ფარისეველო ჩიტუნებო, როგორ მხიარულად ჟრიამულობთ?

აღარ მოქმედებს კონიუქტურა, გაცვდა.
კ რ ი ტ ი კ ა თქვენი მხრიდან ოდნავ უხერხული ხომ არ არის?
ეგ არ არის თქვენი საქმე.
თქვენ სწორად დაგეგმილ, დემოკრატიულ პრესკონფერენცია უნდა მიირთვათ მხოლოდ, ამას ხართ შეჩვეულები.
არ მოგვწონს? ნუ მივცემთ ხმას. ნუ გადაიხსნით ვენებს

ღირებულება ბუტაფორია არ არის. ღირებულება ვერ იქნება 40 კილომეტრი.
40 კილომეტრი თეთრ ბინტს გავს, თითზე რომ დაგიხვევით და ალაგ-ალაგ წითლად გაგიფერადებიათ მეტი დამაჯერებლობისთვის.
მე მეყოფა, მეტს არ ვჭამ.
ხელები დამიბანია.
სისტემა რეალ-ტვ ზე დააფუძნეთ. სახელმწიფოს საძირკველი გათეთრებული მასალით ააშენეთ და მერე მდინარის კალაპოტსაც კი საძირკველისკენ მიეცით გეზი.
თქვენ მოგიკლავთ, გიწამებიათ, ავადმყოფები სიკვდილისთვის გაგიმეტებიათ, მოხუცები შიმშილისთვის გაგიწირავთ, მოქალაქეებისთვის სახლები და სარჩოსაბადებელი წაგირთმევიათ -----თვალები დაგიხუჭავთ და საკუთარი თავებისთვის პრემიები გიწერიათ.
თქვენ გვამარეგებთ და###ვების ყოველდღიური აბებით ჩერგოლეიშვილების, კვესიტაძეების, გოგოტიშვილების და ტრაპაიძეების შემწეობით.
თქვენ არც თეთრი მელა ხართ და არც ვლადიმეროვიჩი.
თქვენ თქვენივე თავები ბრძანდებით.
ჰოდა, თქვენ სხვაზე ნუ რა.
ამ უფლებას მოპოვება სჭირდება.
არ მოგწონთ? ნა ზდაროვიე. არ არის პრობლემა.
ახლა კი, ამ წრფელი აღშფოთებით, საკუთარ თავებს ჩახედეთ სარკეში.