მივესალმები თქვენს დაბრუნებას
მოდი ლოგიკა ჩავრთოთ და შევეცადოთ გავცეთ პასუხი თქვენს უძნელეს შეკითხვას :
1. ბიძინას დონის პროექტი გამორიცხულია იყოს მართული ბრმად , ესე იგი ის ისე იმართებოდეს , რომ თვითონ არ იცოდეს (არის ასეთი პრეცედენტები) რომ იმართება , ან იმართებოდეს მისი ნების საწინაამღდეგოთ ...მოდი ეს აქსიომად მივიჩნიოთ ... აქედან გამომდინარე ბ.ბ.-ს პოლიტიკაში მოსვლა აუცილებლად მისი პირადი და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებაა ....მოდი ეს დავიმახსოვროთ
2. რატომ მოვიდა ის ...... ვინმეს თხოვნით , რომ ბიძინა მოსულიყო პოლიტიკაში , მისთვის ისეთი წინადადება უნდა შეეთავაზებიათ , რომელზედაც მას უარის თქმა არ შეეძლებოდა ....
ა/ ფული ----- ბ.ბ.-ს აქვს ძალიან ბევრი ფული , ნუ ძალიან ბევრი ....თავის ცხოვრების წესით , მისი უპრეცენდენტო ქველმოქმედებით საქართველოში მან დაამტკიცა , რომ მას ადვილად შეუძლია ფულთან განშორება , აქედან გამომდინარე ძალიან ძნელი არის დაშვება , რომ ბ.ბ.-ს ფული შეთავაზენ და იმიტომ მოვიდა პოლიტიკაში
ბ/ ძალაუფლება ----ბ.ბ.-ს ცხოვრების წესიდან გამომდინარე , ამ ადამიამნს არასდროს არ ყვარებია წინა პლანზე გამოჩენა , ის არ არის საჯაროობის მოყვარული პიროვნება და თუ ძალაუფლების მანია ტანჯავს მალულად , ალბათ მას უფრო რუხი კარდინალის როლი მოუხდებოდა .... მაგრამ მან უარი თქვა ამ რუხ კარდინალობაზე და ყინულმჭრელივით მოდის პოლიტიკაში , აქედან გამომდინარე , არა მგონი ბ.ბ.-ს ვინმე შეთავაზა პრეზიდენტობაც კი არა , პრემიერობა და მანაც ამით მოიხიბლა
გ/ შანტაჟი --- ეს ფანტასტიკური ვერსია არის .... ვერ ვხედავ შანტაჟის ობიექტს , რით უნდა დაეშანტაჟებიათ ვერ ვხედავ მე პირადათ ... ფულს წაგართმევთო , მექანიზმებს ვერ ვხედავ , როგორ უნდა წაართვა ფორბსის ასეულის ლეგალურ წევრს ფული და ქონება , ის ფული და ქონება რომლის ლეგალურობა აქამდე არ დამდგარა ეჭვის ქვეშ .... ეს არ არის ისეთი შემთხვევა მიშა ქიბარ ხალვაშს , რომ ართმევდა ბულდოზერს ..... თუ ვინმე ამ ვერსიით დაიწყებს აპელირებას მაშინ მექანიზმიც დადოს , როგორ ?
აქედან გამომდინარე , იმის გათვალისწინებით რაც ზევით დავწერეთ , რომ ბ.ბ.-ს ბრმად ვერავინ გამოიყენებდა და მასზე ცდუნების , ზეწოლის მექანიზმები თითქმის ნულის ტოლია ..... ძნელია ბ.ბ.-ს ვინმესგან მართული პროექტი დავარქვათ ..... ჩემი აზრია დამყარებული რეალუარ ფაქტებზე , შეთქმულებების თეორიების არ მჯერა ...... ბ.ბ. მოვიდა პოლიტიკიტაში მისი გადაწყვეტილებით , ერთადერთი მიზეზი , თუ რატომ მოვიდა რჩება მხოლოდ ბ.ბ. -ს განმარტება , სამშობლო მეღუპება და რათ მინდა სხვა რამეო ....
მეორე საქმეა იყო თუ არა ვინმესთან შეთანხმებული ბ.ბ-ს მოსვლა პოლიტიკაში ...ეს სერიოზული შეკითხვაა
1. ბოლოდან ვიწყებ ...... იმდენად დაიბნა სააკაშვილის გუნდი ბ.ბ.-ს განცხადების შემდეგ , ისეთი არაადექვატური ნაბიჯები გადადგენ , რომ აბსოლუტურად გამორიცხულია ბ.ბ.-ს პოლიტიკაში მოსვლა სააკაშვილთან შეთანხმებული ყოფილიყო .
2. ბ.ბ. არის ცნობილი როგორც ფრთხილი მოთამაშეზე , რომელიც ძალიან ფრთხილად და ფუნდამენტალურად თვლის თავის ნაბიჯებს (ლეგენდები დადის მასზე როგორც პრეფერანსის უბადლო მოთამაშეზე , ეს პლიუსია დამიჯერეთ ).... მთელი მისი ბიზნესის ისტორია არის მაგალითი იმისა , რომ ბ.ბ. თუ თამასში ებმებოდა ის სულ იგებდა , ეს მოგებები დამყარებული იყო , მანამდე პრობლემის კარგად შესწავლაზე , საჭირო მოკავშირეების გვერდით დაყენებაზე და თამასში შესვლის მომენტის ზუსტ განსაზღვრაზე ..... არა მგონი ბ.ბ.-ს კარგად შესწავლილი არ ქონოდა საქართველოში არსებული პოლიტიკური რეალიები , არა მგონი ბ.ბ.-ს არ ცოდნოდა ა.შ.შ.-ს გადამწყვეტი როლი ამ პოლიტიკურ რეალიებში .... აქედან გამომდინარე სულელი უნდა ყოფილიყო ბ.ბ. , რომ ქართულ პოლიტიკაში შემოსულიყო , ფაქტიურად ყველაფრის გადამტრიალებლად და ა.შ.შ. მოკავშირედ არ გაეხადა .... ბ.ბ. კი სულელი არ არის .... აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ , რომ ა.შ.შ.-სთან ბ.ბ. -ს გარკვეული აქვს ყველაფერი .... ორი რამე მაძლევს ამის თქმის უფლებას :
ა/ ჯონ ბასის საქციელი , ბ.ბ.-ს გამოჩენის შემდგომ
ბ/ გაიხსენეთ ალასანიას და რესპუბლიკელების საქციელი , ბ.ბ.-სთან შეხვედრის შემდგომ ..... ალასანიაც და უსუფაშვილიც , ბ.ბ.-სტან საუბრის შემდეგ ეგრევე გაიქცნენ ამერიკაში მათ პატრონებთან , ბ.ბ.-მ მათ სავარაუდოთ უთხრა , რომ ა.შ.შ. მისი მოკავშირეა და ამაში დასარწმუნებლად ალასანია და უსუფაშვილი გაიქცნენ ამერიკაში და იქ ალბათ უთხრეს , რომ ბ.ბ. სწორი არჩევანია და გვერდით დაუდექითო და როგორ ცუციკებივით არიან ბ.ბ.-ს გვერდით ალასანია და რესპები ....
რაც შეეხება რუსებთან შეთანხმებას .... არ არის სერიოზული მოთამაშე ამ შემთხვევაში რუსეთი საქართველოს პოლიტიკურ სივრცეზე .... არა მგონი რუსებთან ბ.ბ.-ს რაიმე შეთანხმება ქონოდა მისი პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით , შეიძლება ამერიკელებმა ან ფრანგებმა (მაგალითად) ჩააყენეს რუსები საქმის კურსში , მხოლოდ ჩააყენეს საქმის ყურში
აი მოკლედ მე რასაც ვფიქრობ ამ საკითხზე თუ ვინმეს აინტერესებს
პ.ს. მაინც მგონია , თუმცა არანაირი არგუმენტი არ მაქვს , რომ ბ.ბ.-ს პოლიტიკაში მოსვლაში დიდი წვლილი , გადამწყვეტი თუ არა შეიტანა პატრიარქმა ..... რა ვიცი ასე მგონია ...დავარქვატ ამას ინტუიცია
This post has been edited by მაკიაველი on 2 Nov 2011, 21:31
01.10.2012.