2011-12-02 15:20:05
მიხეილ სააკაშვილმა ებრაელი ბიზნესმენები შეიწყალა
"ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ასევე ჰუმანური მოსაზრებით“
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ებრაელი ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი შეიწყალა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაზემ დღევანდელ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პრეზიდენტმა ისრაელის მთავრობისა და პირადად ისრაელის პრეზიდენტის თხოვნის საფუძველზე, ასევე ჰუმანური მოსაზრებებით, მიიღო გადაწყვეტილება, შეეწყალებინა ებრაელი ბიზნესმენები.
"ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო ასევე ჰუმანური მოსაზრებით, იმის გათვალისწინებით, თუ რა ასაკის არიან დაკავებულები და როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი 2010 წლის ოქტომბერში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის შეთავაზების ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ რონი ფუქსს 6,5 წლით, ზეევ ფრენკელს კი 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
http://commersant.ge/index.php?id=5579