ერთი მიშისტის ნაამბობიდან
(სტილი შეცვლილია და სახელებიც შეცვლილია)
(აბსოლიტურად)
(რემეიქი)
მეოთხე ნაწილი
ართ ბინგემში ამ სომეხთან და მეორე დღესვე შევუდექით პუპას მანქანის ყიდვის საქმეს, ამიტო დავბრუნდით ფრანკფურტში.
იმ ჩერეზ ძმაკაცს ერთი კიდე წავუწკრიალე, რო ერთი გემრიელად მოვფერებოდი, მაგრამ კიდე არ იყო. დაიმალა ის ჩემისა.
ეხლა, ფრანკფურტში არი, გარეუბანში მანქანების დიდი ბაზრობა - ავტოფორმას ეძახიან. და დავიარეთ.
მეტწილათ თურქები ვაჭრობენ. გერმანელებისგან ყიდულობენ იაფათ და მერე ყიდიან ჩამოსულებზე ფასის მომატებით.
ერთი დღე ვიარეთ. მეორე დღე ვიარეთ...
ეს პერიოდია რა - მივდივართ, მოვდივართ, ისევ მივდივართ და ისევ ვბრუნდებით. მანქანას ძევებთ. ვერ ვპოულობთ. არაფერი იცვლება. დრომ წაატორმუზა და გაჩერდა. მაგრათ ტეხავს. ეს მესნი პაპუასიც არაფერს ამბობს ინტერვიუზე, არადა, ხო იცის, მაგ ახვარმა, დარჩენას ვაპირებ.
მოკლეთ, რამდენიმე დღე მოვუნდით გასვლა-გამოსვლას, დიდი არაფერი მომხდარა. ერთი ეგ არი, ავტოჰაუზებში გავჩითეთ თბილისელი ებრაელების საკაიფო ავტოჰაუზი. თვითონაც იქვე ცხოვრობენ, მოქალაქეობა აქთ და არიან კაცურათ. კონკურენცია არა აქთ. ყველას თავის ნაკვეთი აქ, თავისი მანქანები, - “მერსედესი” გინდა, “როვერი” გინდა, “კრაისლერი”, “ნისან-პატრული” თუ “ფორდ-მუსტანგი”... არავითარი ხელის შეშლა.
ეხლა, მამენტ, კონკურენცია როგორ არ არი, მაგრამ ისე არა, რო - მეე, ძმაო-ალემაო, კრიშა მაქ, ამისი ბიძაშვილი ვარ და იმისი პაპიდაშვილი ვარ და ამ საქმეში მარტო მე უნდა ვიყო და ჩამომეცალე, თორეე ბოზიშვილი ვიყო, ბოზი კურდელივით გაგაფართხალებ და მეყოლე გაზაფხულის ვარდივით და ყელში ეგეთი ჩანგლების გაყრები.
ბოლობოლო, როგორც იქნა, ვიშოვეთ პუპას სასურველი ოპელ ასტრა. საბუთები - უცებ და წამოვიყვანეთ და დავაყენეთ ბინგემში.
ვისგან ვიყიდეთ და ქართველი ებრაელებისგან მოვიადეთ საკაიფოთ და იქ ლაპარაკი წავიდა, აქეთ, იქით, და რამე, თან საქმე... თბილისელი, კაი თბილისელი ბიჭები გამოდგნენ და ის ერთი განსაკუთრებით - მაგარ სასტავში ნამყოფი, რო მთელი ღამე კალაშნიკოვებით და მაკაროვებით და ბოზებით რომელიმე რესტორანში გრიალი, მერე თეფშების და ბოთლების ლეწვა, მაგიდების და სკამების მტვრევა, მედუქნის ტრაკში დაჭრა, ზედაც ბოზების კივილი, ავტომატების კაკანი და დედის ჯიგრიანი ხსენება, ალიონზე კიდე ხაში მეიდანში საკაიფოთ, იქვე მტკვარი გატრუნულა თავისი თოლიებით, მეტეხი გაგლეჯილ კაიფშია და ნარიყალას სუ დაუგლეჯია ვენები და სინაგოგისწინ ქვაფენილს კოცნი სიყვარულისგან და ნამტირალევი ბოზები კისკისებენ ძაან.... ეგრეა, თბილისურს რო შეუშვებ, მაშინვე დაგიკლებენ, რაღათ უნდა ჟეშტის გასინჯვა და ტორმუზები იჭერს თუ არა.
დავბრუნდით იმ სომხის ბინაზე და იმ დღიდან ტექნიკურათ გვახვევს, რო პუპას რაღაცეები გაატანოს თბილისში. მოგებაც ხო ნახეთო, გვაყვედრის კიდეც.
ნუ, ეხლა, რვა ათასი არი...
დაიცა, დოლართან როგორ არი...
ჰო, რო ჩავედით, ერთი დოლარი იყო ადინ ი სოროკზე ევროსთან. ესე იგი, დვე ტიში დვესტი დოლარი მისცა ასტრაში და შესტ ტიში ვერშესრულებული - სუფთა დარჩა, აესე რა.
ეგ მაყუთი გზაში წაუვა, ბენზინი გინდა, ჭამა გინდა, იქაც განბაჟება მოჩოთქე, თბილიში რო ჩახვალ და კაროჩე, რა!
და დგას ეს ოპელი. უკან სკამი იკეცება, მაგრამ ადგილი მაინც შეზღუდულია.
ეხლა ამ სომეხმაც გაშალა ფერადი კატალოგი და მოინდომა - დენის პლიტა ჩვეულებრივი, პლიტა მიკროტალღური, კაი კონდიციონერი, ოთხი ვენტილატორი, ათი ცალი მიქსერი და ეს ცოტა რამეები უნდა გაატანოს რა.
ერთი რო გადახედა პუპამ, გული შეუწუხდა და წუწუნი დაიწყო, ნეტაი, ფურგუნი არ მეყიდა ამდენ ხარახურას ხო ვეღარ გამატანდაო.
მეთქი, კაცმა პატივი გვცა, შეჩემა, ხუთი დღე ვიყავით ამის სახლში სასტუმროს ხარჯის შეტყაპუნებით და მეტი რა გინდა.
ის სასტუმრო შვიდასი ევროს ამბავი იქნებოდა და - ამ ბოზს ამეების თბილიში გაგზავნა უფრო ძვირი დაუჯდებოდაო.
მეთქი, პუპა, ძმაო, ეგ არი ჟმოტი ბაზარი და არ გინდა.
მაგ მესნი პაპუგსის სახელი იყო სამველ, მაგის ცოლს, არ გაიკვირვო და ელიზაბეტი, ოღონდ სუტრაპიანი, ბავშვებს კიდე კარენა, მარენა და ეგეთი რაღაცეები, ტერიტორიულ-ადგილობრივი და რახან ეჩქარება ჩვენი გაშვება, ძაან ზარალობს, იმის ცოლის გარდა, ყველამ ერთათ დავტვირთეთ მთელი ეს ფერადი კატალოგი უკან. რო აღარ ეტეოდა, სუ წიხლებით ვტენეთ და გაიძეძგა მურტლათ.
ეტყობა, პუპას გუნებაში ის ჰქონდა, რო გზად კემპინგებში ფული არ ეხარჯა და უკანა სავარძლებზე დაეძინა, მაგრამ ისე იყო საქმე, რო მიქსერში თუ დაიძინებდა, თორე მეტი ადგილი სადღა იყო.
უკვე უნდა დავაწვეთ და პუპა აღარ არი, ტო.
სად არი, სად არი, სიმონ და ეს ჩვენი მესნი პაპუასი სამველ ეკითხება თავის პატარა ნაბიჭვარ კარენას, სად არიო და ის ამბობს, ბიძია პუპაო დედას ზურგიდან სწერამსო.
და კინაღამ იქვე გაგიჟდა სამველი, როგორ თუ სწერამს, შე ვირიშვილო მაიმუნოო და ერთი გემრიელი სილა აჭამა ეგრევე.
აბა, მე რავი, მამიჯანო, კარენა ღნავის, რაღაცა დირიჟაბლი მოფრინდა, დედის და ბიძია პუპას ძაან ევასათო, მერე მე ფურცლები და კალამი მომატანინეს შენი უჯრიდანო და სწერამსო, მართლა სწერამსო. ჯერ წინიდან სწერამდაო და მერე დედი რო გადაბრუნდა, ახლა უკანიდან სწერამსო. დედის გეფიცები, თუ გატყვილებდეო.
სადაო, შვილო, დალაგებით თქვი, სადა ხდება ეგ ჰამბავიო! - სამველას უკვე კრიშა აქ წასული.
შენ რო ადრე შეზლონგი იყიდე, იმ შეზლონგზეო.
მერე, სად არი ის შეზლონგიო!
ბასეინთანო.
და უცებ სამველამ ტრუბნოი კლუჩი გააძრო საიდანღაც და მეთქი, მაიცა, სამველ, ძმაო. ეგრე როგორ იქნება, რო დღისით, მზისით, შეზლონგზე, ბასეინთან. თან ეს პატარა ნაბიჭვრები დარბიან. მაიცა, ტო, ჯერ გავერკვეთ სიტუაციაში.
გადავაგდებინე ის კლუჩი და ეგრევე გავაჭერით უკანა ეზოში, სადაც ის ბასეინია ჩვენდა ჭირათ რა.
მივვარდით და რას ვხედავთ, სიმონ!
ეს ფინფონფლო ელიზაბეტი ძაან ქალი იყო, მიმქარავს ანჯელინა ჯოლი და ჯენიფერ ლოპესი ერთათ.
და შეზლონგზე წევს, ბასეინში ბანაობის მერე მზეს ეფიცხება ზაგარის ამბავში, რა. თან, როგორც მერე გაირკვა, ლიფი არ აცვია. იმიტო, რო ევროპელი ქალები ხო აღარ იცმევენ პლიაჟებზე და მარტო ბიკინი აცვია. ისიც როგორ პონტში, იცი? უკან რო მარტო ერთი წვრილი ზოლი ჩასდევს და მთელი დანარჩენი ტერიტორია ზაგარის მისაღებათ არი გამზადებული. არი ეგეთი ბიკინებიც, კინოებში მაინც გექნება ნანახი.
და იქვე წამოწოლილა, სიმონ, ნაბანავარი პუპა, ფინფონფლო ელიზაბეტის ზურგზე ფურცელი უდევს და ეტყობა, ძაან შორს ბანაობს რა, - რაღაცას სწერავს გამწარებული, ხანაც მურტლათ ჩაფიქრდება და ცაში იყურება. იქ კიდე მართლა რაღაცა ფერადი დირიჟაბლი ჰკიდია თავისთვის და ნელ-ნელა მიფრინავს კიდეც.
და მეთქი, რა გინდა, სამველ, რას ერჩი, ძმაო, კაცი თავისთვის გენიალურ რაღაცას სწერავს და წამო, ფეხისწვერებზე გავიპაროთ, ხელს ნუ შევუშლით. იეთიმ გურჯისთვის რო ხელი შეეშალათ, ხო ვეღარ დაწერდა, გამარჯობა ჩემო თბილის-ქალაქო, დაკარგული შენი შვილი მოვედიო.
არაო, ტო, მე ფეხისწვერები და იეთიმ გურჯი არ ვიცი, არც ის მაინტერესებს ეგ რასა სწერავსო, მე ეხლა ელიზაბეტთან მაქ საქმეო.
და იქ ამბავი ატყდაა, იმის დე.
აქით სამველას ვიჭერ, იქით კიდე ფინფონფლო ელიზაბეტს თავისი საკაიფოთ ახტუნავებული მკერდით და ვფიქრობ, რო ამ სიტუაციაში კარგი იქნებოდა ესე სამი-ოთხი ნომერი ლიფი, მაგრამ სად არი.
სამველა ეშუხურება, რო შენი ზურგი ჩემიაო და ეს ვიღაცა ნედაძელანი რათ მიუშვიო.
ფინფონფლო ელიზაბეტი უკივის, შენ რა გესმის სილამაზისა, შე აზიატოო. გენიალურ წიგნს სწერავს ეს კაცი, თითო თავს თითო ლამაზი ქალის ზურგზეო და მე ისეთი პატივი მერგო, რო მაგ წიგნის სათაური ჩემი დანახვით მოაფიქრდაო და შესავალიც დაწეროს, რა მოხდა, შე აზიატო, ხო არ შემჭამაო. აბა, შენ ოდესმე გაგიგონიაო, იციო, “ფრენოლოგია” რა არიო!
ფრენოლოგიაც ვიცი და ბოზოლოგიაც, შე პადზაბორნაია პრაშმანდოვკაო!
და თან იწევენ, ტო, ლამის დახოცონ ერთიმეორე.
მე ძლივს ვაშველებ ფინფონფლო ელიზაბეტის მკერდისკენ თვალებდაბრეცილი, მაგრამ ფრჩხილები აქ კატის ბრჭყალებივით და სუ დამკაწრა იმ მართლა ბოზანდარამ.
ეს პუპა კიდე არხეინათ წევს მაღლა ფეხებაშვერილი და თავისი “ფრენოლოგიის” შესავალს ამთავრებს.
სუ სამი ფურცელი აგმოუვიდა, მეტი კი არა.
და წამოდგა, ძმაო-ალემაო, ჯერ ფინფონფლო ელიზაბეტს ეამბორა ჩემი სისხლით დასვრილ ხელზე, დიდი მადლობელი ვარ, რო იმენა ასეთი პრელესტნი ბრძანდებითო და ჩემი გენიალური წიგნის შექმნაში ფასდაუდებელი დახმარება აღმომიჩინეთო. ეხლა, სახში შებრძანდით, ზაგარის შემდგომი მაზები წაისვით, რო ეს ნაზი კანი არ დაიწვათ და მერე კარგათ დაისვენეთო.
და ფინფონფლო ელიზაბეტი რო მართლა წავიდა გაღიმებული, ეს ჩვენი გენიოსი ახლა მესნი პაპუას სამველას მიუბრუნდა - ძალიანო რა, იმენა ძალიან უნდა გაუფრთხილდე და მოუაროო. მერე რა რო სამი შვილი გაგიჩინა, მაინც ძაან ლამაზიაო. მე მაგისი ერთი დანახვით ისეთმა იდეამ დამარტყაო, რო წაღმა-უკუღმა წერა-კითხვის მეთოდები გამოვიგონე, სათაურიცო და ისეთი შესავალი დავწერე, დერნიკ დემირჭიანსაც შეშურდებოდაო, ძაან მაგარი მწერალი რო არი ერევანშიო.
მიდი, მიდი, ჩაიცვი და წავიდეთ, სახში შემოსაშვები არა ყოფილხართ არც ერთიო.
და მეთქი, მე რა დავაშავე, ტოო! და რო დავბრუნდებით, ჩემ საბუთებს აღარ გადახედავ?
ფინფონფლო ელიზაბეტი ჩემზე კაიფობს, სიმონ, რო შენც კაი აზიატი ყოფილხარო. ეგეთები ხართ კავკასიელები, თვალებში ვერ გამოგიხედიათო.
აბა, რა უნდა ელაპარაკო.
ჩაიცვა პუპამ, - აბა, ჩემოდნები, საკვოიაჟები, კეისები და შევუბერეთ.

:D:D
გაგრძელება იქნება, აბა არ იქნება?!