არაფერი გამიპრავებია ფორუმელი.
ჩვენში ძაან გამჯდარ და მორალურად აღიარებულ ღირებულებას შევურქინე, რომელიც სულაც არ არის მორალური..
ჩემს პოსტთან კონკრეტული ასანიძე არაფერ შუაშია.
მე იმ პატრონ-ყმურ მორალს ვაკრიტიკებ, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის ისევ მთავარი მორალია და რომელზეც აგებულია ურთიერთობები.
"აუუ მაგარი კაცია, მე ათასჯერ გამიმართა ხელი, აი აგერ ჭიჭიკოს კი მოექცა უსამართლოდ, მარა ჩემი საქმე არაა, რა ნამუსით უნდა ამოვიღო მის წინააღმდეგ ხმა. კაცისგან ასე ვარ დავალებული ძმაო" ან " აუუუ ბიჭო ეგ ვინ ყოფილა, კაცმა ამდენი რამე გაუკეტა , ფეხზე დააყენა და ხმის ამოღებას როგორ კადრულობს"
არ მითხრათ რომ ეგ ასე არ არის.
სხვატაშორის აქედან გამომდინარეობს ოდნავ სახეცვლილი ჩვენი მენტალიტეტისათვის დამახასიათებელი მორალური დოგმაც: "ძმაკაცი რაც უნდა ტყუოდეს, თუ კაცი ხარ გვერდით უნდა დაუდგე, თუ არადა უკანალი ხარ" და "შენიანის წინააღმდეგ რა უფლებით იღებ ხმას შე გატახსირებულო"
ეგრეა ეს პატივცემულებო.
განაზოგადეტ მაგალიტები და რა გინდა რა სიტუაციას მოარგებთ

(
ეგ მორალი მორალობს აქეთაც, იქეთაც.
არ ხდება ისე, რასაც ერთ მხარისთვის, ერისთვის მორალად აღიარებ, მეორე მხარეს ბერს იგივე ამორალობაში ჩაუთვალო. ეგ ერთი მთლიანი საზოგადოებაა,. რაც ერი, ის ბერი.
იმ ჭიჭიკოს რო კითხო , მაგარი უსამართლო და ამორალურია მეზობელი მიხო, უსამართლობაზე თვალი რო დახუჭა, რაკი იმ სხვისგან დავალებული იყო, მარა მიღებული მორალი იმ ჭიჭიკოსაც ზუსტად მიხოსავით მოქცევას ავალდებულებს სხვებთან. უფრო სწორად მორალი კი არ ავალდებულებს, თავის გადარჩენის, საკუტარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა იძულებულს ხდის ამ მორალს, ქცევის წესს შეაფაროს თავი. ანუ ჭიჭიკოც მიხოსავით იქცევა სხვა სიტუაციაში და ორივე კი, მიხოც და ჭიჭიკოც მდიდარ და გავლენიან მეზობელ შალიკოს იდენტურები არიან სხვებტან, მათზე ქვემდგომებთან მიმართებაში.
ძალის, ფულის და ძალაუფლების ვერტიკალზე აგებული ურთიერტობები განაპირობებს ამას. ამ ვერტიკალს კი საზოგადოების მენტალიტეტი უზრუნველყოფს.
ცალკეული ადამიანები ამას ებრძვიან, საზოგადოდ მიღებული ქცევის კანონებით არ იქცევიან და კიდეც მარცხდებიან 'ცხვირდასისხლიანებულები"- ცხოვრებისგან ნაცემები.
რას აკეტებს ხელისუფლება ამ 'ძალა, ფული, ძალაუფლება" ვერტიკალის დასანგრევად?
დაანგრია ის ვერტიკალი, რომლის სატავეში უხეში ძალა, კრიმინალურ სამყარო- ქურდები იყო და შესაბამისად დაანგრია ამ ვერტიკალზე აგებული ურთიერთობებიც:
ქურდის ირგვლივ სულ ხელზე მოსამსახურეები იყვნენ, თავის მხრივ ამ შნირებსაც სხვა ეშნირებოდა და ასე შემდეგ ქვევით და ქვევით, რომელიც სასკოლსა ასაკამდე ჩამოდიოდა. რაიონებში და პატარა ქალაქებში ვერა, ვერც ტბილისის გარეუბნებში, მაგრამ 'სვეცკი' უბნების სკოლებში ძველი ბიჭებისადმი ხუტოსანი გოგოების ტრფობა წარსულს ჩაბარდა. აღარ არის მოდური, ეგ არის სიმპტომი ამ ვერტიკალის რღვევისა.
ფულის ვერტიკალის ინტელექტით ჩანაცვლების პროცესიც სახეზეა. ბუტკიდან გამდიდრებული და მარშუტკის მძღოლები ისე ვეღარ პრასვეტობენ, როგორც ამ წლების უკან.
მაგრამ თქვენ აბსოლუტურად სწორად შენიშნავთ ხოლმე, რომ დამოკიდებულებები იგივე დარჩა ურთიერტობები იგივეა და ერთი პატრონყმური ურთიერთობის ობიექტი მეორემ ჩაანაცვლა.
მიზეზზე არ დაფიქრებულხარტ რატოომ? თავისუფალი ნიშა იყო და დაიკავეს. საზოგადოება, მისი მენტალიტეტი, უნთავისუფლებს ამ ნიშას.
მოკლედ ეს ღრმა თემაა და ნამდვილად ვერ ჩავატევ პოსტში სატქმელს, მარა მგონი ძირითადი სატქმელი მაინც ვთქვი:
ჩვენ ღირებულებებს უნდა გადავხედოთ. .
პოსტი ასანიძის გულშემატკივრობამ კი არა, შენს პოსტში სიტყვა "ზნეობა- უზნეობის" ხსენებამ დამაწერინა.
omertaაი ხო ხედავ გაიიკვირვე. სწორედაც. მაგ წინადადებას წინ "მაგ ლოგიკით" უძღოდა.
რაკი არ მოგეწონა და სამართლიანადაც, ე. ი. არც ფორუმელის ლოგიკა უნდა მოგწონებოდა

)
აი ჩემი "ლოგიკა" კი ესაა
საბჭოთა სავოკის უკანასკნელ ნაგლეჯს ჩააზილა წიხლი 1 ოქტომბერს ქართულმა საზოგადოებამ (с)ჩოხა