის შთამომავლობა წინაპარივით გიგანტი არ ყოფილა, მაგრამ ადამიანებთან შედარებით ისინი კვლავაც რჩებოდნენ გიგანტებად. სამკვიდროდ პალესტინა ირჩიეს. მოსეს მიერ ეგვიპტიდან ებრაელთა გამოსვლის შემდეგ, რაც პალესტინას მიადგნენ. მოსემ მზერავები გაგზავნა მათ მხარეში. დაბრუნებულმა მზვერავებმა ამცნეს მოსეს „ ვიხილიეთ ჩვენ იისპალინები, ისპალინთა შთამომავალნი. მათ თვალში ჩვენ კალიები გვეგონა თავი და სწორედ კალიებივით გამოვიყურებოდით ჩვენც მათ თვალებში.“
ისპალინისა და ადამიანის შერკინების საყოველთაოდ ცნობილი ისტორიაა დავითისა და გოლიათის ბრძოლა. ეს გოლიათი „გოლიაფი“ ქალაქ გატში, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეთერთმეტე საუკინეში ცხოვრობდა. მეფეთა წიგნიდან ვიცით რომ როცა ფილისტინელები იუდეას თავს დაესხნენ, მასთან შერკინება ბევრმა მებრძოლმა სცადა და მხოლოდ პატარა დავითმა შესძლო მისი დამარცხება შურდულით. ისპოლინებზე, გოლიათეზე და ტიტანებზე შეგროვებულ ცნობებზე ცოტათი ქვემოთ ვისაუბროთ. მანამდე კვლავ საქართველოში დავბრუნდეთ.
ამრიგად ირკვევა რომ ისპალინები (გოლიათები) ადამიანებისთვის საკმაოდ კარგად ნაცნობი არსებები იყვნენ. საყურადღებოა ის ფაქტიც რომ ნოეს მიერ კიდობნის მშენებლობისას აქილიკებული ისპალინებისაგან წარღვნას მხოლოდ ერთი მამრი გადაურჩა. იქნებ ნოე მათი, როგორც ენდემური წყვილის გადარჩენაც ქონდა მიზნად მაგრამ მათი მხრიდან კიდობნის წარღვნის და მოსეს იდეის აბუჩად აგდების გამო მხოლოდ ერთის დათანხმება შესძლო!?
ისპალინების (გილოათების) კვალი ქართულ ლეგენდებში და ზღაპრებშიც გვხდება.
ამ შემთხვევაში საინტერესოა ამბრი-ს პერსონაჟი, მითიური გმირი, რომელიც წარმოუდგენელი ძალითა და არანაკლებ დიდი ზომებით გამოირჩეოდა. ქართული მეცნიერება მას მიწათმოქმედების კულტს უკავშირებს ( ჯერ კიდევ ცოცხალი ამბრი „დასამარხად“ 12 ხარკამეჩს მიჰყავს. გზაში ურმიდან ჩამოვარდნილი ფეხი გუთანივით ხნავს მიწას ) ცოტა არ იყოს გასაკვირია ასეთი გოლიათური ძალღონის პატრინი ცოცხლად დასამარხად მიჰყავდეთ. სავარაუდოდ აქ სახეცვლილი გზავნილია იმის თაობაზე რომ მიწის დამუშავების ტეკნიკა და საიდუმლოს შესწავლაც კავკასიელებმა სწორედ ამბრის, ან მის თანატომელებისაგან ისწავლეს. გოლიათებისაგან რომლებიც სავარაუდოდ ადამიანების გვერდით ცხოვრობდნენ და ამ შემთხვევაში მათზე გაცილებით დიდ ცოდნას ფლობდნენ.
ამბრის არსებობას კიდევ ერთი, საქართველოში და შესაბამისად მსოფლიოში ყველაზე უფრო ცნობილი მითიც აირანი (პრომეთედ წოდებული) გვახსენებს. აღსანიშნავია რომ თავად ამირანიც სწორედ იმ თვისებებითა და ფიზიკური მონაცემებით იყო დაჯილდოვებული რითაც გოლიათები გამოირჩეოდნენ, არადამიანური ძალითა და სიდიდით. ამირანი ნადირობის ქალღმერთ დალის და მოკვდავი უცნობი მონადირის შვილია. ანუ თავად დედა, ამ შემთხვევაში ქალღმერთი დალი, სხვა გენის მატარებელია. ამირანი უზარმაზარი ზომისაა, თვალები საცერის ტოლა აქვს და საავდროდ გამზადებულ შავ ღრუბელს ჰგავს. ამირანი მგელივით დაუღალავია, თორმეტი წყვილი ხარის ძალა აქვს და მთიდან დაცურებული მორის სისწრაფე; ის იმდენად ძლიერია, რომ დედამიწა ძლივს უძლებს მის სიმძიმეს. ამირანის ძალა ხშირ შემთხვევაში მის მონათვლას. თუმცა ზოგჯერ დაკავშირებულია მის ბანაობასთან ჯადოსნურ წყაროში, რომლის მბრძანებელიც იგრი-ბატონია. გარდა იმისა რომ ამირანის მამა ადამიანია (მონადირე, მჭედელი) მის სისხლში სავარაუდოდ სხვა გენებიც დომინირებდნენ. რაც განაპირობებდა მის შესაბამის აღნაგობას. ადამიანებს შორის გაზრდილი ამირანის საგმირო საქმეებში კი „დევებთან“, გველეშაპებთან და „ღმერთებთან“ ბრძოლა შედის. სხვათაშორის, როგორ ლეგენდიდან ირკვევა, ამირანს საკმაოდ აღელვებდა ის მომენტი რომ ამბრი მასზე უფრო ძლიერი იყო და ლამობდა კიდეც მასთან ძალის მოსინჯვას. მაგრამ როგორც ვიცით ეს მას არ დასცალდა. ამირანის როგორც გმირის, საბრძოლო ატრიბუტში დომინირებს მძიმე ხმალი. რომელსაც ჩვეულებრივი ადამიანი ვერ დასძრავს. საინტერესოა ასევე ის გარემოებაც რომ სიტყვა გმირი, რომელიც ასე ხშირად გვხდება ქართულ ზღაპრებსა თუ თქმულებებში, სულხან საბას განმარტებით ნიშნავს ბუმბერაზ ადამიანს, რომელიც არაადამიანური ძალით გამოირჩევა.
თავად დევებიც, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ქართულ ზღაპრებში 3,7 ან სულაც 9 თავიანებად არიან წარმოდგენილნი და რომლებიც ხშირად ესხმოდნენ თავს ადამიანებს, ჰპარავდნენ ქალწულებსა და საქონელს. სავსებით ესატყვისებიან იმ გმირების ( ისპალინების, ციკლოპების, ტიტანების, გოლიათების) აღწერილობას რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ. მაგრამ საცნაურია ერთი ფაქტი. თუკი კაცობრიობის განთიადზე, როგორც ამას მეცნიერები უწოდებენ. ადამიანები მათთან შედარებით რიგ მეცნიერებებში განუვითარებელნი იყვნენ და შედარებით ნაკლებ ცოდნას ფლობდნენ. (რიგ შემთხვევებში სწორედ ისინი მოიხსეიებიან, ან ასევე მოიხსენიებიან ის ღმერთები რომლებიც ადამიანებს ხვნას, თესვას, ლითონის დამუშავებას, მშენებლობას ასწავლიდნენ). წარღვნის მერენდელ, ანუ უკვე ადამიანებთან კავშირის შემდეგ გამრავლებულ ისპალინებში (გოლიათებში) აშკარად შეინიშნება ფიზიკური და გონებრივი დეგრადაცია. ან შესაძლოა უკვე განვითარებულმა ადამიანმა აიძულა ის, უკვე გადაშენების პირას მისული სახეობა, განრიდებულიყო მთებში, ტყეებში და მივალ, უფრო სწორედ უადამიანო მხარეებში. იქნებ სწორედ ამ ორმა ფაქტორმა გადააქცია „ღმერთები“ „დევებად“ და მოძალადეებად. ყოველ შემთხვევაში ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია. ვარაუდი რომელსაც
თავად თემას რაც შეეხება. თუ ზემოთ მოყვანილი ფაქტები თქვენთვის ისევ ზღაპარი და მითია. დიდი სიამოვნებით გადავავლეთ თვალს საქართველოს (შედარებით) უახლოეს წარსულს. რაკიღა აკადემიური, კლასიკური ისტორიული წყობა უფრო სანდომიანად მიაჩნია უმეტესობას, მოვიშველიებ ქართველი მეცნიერი მეფის, ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შექმნილ ქართლის ცხოვრების ჩანაწერებს. სადაც საკმაოდ საინტერესო ფაქტია ასახული, თუმცა მისი მნიშვნელობა მარტო იმითაც არის ხაზგასასმელი რომ მისი ასახვა ესოდენ სერიოზულ ნაშრომში თავად მეცნიერმა მეფემ ისურვა.
ის თავის ნარკვევში აღწერს ქართლში, თრიალეთის ქედთან, ათენის ხეობაში, ახლანდელ სოფელ დიდ წერეთში გადრძალულია ჯაფირი, რომლის საფლავის სიგრძე ხუთი ადლია. ჩვეულებრივი ადამიანისთვი ხუთი ადლისხელა საფლავი წარმოუდგენლად დიდია. მითუმეტეს ჩვეულებრივი ადამიანის საფლავი არ იქნებოდა იმდენად მნიშვნელოვანი მეფისთვის რომ ეს მას ქართლის ცხოვრებაში ასესახა. ჯაფირი გოლიათი იყო რომელიც ადამიანებთან ერთად ცხოვრობდა. გადმოცემით მის ერთ წინდაში ოცდახუთი კილო მარცვლის ჩატევა შეიძლებოდა, ხოლო ვახშმად ერთი ცხვარიც არ კმაროდაო. ჯაფირი თავისი სიმაღლისვე და აღნაგობის მქონე ცოლიც ყოლია. რაც იმაზედ მეტყველებს რომ ჯაფირის აღნაგობა არ არის ადამიანურ ორგანიზმში ბიოლოგიური ანომალიით გამოწვეული პათოლოგია. რაც დღეს ჩვენს ირგვლივ ცოცხალი გიგანტური ზომის ადამიანის არსებობის ძირითად მოტივად მოჰყავთ ექიმებს. ვინაიდგან ეს ანომალია როგორც წესი ძალზედ იშვიათია, ხოლო ჯაფირის შემთხვევაში, რომელსაც მისი ზომის და აღნაგობის ცოლიც ყავდა. სავარაუდოა რომ საქმე რეალურ, ჩამოყალიბებულ გენთან გვაქვს. მის როგორც ინდივიდის სრულფასოვნებაზე ისიც მიუთითებს რომ ის ადამიანებთან ერთად, სოფელში ცხოვრობდა და მათივე თხოვნით ეკლესიის მშენებლობაშიც მიუღია მონაწილეობა.
კადრი ფილმიდან "Тайна могилы великана"
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს სოფელ დიდ წერეტში არსებულ მეათე საუკინის ბეზილიკურ ეკლესიას, რომელსაც თვალნათლივ ეტყობა გვიანდელი რესტავრაციის კვალი. ჯაფირის ხელიც დასტყვია. ეკლესიის კედელში, მიწიდან დაახლოებით სამი მეტრის სიმაღლეზე. შედარებით პატარა ქვების წყობის შემდეგ მოდის უხარმაზარი ლოდების წყება. როგორც წესი დიდი ლოდები შემობის საფუძველში, ან კედლის საწყის სექციაში იდება ხოლმე. აქ კი, სწორედ ისე, როგორც ლეგენდა გადმოგვცემს, სწორედ ჯაფირის სიმაღლეზეა შემოწყობილი.
ეკლესიის ეზოში მდებარე საფლავი, რომლის თავქვის გასწვრივ სწორედ ხუთი ადრის სიგრძეზე შედარებით მომცრო ქვებისაგან მართკუთხა გალავანი იყო შემოწყობილი სავარაუდოდ სწორედ იდუმალებით მოცული ჯაფის საფლავი უნდა ყოფილიყო. მაგრამ როგორც არქეოლოგიურმა გადთხრებმა აჩვენეს: მიუხედავად იმისა რომ შემოსაზღვრულ გალავანში მართლაც პრექრისტიანული ხანის სამარხი იყო, რაზეც აღმოჩენილი თიხის ჭურჭლის ნატეხები და ნაპოვნი ნემსიც ადასტურებს. ის ხელმეორედ იქნა გამოენებული. სავარაუდოდ ამ შემთხვევაში ჯაფის და მისი მეუღლის დასაკრძალად. მაგრამ მეცნიერთა გასაკვირად საფლავში ძლები ვერ იპოვეს. მაგრამ აქვე საინტერესოა ის ფაქტიც რომ საფლავი განათხარი დახვდათ. რაზეც კულტურული ფენების არეული წყობა და ზოგიერთი საფლავის ქვის ჩატრიალებული მდგომარეობა მეტყველებდა.
ვის დასჭირდა საფლავის გათხრა და გოლიათის ძვლეის მიმალვა. სწორედ რომ მიმალვა. ვინაითგან ამ მხარეში არ ჩატარებულა არც-ერთი ოფიციალური არქეოლოგიური ექსპდიცია და ასეთი რომც ჩატარებულიყო ის უდაოდ იქნებოდა დაფიქსირებული. მაგრამ ფაქტი სახეზეა. ეკლესიის ტერიტორიაზე დაკრძალული გოლიათის ძვლები სადღაც გაუჩინარდა.
თუკი ეს განძის მაძიებლები იყვნენ, საფლავის გათხრის შემდეგ ისინი აუცილებლად დატოვებდნენ ძვლებს. მათვის ძვლები უინტერესოა. არქეოლოგები?- პირველი გათხრის უდიერი წესის მიხედვით ეს არქეოლოგების ნამოქმედარს არ გავს. მაშინ ვის შეიძლება დააინტერესოს ისტორიულად დადასტურებული გოლოათის არსებობა. სავარაუდოდ იმ ადამიანებს რომლებიც იკვლევენ ანომალურ, ამოუცნობ შემთხვევებს და ამის გამოსაკვლევად საკმაო ძალაუფლებაც და სახსრებიც გააჩნიათ. მაშინდელმა ენკავედემ საკმაოდ დიდძალი არტეფაქტები და წიგნები გაზიდა საქართველოდან. წიგნები, რომლებიც უდაოდ საინტერესო მასალას შეიცავდა როგორც ანალოგიურ ფაქტებზე, ასევე სხვა. არანაკლებ საინტერესო მოვლენებზე. სწორედ მეტწილად ამ გაზიდული და დღემდე უცნობი წიგნების გამო საქართველოს ისტრია სავსეა თეთრი ლაქებით, რომელიც შეძლებისდაგვარად გადაფარა კლასიკურმა, აკადემიურმა, მიღებულმა ისტორიამ. ზემოდხსენებული ენკავედეს მიერ კავკასიაში დაფინანსებული და ჩატარებული იქნა არაერთი სიდუმლო ექსპედიცია, რომლის მთავარი მიზანი ამოუცნობი, უჩვეულო მასალების მოძიება შეგროვება იყო. სავსებით სავარაუდოა რომ აღნიშნულ ენკავედეს საცავებში უნდა ვეძიოდ საქართველოდან წაღებული გოლიათი რაჯიფის ძვლებიც.
ამ საკითხით ენკავედეს დაინტერესება სავსებით ბუნებრივი მოვლენაა. მიუხედავად იმისა რომ წითელპარტიული, სრულიად სწორხაზოვანი პარტიული დაწესებულება და მაშინდელი წყობა სახალხოდ უარყოფდა და გამორიცხავდა რაიმე ზებუნებრივის ან ანომალურის არსებობას. მისი დავალებით საკმაოდ კარგად შეკრული ჯგუფები ანალოგიური მასალის მოსაძიებლად ექსპედიციებს არამხოლოდ კავკასიაში, არამედ მთელი საბჭოთა კავშირის მაშტაბით ატარებდა.
ანალოგიური საქმით, თუმცა გაცილებით შეუფარავად მუშაობდა ჰიტლერის საყვარელი ორგანიზაცია „ანენერბე“ რომელიც ოფიციალურად ეწეოდა პარანორმალური, ანომალური, აკულტური მეცნიერებების შესწავლას და მის პრაქტიკაში გამოყენებას. ასევე მათ სახელზეა დედამიწაზე უცხოპლანეტელთა არსებობის, მოღვაწეობის და მათი ტექნოლოგიების აღმოჩენა გამოყენების საკმაოდ ბურუსით მოცული „ლეგენდები“. ჯერჯერობით უცნობია უკავშირდება თუ არა ანენერბეს მიერ განხორციელებულ რომელიმე მისიას სამამულო ომის დროს, კავკასიონის ქედზე, ტაქტიკურად სრულიად გაუმართლებელი სვლა. სპეციალურად გაწვრთნილი დესანტის „ედელვაისის“ გადმოსროლა. რომსაც სავალალო ბედი ეწია. ის სვანთა მოწინავე რაზმა ამოხოცა. ასეა თუ ისე, რაკი წამყვანი ქვეყნების მაშინდელი საიდუმლო, ნახევრად ძალოვანი სტრუქტურები ასე გამალებით ნადირობდნენ ანომალურ და მისტიურ არსებებზე, მოვლენებზე და ფაქტებზე. რაც თუოდ არეულობას გამოიწვევდა თითქოსდა საათივით აწყობილ, ჩამოყალიბებულ, გაწონასწორებულ, წარსულსა და მომავალში საჭირო დოზით გარკვეულ ადამიანის შეხედულებებში. ისინი მართლაც ძალიან დიდი და საინტერესო ინფორმაციის რეაულირი მატარებლები უნდა ყოფილიყვნენ. ჩვენთვის ცნომილია მხოლოდ ის ფაქტები რაც დაგვიტოვეს სანაურად, ან ის რისი დამალვაც ან გადაკეთებაც ვერ მოახერხეს.
დიდ წერეთიში მცხოვრები გოლიათი ერთადერთი არსება არარის საქართველოს ტერიტორიაზე. მათი არსებობის შესახებ სვანეთშიც შემონახულია არამც თუ თქმულებები, არამედ მათი „საძვლე“ სასაფლაო ადგილები, სადაც ადამიანს თავისი მიცვალებულის დაკრძალვა და მათი შეწუხება აკრძალული აქვს.
სხვათაშორის დიდ წერეთშიც, გასული საუკინის შუა ხანებში ქალაქიდან გოლიათის საფლავის გასათხრელად ჩასულ „ცილინდრიან“ კაცს სოფლის მაცხოვრებლებმა შეთხოვეს უარი ეთქვა ჯაფირის საფლავის გათხრაზე და გოლიათის შეწუხებაზე, რათა მისი წყრომა არ გამოეწვია. ცილინდრიანმა ყურად არ იღო სოფლელების თხოვნა და გათხრა დაიწყო. სწორედ ამ დროს ამოვარდნილა საშინელი ქარი და დაწყებულა სეტყვა. შეშინებული ხახლის დაჟინებული თხოვნით „ცილიდრიანს“ შეუწყვეტია თხოვნა და იქაურობას სასწრაფოდ გასცლია.
ანალოგური აკრძალვა გვხდება სვანეთში. განსხვავებით ქალთლისაგან. სადაც გოლიათის სახელია მხოლოდ ცნობილი. სვანეთში გოლოათთა მოდგმას ბუშებს ეძახდნენ. ბუშები ადამიანების გვერდით სახლობდნენ და წარჩინებულთა კასტას წარმოადგენდნენ. ბუშებს ადამიანთა მფარველობაც აუღიათ თავზე. მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ადამიანებთან კონფლიქტი მოსვლიათ და გადმოცემების თანახმად ხალხს ისინი ამოუხოციათ. ასახელებ კონკრეტულ გვარსაც, აფრასიძეებს, რომლებმაც სოფელზე ჰეგემონობის გამო ომი გამოუცხადეს ბუშებს და ამოხოცეს ისინი.
გაურკვეველია რამდენად სანდოა ეს გადმოცემა ადამიანების მხრიდან მათი ამოხოცვის შესახებ. მაგრამ საყურადღბოა ის რომ სიმაღლითა და ძალით გამორჩეულნი ბუშები ფიზიკური მონაცემების გარდა მშენებლობის საოცარ ტექნიკას ფლობდნენ. მათმიერ ნაშენი კოშკები დღემდე მშენებლობის უიშვიათეს ნიმუშებს წარმოადგენენ.
სვანეთი იშვიათი შემთხვევაა სადაც ასე უხვადაა შემონახული უძველესი ქართული თქმულებები და ზღაპრები რომლებშიც ვინ იცის რამდენი საიდუმლოა დამალული. ყოველ შემთხვევაში ის საოცარი კოშკები და შენობა ნაგებობები რომელთა მშენებლობასაც ბუშებს (ან იგივე გოლიათებს ) მიაწერენ საქართველოში საოცრად მრავლად გვხდება. მათი ძირითადი რაოდენობა მეგალითის ხანას ეკუთვნის. ისინი დღესაც გვაოცებენ თავიანთი სიდიადით, გრანდიოზულობითა და არქიტექტურული უნიკალურობით. მეგალითის დროინდელი ნაგებობები ცნობილია დედამიწის თითქმის ყველა კონტინეტზე.
მეგალითები (მეგა... „დიდი“ და ...ლითი „ქვა“), უზარმაზარი, დაუმუშავებელი და დამუშავებული ქვის ლოდებისაგან აღმართული ნაგებობა. საქართველოში მათ გმირთ ნაკვეთებს, დევთა ნასახლარებსა და ქვაკაცებს უწოდებდნენ. მეგალითური კულტურის დამახასიათებელი ძეგლები: დოლმენი, მენჰირი, კრომლეხი, ქვაყუთები, დახურული კორიდორები. მეგალითები გავრცელებულია მთელს მსოფლიოში, უმთავრესად ზღვისპირა რაიონებში, გარდა ავსტრალიისა. მეგალითები ევროპაში ძირითადად თარიღდება ენეოლითისა და ბრინჯაოს ხანით (ძვ.წ. III-II ათასწლეული). ინგლისის მეგალითები განეკუთვნება ნეოლითის ხანას. მეგალითების დანიშნულება ყოველთვის არ არის გარკვეული. ტერმინი მეგალითური თითქმის ყოველთვის იგივდება ტერმინ ციკლოპურთან, რაც ბერძნული მითებში მოხსენიებული ციკლოპებიდან და მათ მიერ აგებული უდიდესი ქალაქებიდან მოდის.
მაგრამ ჩვენ ჩვენს მეგალითებზე ვისაუბროთ. მე ეს უფრო საინტერესოდ მიმაჩნია.
მეგალითები
საქართველოში საკმაოდ მრავლადაა წარმოდგენილი მეგალითები, ჯავახეთი, თრიალეთი, აბხაზეთი სავსეა მეგალითური ნაგებობებით რომელთა ასაკი ხშირ შემთხვევაში ძველი წელთაღრიცხვის მეთოთხმეტე მეცამეტე საუკუნეებს წარმოადგენს.
აბულის ციხე. ფოტო ტ.დუნდუა. საუნჯე.გე
ყველაზე საინტერესო ჯავახეთში, აბულის მთაზე მდგარი მეგალითია. დღევანდელი სავალი გზიდან მოშორებით, საკმაოდ უკაცრიელ ადგილზე, ზღვის დონიდან თითქმის 1670 მეტრის სიმაღლეზეა, ჩამქრალ ვულკანზეა აღმართული. ეს ქვიდან, ყოველგვარი დუღაბის გარეშე ნაშენები ქალაქია თავისი ქუჩებით, სახლებით, სათავსოებითა და მოედნებით.
ქალაქის პირველი გალავნის გავლის შემდეგ, რომელსაც მცირე ზომის, მაგრამ არქიტექტურულად გამართულად ნაშენები და დაგეგმარებული საცხოვრებელი სახლებისა და პატარა ქუჩების წყება წარმოადგენს. იწყება ციტადელი, რომლის კედლების სიმაღლე ხუთი მეტრია. სავარაუდოდ მისი თავდაპირველი სიმაღლე 12 მეტრს აღემატებოდა, განი კი შირ შემთხვევაში სამ მეტრს. პირველ გალავანს მეორე მოსდევს და შემდეგ მთავარი ციხეა. ოთხსართულიანი, ქვების მშრალი წყობით ნაგები ციხე. ყოველივე ერთად კი საკმაოდ ნიჭიერად დაგეგმილი საფორტიფიკაციო ნაგებობაა. სახლების ზომა და საქონლის სადგომების არარსებობა იმაზე მიუთითებს რომ ამ ციხეს ადამიანები ძირითადად რელიგიური წესჩვეულებების და საფრთხის დროს თავშესაფრად ხმარობდნენ. აბულის ციხის მსგავსად საქართველოს ტერიტორიაზე კიდე მრავალი ციხე ქალაქი გვხდება, რომელთა სათანადო შესწავლა, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.
აშკარად თვალშისაცემია ამ დიადი ნაგებობების სიძველე და სიდიადე. უზარმაზარი ლოდები, ყოველგვარი დუღაბის გარეშეა ერთმანეთზე შემომდგარი. თოთოეული ლოდის წონა ხშირ შემთხევაში 2-3 ტონაზე მეტია. გალავნების სიმაღლე 10-12 მეტრამდეა. ციხის გალავნების განი კი სამ მეტრს აღწევს. ძალაუნებურად გახსენდება სოფელ დიდ წერეთში, გოლიათ ჯაფირის მიერ, სოფლის ეკლესიის კედელში ჩადუღაბებული რამოდენიმე ტონიანი უზარმაზარი ლოდები.
თვალსაჩინოებისთვის გთავაზობთ რამოდენიმე ფოტოს, რომელიც ინტერნეტში მოვიპოვე ( დიდი მადლობა ფოტოს ავტორებს )
შაორი, ჯავახეთი
სარო, ჯავახეთი. ყურადღება მიაქციეთ კედლის განს
გრია, ჯავახეთი.
ვისი დახმარებით, ვისი მიბაძვით ან ვის წინააღმდეგ აგებდა მაშინდელი დიაოხელი ამ დონეზე გამართულ, გათვლილ და მყარ ნაგებობებს!? და ეს ყველაფერი აშენებულია მაშინ, როცა ადამიანს ბრინჯაოს ცული ქონდა ხელთ.
სიანტერესოა ასევე ის ფაქტიც რომ თანამედროვე მსოფლიოსთვის ცნობილი იყო გიგანტური ზომის ადამიანების ნაშთების შემთხვევითი აღმოჩენების შესახებ. 1821 წელს ამიერიკაშ, ტენესის შტატში აღმოაჩინეს დიდი კედლის ნანგრევები და ორი ადამიანის ჩონჩხი, რომელთა სიმაღლე 217 სანტიმეტრი იყო. მას შემდეგ ბერვჯერ შეუხსენებია თავი გოლიათს მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში, ამერიკაში, სამხრეთ ამერიკაში, ავსტრალიაში - გაქვავებული კიდურები, რომლის მფლობელსაც მეგანტროპუსი დაარქვეს. ჩინეთში სადაც აღმოჩენილი ადამიანის სიმაღლე 3 მეტრამდე არწევს და მას გიგანტოპი-ტეკი უწოდეს. ინგლისში, ოქსფორდის უნივერსიტეტში დაცულ ერთ-ერთ უძველეს წიგნში, რომლის სათაურიც „ანტიკური ისტორია“ გახლავთ. მოიპოვება პატრარა ნარკვევი, რომელიც ინგლისის ტერიტორიაზე, მიწაში 4 მეტრის სიღრმეზე ჩამარხულ გოლიათ მებრძოლზე მოგვითხრობს. რომესაც საომარი აბჯარიც და საბრძოლო იარაღიც, ხმალი და საბრძოლო ნაჯახიც თან ახლავს. გოლიათი მებრძოლის სიმაღლე 4 მეტრს აღწევს.
გოლიათებთან შეხვედრას ძველი დროის მოგზაურებიც აღწერენ თავიანთ მოგონებებში. 1766 წელს ლონდონნს მოადგა გემი „დელფინი“ რომელსაც გენერალ-კაპიტანი ჯონ ბაირონი მართავდა (პოეტ ბაირონის ბაბუა). იმავე დღეს ქალაქი ჭორმა მოიცვა თითქოს მეზღვაურებს სამხრეთ ამერიკის ნაპირებთან გოლიათთა სოფლები უნახავთ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ამ ინფორმაციამ დიდად ვერ აღაფრთოვანა სხვა მეზღვაურები, რადგან გოლიათებთან შეხვედრა მათვის საკმაოდ ჩვეულებრივი მოვლენა იყო.
ჯერ კიდევ მაგელანის მოგზაურობის დროს 1520 წელს, მის გემზე მყოფი ანტონიო პიგაფეტი, რომელსაც ევალებოდა მოგზაურობის აღწერა, თავის ნარკვევებში მოგვითხრობს მათი ეკიპაჟის წევრებისა და სამხრეთამერიკელი გოლიათების რასის შეხვედრის ამბავს, რომლებსაც მაგელანმა „პატაგონიელები“ რაც დიდ ფეხას ნიშნავს, ხოლო ადგილს პატაგონია უწოდა.
„ჩვენ დავინახეთ გოგანტური ზომის შიშველი მამაკაცი, რომელიც დახტოდა, მღეროდა და თავზე ნაცარს იყრიდა. კაპიტანმა ეკიპაჟის რამოდენიმე წევრს უბრძანა გოლიათის მოძრაობების გამეორება რათა მისი ნდობა დაგვემსახურებია. დავალების შესრულების შემდეგ ჩვენ შევძელით მასთან მიახლოება, გოლიათი კეთილგანწყობილი იყო ჩვენდამი, მან თითით ზეცისკენ მიგვითითა იმის ასახსნელად რომ ჩვენ ზეციდან ცამოსულები ვეგონეთ. ის ძალიან მაღალი იყო, ჩვენ მის თეძოსაც ძვლივს ვწვდებიდით.“
როგორც შემდეგ ირკვევა გოლიათს სხვა, მისივე ზომის გოლიათები შემოუერთდნენ რომლებსაც ფეხზე უზარმაზარი მაკასინები ეცვათ. ესენი აბორიგენი ტომის, „ტეხუელჩის“ წარმომადგენლები ყოფილან. ესოდენ საკვირველი სანახავი არსებების გემზე აყვანის და სამშობლოში ჩამოყვანის სურვილით აღძრულმა ეკიპაჟის წევრებმა, ნებით რომ ვერ დაითანხმეს გოლიათები, სამი მათგანი მოტყუებით შეიტყუეს გემბანზე, ბორკილები დაადეს და გაიტაცეს. როგორც ცხნობილია ამ მოგზაურობას ეკიპაჟის 20 წევრი ემსხვერპლა და მათ შორის სწორედ ის სამი გოლიათიც იყო რომლებმაც ვერ გაუძლეს გაუსაძლის პირობებს.
არსებობს კიდევ ერთი ცნობა რომელიც ბერმა დონ ხუან დე არეისაგამ შემოგვინახა, რომელიც ასევესამხრეთ ამერიკას ეხება:
„ფეხით გავიარეთ ვიქტირიას ყურე და წავაწყდით პატაგონელთა უთვალავ ქოხს. პატაგონელი ქალებისა და კაცების დანახვაზე ჩვენ არ ვიცოდით როგორ მოვქცეულიყავით, ამიტომ დავყარეთ იარაღები მიწაზე. მათაც მოგვბაძეს და დაყარეს თავიანთი მშვილდები. გავექანეთ ხელგაშლილნი მათთან შესახვედრად და ისინიც წამოემართნენ ჩვენსკენ. შეხვედრისას აღმოჩნდა რომ ჩვენ მათ თეძომდეც კი ვერ ვწვდებოდით. საკმაოდ თბილად მიგვიღეს. ჩვენ ვაჩუქეთ მათ ათაში წვრილმანი, ზანზალაკები, რომლებიც ბაწარზე გამოაბეს და ფეხის წვივებზე შეიბეს, რომელთა ჟღარუნი ძალზედ ახარებდათ. მძივები, სარკეები და ათასი რამ. მასპინძლებმა კი გაგვიმასპინძლდნენ ათასი ნუკბარით, ლოსის უმი ხორცით და შემდეგ წყაროზე წაგვიყვანეს წყურვილის მოსაკლავად. ისინი ისეთი დიდები და ფეხმარდები იყვნენ რომ მათ ვერცერთი მარდი ცხენი ვერ დაეწეოდა. ისინი საკმაოდ მარჯვედ ისვრიან რამოდენიმე ფუტის სიმძიმის ლოდს საკმაოდ დიდ მანძილზე. საკმაოდ ხალისიანი და კეთილი ხალხია. სახეზე სხვადასხვა ფერის საღებავს ისმევენ ხოლო თავზე ძალიან ლამაზ, ჩიტის ფრთებიდან გაკეთებულ ქუდებს იფარებენ“
თუმცა რაკი საუბარი გახსენებაზე მიდგა, მოდით თვალი გადავავლოთ მსოფლიოს სხვადასხვა ხალხთა მითებსა და ლეგენდებს სადაც გოლიათებმა საკმაოდ დიდი კვალი დატოვეს.
დანარჩენი ნაწილი არ ეტევა, ორიგინალი საიტიდად წაიკითხეთ
http://www.mtvarisklubi.com/2011/11/blog-post_17.html This post has been edited by zonia on 5 Jan 2012, 12:48