მივიღოთ აფხაზების დღევანდელი, არსებული დროშა და ჰიმნი.
პოლიტიკოსებზე არ ვიძახი ეს პოლიტიკოსების საქმეა და ვერ ჩავერევი. პოლიტიკური გადაწყვეტილება სახელმწიფო დონეზე
სულ სხვა რამეა.
საზოგადოებაზე ვსაუბრობ, მივიღოთ აფხაზეთის დროშა და ჰიმნი. არც დროშით არ იქცევა ქვეყანა და ჰიმნის სიტყვებიც ჩვეულებრივი ჰიმნია, არაფერი ტექსტში არ არის ქართველის ან ვინმეს დამამცირებელი. სიმბოლიკაა რა, ბოლოსდაბოლოს.
ბევრი ქართველი, შეუპოვრად ქმნის რაღაც რაღაც ვიდეოკლიპებს აფხაზეთის პეიზაჟებით და ქართული ან აფხაზური მუსიკის თანხლებით, ადებენ ზედ თავიანთ შექმნილ დროშას საქართველოს და აფხაზეთის დროშის ნაზავს, ადებენ ტექსტს "Abxazia is Georgia", თუ სხვა ტექსტებს, დებენ "იუტუბზე", რათა მსოფლიოს გააცნონ სიტუაცია, წერენ ფორუმებზე და მიდის გინება და დავა ჰიმნზე და დროშაზე.
იქნება მივიღოთ მათი სიმბოლიკა როგორც არის და ვუთხრათ, რომ კარგია, რომ საზიაროა და მისაღებია.
ჯერ ერთი, ნერვები დაგვეზოგება.
მეორეც, აფხაზების ნერვების მოშლას მოვრჩებით, რომ თუნდაც მათი წვრილმანი არჩევანი მიუღებელია ჩვენთვის.
მესამე, მიმაჩნია, რომ ასეთი "დროშების შეჯიბრი" გასაგებია მხოლოთ ჩვენთვის და აფხაზებისთვის. არა შენია არა ჩემიას პონტში, და გაუგებარია უცხოსთვის და საქმეში ჩაუხედავი ადამიანებისთვის უცხოეთში. პირიქით ხაზს ვუსვამთ, რომ სხვადასხვა ვართ, რომ მათ სხვა სიმბოლიკა და ასე შემდეგ აქვთ, და ჩვენ სხვა. იმათი სიმბოლიკის ზემოდან იმათი ლოზუნგები აწერია ხოლმე, ჩვენსას ჩვენი ლოზუნგები.
ერთ და იგივე სიმბოლიკაზე და დროშაზე და ჰიმნზე დაწერილი "Abxazia is Georgia" და აფხაზურად დაწერილი "გაუმარჯოს დამოუკიდებელ აფხაზეთს" კი აჩვენებს უცხოსაც და მოყვარესაც რომ ეს არის ერთი და იგივე საკითხზე ორი აზრი, გაუგებრობა ერთ და იგივე მიწის ხალხს შორის.
და მეოთხეც, არის პატარა დიპლომატიაც და ეშმაკობაც, სიმბოლიკების აღრევის, რაც არაკეთილმოსურნეს მცირე პრობლემას მაინც უქმნის, სიმბოლიკებით მანიპულირებისა.
რა ვიცი ჩემი აზრია.
This post has been edited by picpic on 17 Sep 2011, 21:10
მიმაგრებული სურათი