მე მიყვარს ლოგიკა ....... 12 წლის უკან იყო 2000 წელი .....აგერ ავდექი და უცებ დაგიდებ ცნობილი სამი ნაციონალის ბიოგრაფიას 1995 - 2003 წლამდე და ამიხსენი ბოლო-ბოლო ვინ ანგრევდა ქვეყანას ----- ივანიშვილი

??????????????
1. მიხეილ სააკაშვილი
1995 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში სააკაშვილი მოქალაქეთა კავშირის მანდატით საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გახდა. 1995-1998 წლებში იყო პარლამენტის საკონსტიტუციო და იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის თავმჯდომარე. 1998-99 წლებში - ფრაქცია საქართველოს მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარე.
1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში სააკაშვილმა კვლავ მოიპოვა დეპუტატის მანდატი „მოქალაქეთა კავშირის“ სიით. 2000 წლის იანვარს დაინიშნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად .
2000 წლის 12 ოქტომბერს სააკაშვილი იუსტიციის მინისტრი გახდა. 2001 წელს ის დაუპირისპირდა ეკონომიკის მინისტრ ივანე ჩხარტიშვილს, უშიშროების მინისტრ ვახტანგ ქუთათელაძესა და თბილისის პოლიციის მეთაურს — იოსებ ალავიძეს და ისინი კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულა. 2001 წლის 5 სექტემბერს სააკაშვილი გადადგა მინისტრის პოსტიდან იმ მოსაზრებით, რომ ვერ მიიღო დახმარება შევარდნაძისაგან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. იმავე წელს, 21 სექტემბერს იყარა კენჭი ვაკის საარჩევნო ოლქში დამოუკიდებელ კანდიდატად და კვლავ გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი.
2001 წლის ოქტომბერში მიხეილ სააკაშვილმა დააფუძნა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
2. ზურაბ ადეიშვილი
1996 წლის თებერვლიდან 1999 წლის ივნისამდე მუშაობდა საქართველოს პარლამენტში — საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის წამყვან სპეციალისტად. 1999 წლის ივნისიდან 1999 წლის სექტემბრამდე სამართლებრივი განათლებისა და ინფორმატიზაციის აღმასრულებელი დირექტორი.
1999 წლის სექტემბრიდან 1999 წლის ნოემბრამდე მუშაობდა იურიდიულ ფირმაში „ოქრუაშვილი და პარტნიორები“ იურისტად.1999 წლის ნოემბრიდან 2002 წლის მაისამდე საქართველოს პარლამენტის წევრი, იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, ამავე კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კომიტეტის თავმჯდომარე. 2002 წლის მაისიდან 2003 წლის დეკემბრამდე — საქართველოს პარლამენტის წევრი
3. გიორგი ბარამიძე
1995 წლის საპარლამენტო არჩევნებზე აირჩიეს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად დიდუბის რაიონიდან.
1995 წლის ნოემბრიდან 1996 წლის მარტამდე ასრულებდა საქართველოს მოქალაქეთა კავშირის გენერალური მდივნის მოვალეობას.
1996 წლის მარტიდან აირჩიეს საქართველოს პარლამენტის კორუფციასთან ბრძოლის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარედ. მისი ხელმძღვანელობით კომისიის მუშაობის საფუძველზე თანამდებობიდან გადაყენებულ იყვნენ მინისტრები:ფ. ინჯია (კავშირგაბმულობისა და ფოსტის), დ. ზუბიტაშვილი (ენერგეტიკის), დ. იაკობიძე (ფინანსთა). ასევე დ. ელიაშვილი (საქ. გაზის დეპარტამენტის თავმჯდომარე). კომისიის დასკვნის საფუძველზე სახელმწიფოს მფლობელობაში დაუბრუნდა გუდაურის სასტუმროს 8. მლნ. ლარის ღირებულების აქციათა პაკეტი.
1996 წლის სექტემბრიდან კი აირჩიეს საქართველოს პარლამენტის ფრაქცია «მოქალაქეთა კავშირი»-ს თავმჯდომარედ.
1997 წელს მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა საქართველოს მთავრობისა და საქართველოში «გაერო»-ს განვითარების პროექტის ერთობლივი პროგრამა «კორუფციის კვლევის ცენტრი», რომლის პირველ ეროვნულ დირექტორად თავად დაინიშნა.
1998 წლის ივლისში გადადგა სმკ-ს ფრაქციისა და პარლამენტის ანტიკორუფციული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან.
1998 წლიდან იმყოფებოდა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის დიპლომატიის სკოლაში, სადაც იგი, როგორც უნივერსიტეტის ასოცირებული მკვლევარი, ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა და ამავდროულად სენატორ კარლ ლევინთან (მიჩიგანის შტატი, დემოკრატი) იკვლევდა ა.შ.შ. სახელისუფლო სტრუქტურების ფუნქციონირების პოლიტიკის საკითხებს. აგრეთვე სწავლობდა აშშ-სა და კავკასიის რეგიონის პოლიკიტური და უსაფრთხოების სფეროებში თანამშორმლობის მექანიზმებს.
1999 წლის ივლის-აგვისტოში პრაქტიკა გაიარა აშშ-ს სენატის სამხედრო სამსახურის კომიტეტში.
1999 წლის ოქტომბრიდან აირჩიეს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ წევრად დიდუბის რ-ნის # 8 საარჩევნო ოლქიდან.
2000 წლის ოქტომბრიდან 2002 წლის აპრილამდე იყო არჩეული პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარედ.
სხვებიც შემიძლია გაბაშვილები , რურუა და ასე შემდეგ .......................ხოლო ბენდუქიძე 12 წლის უკან რუსულ ტანკებს აშენებდა ,, ურალმაშ ,,-ზე და ატომურ ბომბებს უკეთებდა პუტინს
This post has been edited by მაკიაველი on 11 Jan 2012, 00:44
01.10.2012.