თემა ძველია.
როგორ ფიქრობთ: დღეს რომ ითხოვოს მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა:
1) დაუჭერს თუ არა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მხარს მისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საკითხს?
2) შეუწყობს თუ არა ხელს მოქმედი ხელისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებას?
***
ილია მეორე ივანიშვილს შეხვდა
https://civil.ge/ka/archives/14974315/11/2011 - 20:28
მილიარდერი ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს ილია მეორეს 15 ნოემბერს საპატრიარქოში შეხვდა,
რის შემდეგაც ისინი ერთად გამოვიდნენ ჟურნალისტებთან და მოკლე კომენტარები გააკეთეს.
„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ დღეს საპატრიარქოში მობრძანდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ჩვენ ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე და განსაკუთრებით,
საქართველოს მომავალზე, საქართველოს დღევანდელ დღეზე. და ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა საქართველოს
პატრიარქმა ილია მეორემ.
მოგვიანებით ივანიშვილის პრესსამდივნომ გაავრცელა შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა, სადაც კათოლიკოს–პატრიარქი ბიძინა ივანიშვილს
მიმართავს: „ხალხი იმედით გიყურებთ ზოგი, ზოგი – ნერვიულობს“.
“იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მშვიდობიანად ჩატარდება“, – აცხადებს ილია მეორე.
პატრიარქის ამ რეპლიკამდე ივანიშვილი ამბობს: „ჰქონია რთული მდგომარეობა საქართველოს ისტორიას და როგორც ადრე შეძლეს მე
მგონი დღესაც მოვახერხებთ თქვენის თანადგომით… [არ ისმის]“
თავის საკვირაო ქადაგებაში, 13 ნოემბერს საქართველოს პატრიარქმა პრეზიდენტ სააკაშვილს ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის
აღდგენისკენ მოუწოდა. ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მას შემდეგ დაკარგა, რაც ოქტომბერში პოლიტიკაში წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება.
„ეს იყო კიდევ ერთი ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში. მე რამდენჯერმე ვარ შეხვედრილი მის უწმინდესობასთან. ეს იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა.
მე მივიღე ბევრი რჩევა, ძალიან ბევრი ბრძნული რჩევები მივიღე მისი უწმინდესობისაგან, რომლებსაც გავითვალისწინებ და დამეხმარება მომავალ
მოღვაწეობაში“, – განუცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებს.
5 ნოემბერს გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ივანიშვილმა განაცხადა, რომ იგი პატრიარქთან შეხვედრას აპირებდა.
„ვფიქრობ, თანხმობას მივიღებ შეხვედრაზე. კათოლიკოს-პატრიარქთან სასაუბრო ბევრი მაქვს. მინდა რჩევები მივიღო ამ ბრძენი ადამიანისაგან. გარდა იმისა,
რომ ის არის მართლმადიდებელი მოსახლეობის სულიერი მამა, ამავე დროს ბრძენიც არის. მას რამდენჯერმე შევხვედრივარ და ყოველთვის სიხარულით
ვიხსენებ იმ წუთებსა და რჩევებს, რაც მიმიღია“, – განაცხადა ივანიშვილმა ინტერვიუში.
***
სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა
https://old.civil.ge/geo/article.php/_print.php?id=29951Civil Georgia, Tbilisi / 4 დეკ.'15 / 15:36
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 4 დეკემბერს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც მის წინამორბედს, ექს-პრეზიდენტ
მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ამჟამად ოდესის გუბერნატორია, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სააკაშვილს, ისევე როგორც საქართველოს სხვა მოქალაქეებს, საქართველოს მოქალაქეობა 4 დეკემბრის ბრძანებულებით იმ მიზეზით შეუწყდათ, რომ მათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღეს.
საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს მოქალაქე კარგავს საქართველოს მოქალაქეობას სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემდეგ.
სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მაისის ბოლოს მიიღო, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ის ოდესის გუბერნატორად დანიშნა.
***
მიხეილ სააკაშვილი გახდა აპატრიდი. ვინ არიან და რა უფლებები აქვთ მოქალაქეობის არმქონე პირებს?
https://imedinews.ge/ge/theme/3431 ივლისი 2017 - 11:21
26 ივლისს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ხელისუფლებამ მოქალაქეობა შეუწყვიტა. სააკაშვილი, რომელმაც მანამდე საქართველოს მოქალაქეობაზე უარი საკუთარი სურვილით თქვა, მოქალაქეობის არმქონე პირი, ანუ აპატრიდი გახდა. ასეთი ადამიანების ზუსტი რაოდენობა უცნობია. თუმცა, გაეროს შეფასებით, მსოფლიოში დღეს მოქალაქეობა დაახლოებით 15 მილიონზე მეტ ადამიანს არ აქვს.
ვინ არის აპატრიდი და რა უფლებები აქვს მას?
აპატრიდი ფიზიკური პირია, რომელსაც არ აქვს არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა და პირადობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, რის გამოც ის თავის
არსებობას ვერ ამტკიცებს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ადამიანი, რომელიც ფიზიკურად არსებობს, მაგრამ სამართლებრივად - არა. შესაბამისად,
ყველა უფლება და შესაძლებლობა, რომელიც ადამიანს აქვს მისი სამართლებრივი სტატუსიდან გამომდინარე, აპატრიდს არ აქვს, მათ შორის გადაადგილების, დასაქმების, დაქორწინების, ფინანსური ოპერაციების განხორციელების (ბანკში ანგარიშის გახსნის), სოციალური და სამედიცინო მომსახურების მიღების
და მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გასაჩივრების უფლებაც კი.
***
2019 წლის მაისში, უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა აღუდგინა.
***
სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება
https://sda.gov.ge/?page_id=5123სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი აღნიშნული
ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე.
სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს
მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული.
* * *
მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენა
https://sda.gov.ge/?page_id=5123სტატუსი ენიჭება პირს, რომელსაც არ უდგინდება საქართველოს მოქალაქეობა და არც ერთი სახელმწიფო,საკუთარი
კანონმდებლობის შესაბამისად არ მიიჩნევს თავის მოქალაქედ.
საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა
საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისათვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან.
***
საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს მოქალაქეობის შესახებ
მუხლი 3. საქართველოს მოქალაქეობა
1. საქართველოს მოქალაქეობა არის საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირი.
2. საქართველოში დადგენილია ერთიანი მოქალაქეობა.
3. საქართველოს მოქალაქე იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე მხოლოდ ამ კანონის
მე-17 და 21-1 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
***
უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ
მუხლი 2
1. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება იმავდროულად მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს.
2. განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაუცველად.
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.