QUOTE (picpic @ 1 Oct 2011, 19:52 ) |
QUOTE (ერისკაცი @ 1 Oct 2011, 19:32 ) | REIDI
QUOTE | ძალიან კაი ფერმერები არიან ბურები,იმედია მათ მაგალითზე მაინც ისწავლიან ჩვენი გლეხები უფრო ნაყოფიერ შრომას |
და ვინ გითხრა რომ ჩვენებმა შრომა არ იციან?
|
და შენ ვინ გითხრა რომ ჩვენებმა შრომა იციან.
კახეთში მამა შვილს გადაეკიდა და შვი;ლი მამას, მიწების გადაცემა რომ ხდებოდა. არა ჩემია და არა ჩემიაო. წლები გავიდა და ერთხელ არ დამუშავებულა მიწები. ინტერესის გულისთვის მზესუმზირაც არ დაუთესიათ, იქნება რამე გამოსულიყო. ახლა მიწის გადასახადმა რომ შეაწუხათ, მთელი კახეთი გამგეობებში დარბის აღარ გვინდა ის დარიგებული მიწებიო.
რა ხდება ამ დროს იგივე მიწაზე იმ ერთი გამონაკლისი კაცის ხელში ვინაც იცის მუშაობა: დაიწყო ხორბალით. ახლა ხახვი, ხორბალი, მზესუმზირა. დაიმატა სხვის მიერ უარყოფილი მიწები და ახლა 44 ჰექტარს უვლის ერთად. იქამდე მივიდა, ჩირის გამოსაზამთრებელი სათავსოები დაამატა და წარმოება გაუჩნდა. ნამჯის დასაპრესი მოწყობილობა ჩამოიტანა საცდელად, ღერებად უნდა დავპრესო, დასავლეთში შეშად ხმარობენ და აქაც უნდა ვცადოო. თან ყოველ წელს იმას ტირის ვაიმე ბანკის ერთწლიანი სესხი მაქვს და მოსავალი თუ არ მომივიდა დამერხაო, მაგრამ, ჯიგრებო, მოდის მოსავალი და არ დარხევია. პირიქით, წინ მიდის. კარგად მახსოვს პირველი სესხი 2100 ლარი რომ აიღო, იფიქრა მთელი ჩემი შთამომავლობა ამას ვერ გადაიხდისო. წელს 40000 ლარი აქვს აღებული სესხით, მოსავლის დაზღვევით და ა.შ.
"მუშაობა იციან" ამას ჰქვია, მაგრამ, სამწუხაროდ, გამონაკლისია.
უმრავლესობა კი ელოდება, როდის მოუყვანს გამგებელი მოსავალს.
|
ეს ძალიან რთული თემაა, ყველა მართალია თავის მხრივ, ზარმაცებიც არიან, მაგრამ პრობლემა იცით რაში მდგომარეობს ანუ სათავეს საიდან იღებს იმაზე უნდა ისაუბროთ. რატო გაზარმაცდა გლეხი ეს უნდა ვეძებოთ.
ჩემმა ბიძაშვილმა მარტო ერთი თოხნა სიმინდის 17 დღეს დაუჯდა, ამოვიდა ის დალოცვილი, რომ შეხედავდი 2 მეტრი სიმაღლის იყო მაგრამ რათ გინდა სარწყავი არხების უქონლობის, უწყლოობის გამო საერთოდ არ ება არაფერი.
ესეც იმიტომ დათესა ოჯახისთვის უნდოდა, ეხლა წარმოიდგინეთ იმუშავა ვირივით + ნადი + იმათი ჭამა + ვთქვათ ძალიან ძალიან ბევრი მოუვიდა იმაზე მეტი ვიდრე ელოდა და გაიტანა ბაზარზე გასაყიდად, ჰა აგერ აჭარაში ჩააბარეს მანდარინი? დაულპათ. მერე ადგება ის კაცი და ჩამოვა თბილისში მშენებლობაზე და დამთავრდა გავერანდა სოფელი.
ეგ ყველაფერი არის კომუნისტების ბრალი ამდენი ქარხნები რომ აუშენეს და მიაჩვიეს გლეხი ხელფასზე მუშაობას + ხედავს რომ არ არის გასაღების ბაზარი აი ამას კი ჭირდება საკანონმდებლო ბაზის დახვეწა. არ შეიძლება იმპორტული საქონელი ადგილობრივ საქონელზე იაფი იყოს. ამიტომ როდესაც მასიურად გლეხებისა ვერ ხედავს პერსპექტივას მიწასთან მუშაობაში თავს ანებებს და სხვა გზებს ეძებს. აი ესე გაზარმაცდა ქართველი გლეხი. ბურებს, ჩინელებს, აზერებს და ა.შ. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი პრივილეგიები აქვთ. აზერებს ისეთი ადგილები აქვთ საქართველოში მწვანილი და კარტოფილი ორჯერ მოყავთ წელიწადში. აგერ ქუთაისთან ახლოს ბატონებო ძალიან ბევრი ქართველი გლეხი მწვანილის მოყვანით არის დაკავებული და საკმაოდ კარგადაც უძღვებიან თავიანთ საქმეს. ასე რომ ეს არის სახელმწიფოს ბრალი მოყოლებული კომუნისტებიდან და მთლათ ჩვეულებრივ მოკვდავებს ნუ დაგვაბრალებთ. კი ბატონო ზარმაცები არიან, მაგრამ რატომ გახდნენ ზარმაცები ესაა მთავარი საფიქრალი და პრობლემა. მაპატიეთ ბევრი გამომივიდა